ნუგზარ გოგიბედაშვილი ვლადიმერის ძე 9 თებერვალი 1935-2021წწ.
ქართველი მოჭიდავე საქართველოს 10-გზის და სსრკ-ს ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობაში, მედიცინის დოქტორი და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი ნუგზარ გოგიბედაშვილი.
1953 წელი - თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო ცნობილ და სახელოვან მწვრთნელთან, შალვა ნოზაძესთან. 1956-64 - საქართველოს 10-გზის ჩემპიონი;
1962 - სსრკ პირველობის მე-3 პრიზიორი (ქ. რიგა);
1964 - სსრკ ჩემპიონი (ქ. ბაქო);
1966 - ინდონეზიის ქ. ჯაკარტაში გამართული "განეფოს თამაშების" (აზიის მცირე ოლიმპიადის) გამარჯვებული და დიდი ოქროს მედლის მფლობელი...
წარმატებული პროფესიონალი სპეციალისტი გახლავთ სამოქალაქო ცხოვრების "მეორე ფრონტზეც" - სამედიცინო-სამკურნალო სფეროში: არის მედიცინის დოქტორი (1982) და 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1968-82 წლებში - ქ. თბილისის ენდოკრინოლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი და იმავე პერიოდში (1970-82), პარალელურად, ქ. თბილისის მთავარი ენდოკრინოლოგი; 1982 წლიდან 2010 წლის აპრილამდე - კასპის რაიონისა და სარაიონო საავადმყოფოს მთავარი ექიმი...
წინა რიგში - ჯუმბერ დავლიანიძე, ვახტანგ ბალავაძე და გიორგი სხირტლაძე, დგანან - ა. გვიმრაძე, გურამ საღარაძე და ნუგზარ გოგიბედაშვილი;
ვახტანგ ბალავაძე, ნუგზარ გოგიბედაშვილი, შალვა ნოზაძე და გურამ საღარაძე.
მამა ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი 1904-1977წწ. მწრთვნელი ქართული ჭიდაობა დ. სოფ ზემო ხანდაკი კასპი