სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
 ზურაბ ქარჩავა 1949-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი  ზურაბ ქარჩავა 1949-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქარჩავა სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ზურაბ ქარჩავა 1949-93წწ. გარდ. სოფ. ქვემო ეშერა სოხუმი დაბ. სოფ. ვარჩე გულრიფში აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ზურაბ  გიორგის  ძე   ქარჩავა  დაიბადა  1949  წლის  29  ოქტომბერს  გულრიფშის  რაიონის  სოფელ  ვარჩეში.  გულრიფშის  საშუალო  სკოლის  დამთავრების  შემდეგ , 1969-1971  წლებში,მსახურობდა  საბჭოთა  არმიის  რიგებში-ქალაქ  ლენინგრადში.  ინსტიტუტიც  იქვე  დაამთავრა  და  მშობლიურ  კუთხეში  დაბრუნდა. მუშაობა  დაიწყო  გულრიფშის  მილიციის  რაიგანყოფილებაში. 1982  წელს  ზურაბ   ქარჩავა  სამუშაოდ  წავიდა  რუსეთის  ფედერაციის   ქალაქ   იაროსლავში.

      1992  წლის  14  აგვისტოს  აფხაზეთში  დაწყებულმა  ომმა  უამრავი  მამულიშვილის  გეგმები  შეცვალა. ომის  დაწყების  შემდეგ  ბევრი  ქართველი   თავს  არიდებდა  ომს  და  რუსეთში  მიდიოდა,ზურაბი კი, პირიქით, ჩამოვიდა  რუსეთიდან  და  დადგა  სამშობლოს  დამცველი  ვაჟკაცების  გვერდით.

   ზურაბ  ქარჩავა  1993  წლის  1  აპრილიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  პირველ  ასეულში  მე-3  ოცეულის  მეთაურის  თანამდებობაზე.  თანამებრძოლებთან   ერთად  ვაჟკაცურად  იგერიებდა  მტრის  შემოტევებს  ბატალიონის  დისლოკაციის   ადგილზე- სოფელ   ქვემო  ეშერასთან. საბედისწერო  აღმოჩნდა  მისთვის  და  მისი   ოცეულისთვის  ივლისის  შემოტევა... პირველი  ასეულის  მე-3  ოცეულის  მებრძოლები  ოცმეთაურ  ზურაბ  ქარჩავასთან  ერთად  საარტილერიო  დაბომბვის  დაწყებამდე  ისვენებდნენ  სანგრებიდან  50  მეტრში  მდებარე  სახლში.   ჭურვების  აფეთქების  ხმების  გაგონებისთანავე  ოცეული  გაემართა  სანგრებში  მყოფ  თანამებრძოლთა  დასახმარებლად,მაგრამ  გზაზე  ოცეული  შეეჩეხა  საარტილერიო  დაბომბვის  დროს  პირველი  ასეულის  ერთ-ერთ  სანგარში  მალულად  შემოსულ  მტრის  სადაზვერვო  რაზმს.  უთანასწორო  ბრძოლაში  დაიღუპნენ  ზურაბ  ქარჩავა,  გაიოზ  ფაცაცია, მერაბ  ყურაშვილი,სლავიკ  ხათხუა, ნოდარ  თორდია , ამირან  ხურცილავა.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული   მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა  და  თავგანწირვისათვის  ზურაბ   ქარჩავა ,  სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის   ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 27.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 01.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0