სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი
მედეა ჯუღელი 1925-2016წწ. ოლიმპიური ჩემპიონი სპორტული ტანვარჯიში ქუთაისი, იმერეთი.

1925-2016 წწ. გარდ. 91 წლის

მაქს.წარმატება 27 წლის

ბმულის კოპირება

ოლიმპიური ჩემპიონი, პრიზიორი

გვარი ჯუღელი სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

მედეა ჯუღელი 1925-2016წწ. ოლიმპიური ჩემპიონი სპორტული ტანვარჯიში ქუთაისი, იმერეთი.

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
9
2
4

მედეა (მზია) ნიკოლოზის ასული ჯუღელი (დ. 1 აგვისტო1925ქუთაისი — გ. 8 იანვარი2016) — ქართველი სპორტსმენი, სპორტული ტანმოვარჯიშე, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი, სსრკ შვიდგზის ჩემპიონი, ბერლინისა და რუმინეთის მსოფლიო ფესტივალების ლაურეატი, სსრკ სპორტის ოსტატი (1946), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952), საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწე (1979). სკკპ წევრი 1962-იდან.


1959 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. სსრკ ნაკრები გუნდის წევრი (1947–1954), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (194619471952–1955 — ბჯენით ხტომაში, 1953 — რგოლებზე), მსოფლიო სტუდენტთა სპორტული თამაშების (1951), XV ოლიმპიური თამაშების (1952ჰელსინკი) ჩემპიონი (გუნდურში). ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების (1953) ოქროს და ვერცხლის მედალოსანი, მრავალი საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრების პრიზიორი, მოპოვებული აქვს 13 ოქროს, 9 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით. 1992 წლიდან იყო საქართველოს ტანვარჯიშის ეროვნული ფედე­რაციის ვიცეპრეზიდენტი. 1996 წელს მზია ჯუღელი ატლანტის საიუბილეო ოლიმპიურ თამაშებზე საპატიო ოლიმპიელი ქალის სტატუსით მიიწვიეს, სადაც ქალ ოლიმპიელთა მუზეუმში მისი ფოტოებიც იყო გამოფენილი. 2005 წელს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგემ მას ქალთა სპორტში გაწეული წვლილისთვის დიპლომი გადასცა; იმავე წელს გახდა საქართველოს ეროვნული ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი.

წყარო-www.wikipedia.ge


ტიტულები:

ოლიმპიური ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი; გუნდური)

ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი; საგნით ჯგუფური ვარჯიში)

მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1951 (ბჯენით ხტომა; გუნდური), 1954 (ჯგუფური ვარჯიში; გუნდური)

სსრკ ჩემპიონი: 1946 (ბჯენით ხტომა), 1947 (ბჯენით ხტომა), 1951 (ბჯენით ხტომა), 1952 (ბჯენით ხტომა), 1953 (ბჯენით ხტომა; რგოლები), 1954 (ბჯენით ხტომა), 1955 (ბჯენით ხტომა)

სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1952 (მრავალჭიდი)

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1950 (ნაირსიმაღლის ორძელი), 1952 (ნაირსიმაღლის ორძელი; რგოლები)

სსრკ სპორტის ოსტატი - 1946

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1952

საქართველოს სსრ დამსახურებული მწვრთნელი - 1971

სპორტის რაინდი - 2012

სხვა ჯილდოები:

ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენი

ღირსების ორდენი

ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*-პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ქალი საქართველოდან

*-1962-1965 წლებში წვრთნიდა საქართველოს ტანმოვარჯიშეთა ნაკრებს

*-1965-1970 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ტანმოვარჯიშე გოგონათა ნაკრების მწვრთმელი

*-1979 წელს მიენიჭა საქართველოს სსრ ფიზკულტურისა და სპორტის დამსახურებული მოღვაწის წოდება

*-1991-2005 წლებში იყო საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი

*-2002 წელს მედეა (მზია) ჯუღელს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა

*-2005 წელს მიენიჭა საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის წოდება

*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა თენგიზ გაჩეჩილაძის წიგნი „მზია ჯუღელი“

მეორე ადგილი()

ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი

პირველი ადგილი()

ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2022
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16