სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10673

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოჩა ქარჩავა 1971-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა  დაბ. სოფ. ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთი გოჩა ქარჩავა 1971-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა  დაბ. სოფ. ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

1971-1993 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარჩავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

29       ბეჭდვა

გოჩა ქარჩავა 1971-93წწ. გარდ. სოფ. გუმისთა დაბ. სოფ. ზემო ფშაფი გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

გოჩა ქარჩავა. დრანდა, ზემო-ფშაფი. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი თაობის სიამაყე,

გოჩა  ვალერის  ძე  ქარჩავა  დაიბადა  1971  წლის  29  ოქტომბერს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ზემო   ფშავში. 1978-1988  წლებში  სწავლობდა  ზემო   ფშავის  საშუალო  სკოლაში. 1989-1991 წლებში  მსახურობდა  ქალაქ  პერმში,შინაგან  ჯარში.    

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი. გმირულად დაიღუპა 16 მარტს გუმისთაზე.


"ჭიდილი მხეცებთან “ დოკუმენტური ნოველა ნუგზარ ქებურია

    მოხალისეთა მცირე ჯგუფმა ძლივს მიაღწია სანაპირო ზოლიდან სარკინიგზო ხიდამდე და იქ განლაგებულ მე-6 ბატალიონის სპეციალური დანიშნულების ასეულს „ხიმიკებს “ შეუერთდა...

         ყველა ისინი საბჭოთა ჯარ-მოხდილნი იყვნენ, 30-35 წლისანი,  ომის ქარცეცხლში გამოვლილ, გაწვრთნილ მეომართა შთაბეჭდილებას სულაც არ ტოვებდნენ. არც ერთი არ იყო ნორმალურად შეიარაღებული, ჩაცმული და საომრად მომზადებული...

    მათ შორის რამდენიმე, სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭიც იბრძოდა...

     საღამო ჟამს, როცა აჩადარის ფერდობზე აფხაზი და კაზაკი ბოევიკები გამოჩნდნენ  მაჭარკელმა ელგუჯა ჩემიამ, რომელიც მოხალისეთა ჯგუფის ბიჭებს მეთაურობდა... და ზემო ფშაფელმა, საოცრად მამაცმა, მებრძოლმა, ლორიკ ბოკუჩავამ უმალ დაავლეს ხელი რამდენიმე ტანკსაწინაამდეგო ხელყუმბარას და „ხიმიკების“ ასეულს მოუწოდეს, სარკინიგზო ხიდთან თავგანწირული ბრძოლით გადაეკეტათ გზა...

    როცა გმირობაზეა ლაპარაკი, მებრძოლი სულის ადამიანი ყველაფერზე მიდის, მაგრამ ცუდად შეიარაღებული მეომრები პირველსავე შეტაკებისას გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასეულის მეთაური ნუგზარ არეშიძე დაბნეული შესცქეროდა უტყვიაწამლოდ დარჩენილ ბიჭებს.

 - ასობით დაქირავებული ავაზაკი და რუსი მედესანტე გვიტევს. ალყას გვარტყამენ, ტყვია წამალი საკმარისი არ გვაქვს, რა ვქნათ? - განწირული ხმით ღრიალებდნენ  მე-6 ბატალიონის „ხიმიკების“ ასეულის მეომრები. გახევებული, გამშრალი იდგა ასმეთაური ნუგზარ არეშიძე და ამ გასაჭირში მყოფი „ხიმიკების“ დამშვიდებას ცდილობდა.  

- ღმერთი არ გაგვწირავს! - ეს აღმოხდა ნუგზარ არეშიძეს. - ძალიან გთხოვთ, ბიჭებო!.. ფრთხილად იყავით!..

     ამის თქმა და შტაბის ბიჭებმა რამდენიმე ყუთი ტყვია-წამალი  რკინიგზის ხიდზე „ხიმიკების“ მეომრებს მიუთრიეს...

   მთელი საღამო ავისმომასწავებლად გაისმოდა გუდაუთიდან თუ ახალი აფონიდან გამოგზავნილი გრადის ჭურვების წივილი. 

შეტევას შეტევაზე აწყობდნენ აფხაზები და მათი დაქირავებული ბოევიკები, მაგრამ უშედეგოდ. თითქმის სამჯერ ნაკლები მძიმე საბრძოლო ტექნიკის მქონე  ქართველები ფარხმალს არ ყრიდნენ.

მალე მდინარე გუმისთის ბუჩქიან ნაპირზე სომხური ბატალიონის მებრძოლები გამოჩნდნენ...

ფერდობებიდან ჯგუფ-ჯგუფად ეშვებოდნენ ჩრდილო კავკასიელთა კბილებამდე შეიარაღებული ბანდები...

უეცრად სამხედრო პოლიციის მებრძოლმა, 18 წლის ევგენი ნაჭყებიამ საშინლად დაიკვნესა და სახე სიმწრით დაეღრიჯა.

     ელგუჯა ჩემიამ სანგრებიდან დაინახა, როგორ მოწყვეტით დაეცა ძირს გულრიფშელი მებრძოლი...

- ბიჭებო! თქვენი პატარა მებრძოლი დაჭრეს! - შეჰყვირა მან მთელი ხმით და ზემო-ფშაფელ ლორიკ ბოკუჩავას ხელით ანიშნა, დაჭრილს მიხედეო.

ლორიკმა გვერდით მყოფ გოჩა ქარჩავას გადასძახა..

- ევგენი წაიყვანე და წადი აქედან!

- არა, ლორიკ! უშენოდ არსად წავალ! - და გოჩა ბუჩქებს შორის გამოჩენილ სომხური ბატალიონის მებრძოლებს ტყვიამფრქვევის კაკანით შეეგება...

- დაჭრილი გაიყვანე-მეთქი! - უყვირა ლორიკმა თანასოფლელ ბიჭს. იგი სრულიად ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე და ვაჟკაცური შესახედაობის იყო, - გადი! გაიყვანე დროზე! მე დაგიცავთ!

გოჩა სანგრებიდან ამოძვრა, წაკუზულმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მეხნაკრავივით შედგა. ევგენი ნაჭყებიასათვის თავი გაეხვრიტა ტყვიას.

- ვაიმე დედა! - უკან შებრუნდა გოჩა ქარჩავა. წუთით მოღუშვით მოხედა მიწაზე გაშხლართულ თანამებრძოლს და შუაგულ სროლაში გიჟივით შეიჭრა...

გახსნილი ხელყუმბარებით, ხეებს ამოფარებული, თავზეხელაღებულივით იბრძოდა ლორიკ ბოკუჩავა... მისი კარის მეზობელი თამაზ ჯომიდავა, ლორიკის გვერდით მუხლზე წაჩოქილი, მჭიდს ჭიდზე ცლიდა... ზედიზედ ეცემოდნენ ძირს ბაგრამიანის სახელობის სომხური ბატალიონის მებრძოლები...

არაადამიანური ყვირილით მიიწევდა წინ გოჩა ქარჩავა, მაგრამ ოცმეთაური, ნუგზარ არეშიძის ხმამ შეაჩერა.

- მოშორდი აქაურობას, ბავშვო! - უყვირა მან ბრაზით.

გოჩა უკან სანგარში შებრუნდა, მაგრამ იქ უკვე რუს მედესანტეებს დაეკავებინათ მისი ადგილი.

ჭაბუკმა ერთი ვაჟკაცურად ამოიოხრა, ჯიბეში ხელი ჩაიყო, ხელყუმბარა ამოიღო და გახსნა, მაგრამ იქვე ახლოს ბუჩქებში ჩამალულმა რუსმა სნაიპერმა შაშხანის ლულა ნელა გაუსწორა გოჩა ქარჩავას მკერდს, ოპტიკურ სამიზნეში მოაქცია მსხვერპლი და...

- ლორიკ! - შემზარავი ხმით იღრიალა თამაზ ჯომიდავამ,- გოჩა!..

- რაშია საქმე!?

- ჩქარა, აქეთ!

- რა მოხდა?

- გოჩა დაჭრეს!

- სად?..

- მკერდზე ტყვია მარცხენა მხარეს აქვს მოხვედრილი.  აი, იმ ბუჩქიდან ესროლეს. - და საჩვენებელი თითი ფერდობისკენ გაიშვირა, - სნაიპერმა ესროლა, ტყვია მეორე მხარესაა გასული. დაცემისას თვალი მოვკარი ზურგიდან, როგორ ამოხეთქა სისხლმა.

     ზემო-ფშაფელმა თამაზ ჯომიდავამ სნაიპერი კი დაინახა, მაგრამ ვაზნები გაუთავდა და მეორე მჭიდის ჩადება ვეღარ მოასწრო...

ხელყუმბარას ზედ დაკვდომოდა გოჩა. დახოცილი რუსი მედესანტეები ეყარნენ მის გვერდით.

თანასოფლელის დაღუპვით გაშმაგებულმა გონელი მილორავამ ხელყუმბარა გახსნა და მკვლელებს სანგრებში მიუვარდა. გასროლა მხოლოდ ერთმა მოასწრო, მაგრამ ისიც უმისამართოდ. წამიც და დახოცილი გადამთიელები მიწაზე ეყარნენ. დრანდელი, სპორტული აღნაგობის ბიჭი არ შეჩერებულა, შურისძიების ინსტიქტი შეშლილივით ამოძრავებდა...

უცებ ბუჩქებს იქეთ რუსი სნაიპერი შენიშნა და გაუხსნელი ხელყუმბარა ესროლა დაბნეულმა.

ერთი ნახტომით აიტაცა ძირს დავარდნილი, გაუხსნელი ხელყუმბარა რუსმა სნაიპერმა, წამში გახსნა და უკან მოუბრუნა ბუჩქებიდან გამოვარდნილ ქართველ მეომარს. გონელი მილორავა დაიჭრა, საკუთარი ხელყუმბარის ნაგლეჯებმა უკანალი დაუცხრილეს...

   ტყვია- წამლის კვამლი ნელ-ნელა იფანტებოდა და ციტრუსების ბუჩქებს ნელ-ნელა ედებოდა. 

   ასმეთაურს ნუგზარ არეშიძეს ტყვიამ ზედიზედ ყურში გაუწუილა, მაგრამ ყურადღება არც კი მიუქცევია მშველელის მოსვლას ელოდა. გრადის ჭურვების გრუხუნში ინთქმებოდა მისი სუსტი ხმა. მაგრამ, როცა არავინ გამოეხმაურა, ძალღონე მოიკრიბა და ორმოდან ძლივს ამოხოხდა. იგი, როგორღაც დაუხამხამებელი თვალებით სათითაოდ აცქერდებოდა თავისი ასეულის მებრძოლებს. რაღაც ნახევარი საათის წინ ისინი ცოცხლები იყვნენ, ეწეოდნენ სიგარეტს, ხუმრობდნენ, ახლა კი, ტყვიით დაცხრილულნი იწვნენ ისე, როგორც მოუსწრო სიკვდილმა...


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 27.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0