სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები
გაგრის რ-ნი გენოციდი 1992-95წწ გაგრა აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთი 1941-45 ომი, სამაჩბლო, აფხაზეთი 1990-დან მებრძოლები

გაგრა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

გაგრის რ-ნი გენოციდი 1992-95წწ გაგრა აფხაზეთი

გაგრა - გაგრის რაიონი დაეცა 1992 წლის 2 ოქტომბერს

ქალაქი გაგრა


1. აბსანძე ჯუმბერ ნიკოლოზის ძე - 57 წლის, წერეთლის ქ., № 54/4, ბ. 14, 1992 წლის 2 ოქტომბერს წამებით მოკლეს.

2. აკობია აქვსენტი - 80 წლის, რუსთაველის ქ., № 154, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

3. ალასანია ოლღა ანდრეს ასული - 85 წლის, წერეთლის ქ., № 150, 1994 წლის 9 ივნისს წამებით მოკლეს - ჩამოაგდეს საკუთარი სახლის მე-5 სართულიდან წერეთლის ქ., № 59/4, ბ. 24.

4. ალასანია თამაზ კირილეს ძე - 42 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს.

5. ალიევი ვალერი ყურბანის ძე - 65 წლის, წერეთლის ქ., № 49/3, ბ. 4, 1993 წლის იანვარში დახვრიტეს  საკუთარ სახლში.

6. ამირეჯიბი ვალერი - 32 წლის, ზღვის ქ., № 2, მოკლეს სოფელ ლესელიძეში.

7. ბანცაძე ჯამბულ სიმონის ძე - 42 წლის, 1992 წლის 10 ოქტომბერს დახვრიტეს.

8. ბარამია ცისია ალექსანდრეს ასული - 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მშობლების თვალწინ გააუპატიურების შემდეგ დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ალექსანდრე და ნათელასთან და სამ სტუმართან ერთად.

9. ბარამია ალექსანდრე ილარიონის ძე - 78 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ნათელასთან, ქალიშვილ ცისიასთან და სამ სტუმართან ერთად.

10. ბარამია-ნადარეიშვილი ნათელა ვლადიმერის ასული - 70 წლის, ოქტომბრის ქ., № 13, 1992 წლის 2 ოქტომბერსმოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ალექსანდრესთან, ქალიშვილ ცისიასთან და სამ სტუმართან ერთად.


11. ბაღათურია გულნაზი ალისტარქეს ასული - 46 წლის, წერეთლის ქ., № 2 და № 111, 1993 წლის 19 მარტს მოკლეს.


12. ბერაია ალექსანდრე ამირანის ძე - 64 წლის, სოხუმის გზატკ., № 15, 1993 წლის 22 მარტს მოკლეს მეუღლე მაყვალასთან ერთად.


13. ბერაია მაყვალა პავლეს ასული - 60 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 15, 1993 წლის 22 მარტს მოკლეს მეუღლე ალექსანდრესთან ერთად.


14. ბერიძე შოთა - 70 წლის, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


15. ბობოხიძე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე - 68 წლის, ნინოშვილის ქ., № 16, დახვრიტეს საკუთარ სახლში.


16. ბჟალავა ომარ - გაგრის მილიციის თანამშრომელ, 1992 წლის 2 ნოემბერს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლისა და შვილების თვალწინ.


17. გაბედავა პროკოფი პავლეს ძე - 73 წლის, წერეთლის ქ., № 16, დახვრიტეს საკუთარ სახლთან.


18. გალანსკი იური ივანეს ძე - 60 წლის, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.


19. გამხუაშვილი გოდერძი - ჭანბას ქ., № 31, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


20. გეგეჭკორი გიორგი მიხეილის ძე - 69 წლის, ნინოშვილის ქ., № 24, დახვრიტეს საკუთარ სახლში.


21. გვაზავა შალვა - წერეთლის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს ალექსანდრე ბარამიას  ოჯახის წევრებთან ერთად.


22. გიორბელიძე შოთა რაჟდენის ძე - 37 წლის, ლენინის ქ., ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


23. გოროზია ლავრენტი - წამებით მოკლეს მეუღლე ციალა ინჯგიასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს.


24. გუგავა კონსტანტინე ბაგრატის ძე - 62 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., № 29, 1992 წლის 31 დეკემბერს დახვრიტეს.


25. გუგუშვილი ვალენტინა ზაურის ასული - 64 წლის, ლენინის ქ., მოკლეს თავის ბინაში.


26. გუგუშვილი მარია - 25 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.


27. გულორდავა ემა - 55 წლის, რუსთაველის ქ., № 118, მოკლეს საკუთარ სახლში ქალიშვილ მთვარისასთან ერთად.


28. გულორდავა მთვარისა სერგოს ასული - 18 წლის, რუსთაველის ქ., № 118, მოკლეს საკუთარ სახლში დედა ემასთან ერთად.


29. ვაჩაძე ბუთხუზი -  ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


30. ზამბახიძე ევგენი არჩილის ძე - 1-ლი მაისის ქ., № 5, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლესთან და შვილთან ერთად.


31. ზამბახიძე (ევგენის მეუღლე) - 1-ლი მაისის ქ., № 5, დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე ევგენი და შვილთან ერთად.


32. ზამბახიძე იური ევგენის ძე - 1-ლი მაისის ქ., № 5, დახვრიტეს საკუთარ სახლში მშობლებთან ერთად.


33. ზარქუა ქსენია კონსტანტინეს ასული - 70 წლის, წერეთლის ქ., № 11ა, წამებით მოკლეს - გამოუსკვნეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.


34. თორდია ვალერიან ტრიფონის ძე - 72 წლის, წერეთლის № 59, მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ელენესთან ერთად.


35. თორდია ელენე - 72 წლის, წერეთლის № 59, მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ვალერიანთან ერთად.


36. თოფჩიანი აიკი - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


37. თოფჩიანი ლევონ - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


38. ინჯგია ციალა - წამებით მოკლეს მეუღლე გოროზია ლავრენტისთან ერთად, ორივეს თავი მოკვეთეს.


39. იოსავა ჯემალ - წამებით მოკლეს 1992 წელს.


40. კაჭარავა ღუღუნი - 50 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.


41. კეთილაძე გოგი - 66 წლის, წერეთლის ქ., № 51, 1992 წლის 6 ოქტომბერს დახვრიტეს.


42. კვარაცხელია აკაკი - 75 წლის, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


43. კობახიძე ანზორ - 55 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის 10 ოქტომბერს წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს.


44. კუპრეიშვილი გია გურამის ძე - 21 წლის, ჭანბას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.


45. კუპრეიშვილი დავით მალაქიას ძე - 75 წლის, ფოთის ქ., წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე ზინასთან ერთად.


46. კუპრეიშვილი ზინა - 65 წლის, ფოთის ქ., წამებით მოკლეს და შემდეგ დაწვეს მეუღლე დავითთან ერთად.


47. კუცია ბორის - ოქტომბრის ქ., დახვრიტეს ალექსანდრე ბარამიას სახლში მის ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად.


48. კუცია დომენტი - 75 წლის, მოკლეს საკუთარ სახლთან.


49. კუცია ალექსანდრე - 45 წლის, დახვრიტეს.


50. კუცია-წულეისკირი ლუბა - 81 წლის, წერეთლის ქ., № 38, 1994 წლის ნოემბერში დახვრიტეს მეუღლე ამბაკო წულეისკირთან ერთად.


51. კუჭავა ნორა ივანეს ასული - 65 წლის, დემერჯიპას ქ., დახვრიტეს.


52. ლიპარტელიანი შალვა - დახვრიტეს.


53. ლობჟანიძე ვლადიმერ - 55 წლის, წერეთლის ქ., № 55/10, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.


54. ლოლუა ლუბა აქვსენტის ასული - 66 წლის, რუსთაველის ქ., წამებით მოკლეს და თამარ ლოლუასთან ერთად - დანით დაჩეხეს.


55. ლოლუა თამარ აქვსენტის ასული - 60 წლის, რუსთაველის ქ., წამებით მოკლეს და ლუბოვი ლოლუასთან ერთად - დანით დაჩეხეს.


56. მაისურაძე ბესარიონ ვალერიანის ძე - 35 წლის, ლაკობას ქ., № 17, 1992 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს.


57. მაისურაძე ზურაბ - დახვრიტეს.


58. მალანია პალა (ლიანა) - პედაგოგი, დახვრიტეს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ.


59. მამარდაშვილი ნიკოლოზ ვლადიმერის ძე - 58 წლის, წერეთლის ქ., № 47/5, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


60. მანაგაძე გიორგი - დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დაწვეს საკუთარ სახლში მეუღლესთან ერთად.


61. მანაგაძე (გიორგის ცოლი) - დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დაწვეს საკუთარ სახლში მეუღლე გიორგისთან ერთად.


62. მანაგაძე ნუგზარ - დემერჯიპას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს ბენზინი გადაასხეს და დაწვეს საკუთარი სახლის ჭიშკარან.


63. მანუკიანი - რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.


64. მანუკიანი - რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.


65. მანუკიანი - რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.


66. მანუკიანი - რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.


67. მანუკიანი - რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.


68. მანუკიანი - რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში, გაგრის შემოვლით გზაზე, ოჯახის 5 წევრთან ერთად ჩაცხრილეს.


69. მარიამიძე ავთანდილი სერგოს ძე - 43 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს მის თვალწინ, 13 მებრძოლის მიერ, ქალიშვილ ანას გაუპატიურების შემდეგ, ორივე მიაბეს ხეზე და ცოცხლად დაწვეს.


70. მარიამიძე ანა ავთანდილის ასული - 19 წლის, წერეთლის ქ., № 47, ბ. 5, 1992 წლის 12 ოქტომბერს, მამის თვალწინ, გააუპატიურა 13 მებრძოლმა, შემდეგ ორივე მიაბეს ხეზე და დაწვეს.


71. მაღრაძე თემურ შალვას ძე - 35 წლის, ლენინის ქ., № 30, 1992 წლის 8 ოქტომბერს დახვრიტეს.


72. მელანიშვილი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე - 57 წლის, წერეთლის ქ., № 49/1, ბ. 38, დახვრიტეს მეუღლე გული ჯაკობიასთან ერთად.


73. მეტრეველი კობა - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


74. მიქია ვლადიმერ მიხეილის ძე - 65 წლის, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


75. მოკერია ტორენგი ტიტოს ძე - 13 ქართველთან ერთად ქ. გაგრის ოკუპაციის შენდეგ დახვრიტეს.


76. მუხურაძე ვარდენ - 75 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.


77. მუშკუდიანი მარგარიტა - 1993 წლის 24 იანვარს დახვრიტეს .


78. ნადარეიშვილი აბესალომ პავლეს ძე - რუსთაველის ქ., 1992 წელს დახვრიტეს.


79. ნადარეიშვილი (სახელი უცნობია) - 1993 წლის იანვარში დახვრიტეს.


80. ნინუა მაყვალა - 65 წლის, ლენინის ქ., № 95, 1995 წლის იანვარში დახვრიტეს საკუთარ სახლში.


81. ონიანი ნოდარ -  ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


82. ორაგველიძე ილია - 28 წლის, 1992 წლის 10 ოქტომბერს დახვრიტეს.


83. ორაგველიძე (სახელი უცნობია) – 1992 წლის 10 ოქტომბერს დახვრიტეს იური წერეთელთან ერთად.


84. ორიოლი ელენე - 22 წლის, წერეთლის ქ., № 39/2, დახვრიტეს.


85. პაპავა გიორგი - ლენინის ქ., № 21, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


86. პაპავა (გიორგის მეუღლე) - ლენინის ქ., № 21, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს .


87. პისკუნოვი ანდრო სტანისლავის ძე - 20 წლის, ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


88. რეხვიაშვილი ოთარ პეტრეს ძე - 56 წლის, წერეთლის ქ., № 51/3, დახვრიტეს.


89. სავჩენკო-არზუმანიანი ვალენტინა ივანეს ასული - 44 წლის, ლაკობას ქ., № 11, ბ. 77, 1996 წლის მარტის ბოლოს დახვრიტეს.


90. სალუქვაძე ნატო მიტროფანეს ასული - წამებით მოკლეს  ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ.


91. სედუნოვი ვალერი მიხეილის ძე - წერეთლის ქ., 1992 წლის 10 ოქტომბერს დახვრიტეს.


92. სიჭინავა ანზორ ტარიელის ძე - 52 წლის, ლენინის ქ., № 21, დახვრიტეს შვილ დავითთან ერთად.


93. სიჭინავა დავით ანზორის ძე - 23 წლის, ლენინის ქ., № 21, დახვრიტეს მამა ანზორთან ერთად.


94. სიჭინავა სლავა - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


95. უბერი (სახელი უცნობია) - გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს იმის გამო, რომ უარი განაცხადა საკუთარი სახლის დატოვებაზე.


96. უსტიანი ალბერტ აკოპის ძე - 65 წლის, ლენინის ქ., დახვრიტეს ქართველებისთვის გაწეული დახმარებისთვის.


97. ფაილოძე თემურ ტოგოს ძე - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.


98. ფანგანი ანზორ - 37 წლის, 1993 წლის 16 იანვარს მოკლეს.


99. ფანიაშვილი პაატა - 38 წლის, ლენინის ქ., № 24, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.


100. ფარეიშვილი ოლღა პლატონის ასული - 74 წლის, რუსთაველის ქ., № 243, 1994 წლის 10-15 აპრილს დახვრიტეს დუნია ჯობავასთან (კოლხიდიდან) და რუსი ეროვნების უცნობ ქალთან ერთად.

101. ფაცია ენვერ ტოგოს ძე - 1993 წლის 13 ოქტომბერს დახვრიტეს.

102. ფირცხელავა ვერონიკა ანდრიას ასული - 83 წლის, ბესიკის ქ., № 6, წამებით მოკლეს - ავტომობილის დაჯახებით.

103. ფიფია ძაბული - 70 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., დახვრიტეს.

104. ქალდანი მერი - დახვრიტეს საკუთარ სახლში ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ.

105. ქალდანი მურთაზ მუშნის ძე - 32 წლის, ლაკობას ქ., 1992 წლის 9 ოქტომბერს დახვრიდეს და დაწვეს მშობლების სახლში სოფელ ოთხარაში.

106. ქაჯაია ლერი - რკინიგზის ქ., წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს და ფეხბურთი ითამაშეს.

107. ქაჯაია რევაზ ოთარის ძე - ჭანბას ქ., № 30, დახვრიტეს ბიჭვინთაში ვახტანგ დუნდუასთან და ვალერი კოხრეიძესთან ერთად.

108. ქვარაია გოგი - 72 წლის, რუსთაველის ქ., საკუთარ სახლში მოკლეს.

109. ქორქია ბორის - 53 წლის, კოლხიდის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს ალექსანდრე ბარამიას სახლში მისი ოჯახის წევრებთან და სტუმრებთან ერთად.

110. ღონღაძე ფრიდონ - 46 წლის, 1992 წლის 2 ოქტომბეს დახვრიტეს.

111. შარაშენიძე თინათინ ვლადიმერის ასული - ლენინის ქ., № 7, 1994 წლის აგვისტოში დახვრიტეს.

112. შკოტი ილარიონ - 75 წლის, დახვრიტეს.

113. შონია ვახტანგ ნიკოლოზის ძე - 56 წლის, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს სოხუმელი ძმა აბელისთან და ორ ნათესავთან ერთად.

114. შურღაია ჰამლეტ - დახვრიტეს.

115. შუშანია გოვენი - 45 წლის, წერეთლის ქ., № 61/55, დახვრიტეს, გვამი გადააგდეს სანაგვე ყუთში.

116. ჩარკვიანი ნოდარ გრიგოლის ძე - 50 წლის, რუსთაველის ქ., № 245, დახვრიტეს.

117. ჩაჩავა ზაურ შალვას ძე - 56 წლის, წერეთელის ქ., № 59/1, 1992 წლის 20 ოქტომბერს დახვრიტეს.

118. ჩაჩავა ნაზი ვარლამის ასული - 55 წლის, გეგეჭკორის ქ., მე-2 ჩიხი, № 7, 1993 წლის 16 იანვარს  დახვრიტეს საკუთარ სახლში ვაჟის მალხაზ ნადარეიშვილის თვალწინ.

119. ჩაჩიბაია ალექსი - ვაჟა-ფშაველას ქ., № 161, 1992 წლის ოქტომბრში მოკლეს და დაწვეს საკუთარ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად.

120. ჩიტაია ვალერი - 18 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

121. ჩიხლაძე ალიოშა - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.

122. ჩოჩია არჩილ მიტროფანის ძე - წერეთლის ქ., № 49/2, ბ. 9, 1992 წლის ოქტომბერში მოკლეს.

123. ჩხეიძე ნუგზარ შაქროს ძე - 60 წლის, წერეთლის ქ., № 59, 1992 წლის 10 ოქტომბერს  დახვრიტეს სოფელ ლესელიძეში.

124. ჩხეტია ნიკოლოზ - 78 წლის, ჭანბას ქ., დახვრიტეს ოჯახის წევრებთან ლუნა, დავით და თენგიზთან ერთად.

125. ჩხეტია დავით - 47 წლის, ჭანბას ქ., დახვრიტეს ოჯახის წევრებთან ლუნა, ნოკოლოზ და თენგიზთან ერთად.

126. ჩხეტია ლუნა - ჭანბას ქ., დახვრიტეს ოჯახის წევრებთან დავით, ნოკოლოზ და თენგიზთან ერთად.

127. ჩხეტია თენგიზ - 16 წლის, ჭანბას ქ., დახვრიტეს ოჯახის წევრებთან დავით, ლუნა და  ნოკოლოზთან ერთად.

128. ჩხიკვაშვილი არონ - 1992 წლის 3 ნოემბერს დახვრიტეს. გვამზე მოითხოვეს 2 მილიონი რუსული რუბლი, თანხა ბორის არშბას გადაუხადა არონის მამამ და შვილი ისრაელში დაასაფლავა.

129. ცანავა მიხეილ კონდრატეს ძე - 68 წლის, რკინიგზის ქ., № 27, დახვრიტეს ფეხბურთის სტადიონზე.

130. ცეკვავა ანტონ დავითის ძე - 62 წლის, დემერჯიპას ქ., დახვრიტეს.

131. ცეკვავა ვლადიმერ ბორისის ძე - 21 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

132. ცომაია გურამ ალექსანდრეს ძე - 56 წლის, წერეთლის ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს საკუთარ სახლთან.

133. ძაძამია ზურაბ - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.

134. წარია მიხეილ ლევის ძე - 60 წლის, დახვრიტეს.

135. წარია ემზარ - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.

136. წახნაკია დავით - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.

137. წერეთელი იური - 52 წლის, 1992 წლის 10 ოქტომბერს  დახვრიტეს იური ორაგველიძესთან ერთად.

138. წულეისკირი ამბაკო ალექსანდრეს ძე - წერეთლის ქ., № 38, 1994 წლის ნოემბერში დახვრიტეს მეუღლე ლუბა კუცია-წულეისკთან ერთად.

139. წურწუმია ნატო მიტროფანეს ასული - 42 წლის, წერეთლის ქ., № 55/1, ბ. 43, დახვრიტეს მეუღლე ნოდარ წურწუმიასთან და ვლადიმერ კუჭუხიძესთან ერთად.

140. წურწუმია ნოდარ ალექსანდრეს ძე - 46 წლის, წერეთლის ქ., № 55/1, ბ. 43, დახვრიტეს მეუღლე ნატოსთან და ვლადიმერ კუჭუხიძესთან ერთად.

141. ჭანტურია ემანუილ სილოვანის ძე - 56 წლის, წერეთლის ქ., № 3, 1993 წლის 20 მარტს დახვრიტეს.

142. ჭანტურია ცეზარინა - წერეთლის ქ., № 3, 1993 წლის 20 მარტს დახვრიტეს.

143. ჭანტურია ჯემალ - წერეთლის ქ., № 2, 1993 წლის 19 მარტს დახვრიტეს.

144. ჭკადუა ივანე მაცის ძე - კამოს ქ., № 7, დახვრიტეს.

145. ჭოლარია ვახტანგ - ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.

146. ხარატიშვილი გელა ვლადიმერის ძე - წერეთლის ქ., № 6, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

147. ხარატიშვილი ნინა გრიგოლის ასული - წერეთლის ქ., № 6, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

148. ხარზიანი-გულბანი იზოლდა - 1993 წლის 22 მარტს დახვრიტეს.

149. ხეცურიანი ნაზი - დახვრიტეს.

150. ხვედაშვილი ბორის - 60 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

151. ხუბულავა კუკუშა - 60 წლის, დახვრიტეს.

152. ხუნწარია ამირან - 22 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

153. ხუროძე ვარდენ - 75 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

154. ხურცილავა ნიკოლოზ - დახვრიტეს მეუღლე ხიტუშა და ძმა მიხეილთან ერთად.

155. ხურცილავა ხიტუშა - დახვრიტეს მეუღლე ნიკოლოზ და მაზლ მიხეილთან ერთად.

156. ჯაკობია გული ბაგრატის ასული - 56 წლის, წერეთლის ქ., № 9/1, ბ. 38, დახვრიტეს მეუღლე ალექსანდრე მელანიშვილთან ერთად.

157. ჯანაშია ალიმ ერმილეს ძე - 58 წლის, კოსმონავტების ქ., № 6, 1993 წლის 6 მაისს დახვრიტეს  საკუთარ სახლში.

158. ჯანაშია ველოდი - შოლოხოვის ქ., № 22, დახვრეტეს.

159. ჯელია შოთა - ლენინის ქ., 1993 წლის 14 იანვარს დახვრიტეს.

160. ჯიმშელეიშვილი ოთარ შალვას ძე - 63 წლის, დემერჯიპას ქ., № 85, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

161. ჯინჭარაძე მიხეილ ალექსანდრეს ძე - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ქ. გაგრის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

162. ჯობავა ზურაბ - ლენინის ქ., დახვრიტეს ლევან ყიფიანთან ერთად.

163. უცნობი ქალი - ქ. გაგრის ოკუპაციის დღეებში მოკლეს წამებით, ორ ნაწილად დაჭრეს და ქალაქის საავადმყოფოში მიიტანეს დანაწევრებულ სხეულში მოთავსებული შემდეგი წერილით: „როგორც ამ გოგოს სხეულს ვერ შეაერთებთ, ისე ვერ გააერთიანდება საქართველო და აფხაზეთი“.

 


სოფელი ალახაძე


164. აბულაძე გულნარა - ციტრუსების მეურნეობა, 1994 წელს დახვრიტეს საკუთარ ბინაში.

165. აბშილავა შოთა ტარიელის ძე - 35 წლის, 1992 წელს მოკლეს თავის სახლთან.

166. არღვლიანი ჟულერი ვალერიანის ძე - ლენინის ქ., № 11, გაგრის შსს განყოფილების თანამშრომელი. მძევლად აიყვანეს გურამ ხუნწარიასთან ერთად; 1992 წლის 29 აგვისტოს წამებით მოკლეს.

167. ბენიძე ნუცა - 70 წლის, გულიას ქ., № 26, 1994 წლის 8 ივლისს წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს.

168. გაბელია ხვიჩა ქიშვარდის ძე - 30 წლის, ორჯონიკიძის ქ., № 19, 1995 წელს დახვრიტეს.

169. გადელია ვაჟა - 52 წლის, რუსთაველის ქ., № 5, 1992 წელს დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე მანანასთან ერთად.

170. გადელია მანანა - 52 წლის, რუსთაველის ქ., № 5, 1992 წელს დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლე ვაჟასთან ერთად.

171. გავაშელი ანზორ - 52 წლის, რუსთაველის ქ., № 14, დახვრიტეს.

172. დიდიძე ბაჩანა - რუსთაველის ქ., დახვრიტეს.

173. ენუქიძე შალვა ვიკენტის ძე - 51 წლის, რუსთაველის ქ., № 48, 1992 წლის ნოემბერში დახვრიტეს.

174. ზარქუა მურთაზ - 34 წლის, 1993 წელს დახვრიტეს.

175. კაკულია კარლო - 50 წლის, რუსთაველის ქ., № 12, 1992 წელს დახვრიტეს.

176. კალანდია მელიტონ - 70 წლის, დახვრიტეს შვილიშვილ ზურაბ ჩაგუნავასთან ერთად.

177. კვარაცხელია რევაზ გოჯოს ძე - რუსთაველის ქ., 1992 წელს დახვრიტეს ვახტანგ  ხოჯანაშვილთან ერთად..

178. კუჭავა ვლადიმერ - 70 წლის, დახვრიტეს.

179. ლობჟანიძე თინათინ - 68 წლის, პუშკინის ქ., 1992 წლის 28 აგვისტოს მოკლეს საკუთარ სახლში.

180. მაცაბერიძე-შელია ჟუჟუნა პლატონის ასული - 70 წლის, პედაგოგი, რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს ნათესავ ნოდარ ჭელიძესთან ერთად.

181. მიქიაშვილი გიორგი ილიას ძე - 63 წლის, რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბერში მოკლეს საკუთარ სახლთან მეუღლე  მედეასთან ერთად.

182. მიქიაშვილი მედეა - 57 წლის, რუსთაველის ქ., 1992 წლის ოქტომბერში მოკლეს  საკუთარ სახლთან მეუღლე გიორგისთან ერთად.

183. მუშკუდიანი ბახვა ბორისის ძე - 32 წლის, დახვრიტეს.

184. მუშკუდიანი ბადრი - 28 წლის, გულიას ქ., № 1, 1992 წლის სექტემბერში დახვრიტეს.

185. ნალბანდიანი ვაზგენ - შაუმიანის ქ., 1994 წელს სეპარატისტებისა და ოკუპანტების მიერ დაგებულ ნაღმზე აფეთქდა.

186. რიჟიკ ვალენტინა - 45 წლის, დახვრიტეს.

187. როგავა ვენერა - რუსთაველის ქ., № 18, 1992 წელს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე პეტრესთან და მეზობელ მარგო შამუგიასთან ერთად.

188. როგავა პეტრე - 45 წლის, რუსთაველის ქ., № 18, 1992 წელს მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ვენერასთან და მეზობელ მარგო შამუგიასთან ერთად.

189. სიმსივე არჩილ რევაზის ძე - 30 წლის, გულიას ქ., № 22, 1992 წელს მოკლეს საკუთარ სახლში.

190. სიმსივე კორნელი რევაზის ძე - 32 წლის, I ჯგუფის ინვალიდი, გულიას ქ., № 22, 1992 წელს მოკლეს საკუთარ სახლში.

191. ფარცვანია ველოდი - გულიას ქ., 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

192. შამუგია მარგარიტა - 80 წლის, რუსთაველის ქ., № 15, 1992 წელს მოკლეს მეზობლის პეტრე როგავას სახლში.

193. შელია თამარა ნიკოლოზის ასული - 52 წლის, რუსთაველის ქ., № 87, 1996 წლის თებერვალში მოკლეს.

194. ჩაგუნავა ზურაბ - 19 წლის, დახვრიტეს თავის ბაბუასთან - მელიტონ კალანდიასთან ერთად.

195. ჩოჩია დემურ - მეფრინველეობის ფაბრიკა მე-2 განყოფილება, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

196. ჩუხუა გოგი გენდრის - 21 წლის, რუსთაველის ქ., № 18, დახვრიტეს.

197. ძნელაძე ლამარა - გულიას ქ., 1993 წლის აპრილში მოკლეს ბონდო, თინათინ და ირაკლი წულაიების ოჯახში.

198. წულაია ალექსი - 70 წლის, ორჯონიკიძის ქ., № 17, 1993 წელს მოკლეს.

199. წულაია ბონდო კოჩობის ძე - 55 წლის, რუსთაველის ქ., № 91, 1993 წლის აპრილში მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე თინათინ წულაიასთან, ძმა ირაკლისთან და მეზობელ ლამარა ძნელაძესთან  ერთად.

200. წულაია თინათინ - 50 წლის, რუსთაველის ქ., № 91, 1993 წლის აპრილში მოკლეს საკუთარ სახლში მეუღლე ბონდოსთან, ქვისლ ირალისთან და მეზობელ ლამარა ძნელაძესთან ერთად.

201. წურწუმია დემურ ვაჟას ძე - 30  წლის, დახვრიტეს.

202. ჭელიძე ეთერ ილიას ასული - 65 წლის, რუსთაველის ქ., 1993 წლის 25 დეკემბერს საკუთარ სახლში წამებით მოკლეს.

203. ჭელიძე მადონა - 30 წლის, რუსთაველის ქ., მოკლეს საკუთარ სახლში.

204. ჭელიძე ნინა - რუსთაველის ქუჩა, მოიტაცეს, შემდეგ დახვრიტეს.

205. ხარებავა ვარლამ - 85 წლის, პუშკინის ქ., 1993 წლის 28 ივლისს მოკლეს ქალიშვილ მაყვალასთან ერთად.

206. ხარებავა მაყვალა ვარლამის ძე - 55 წლის, პუშკინის ქ., 1993 წლის 28 ივლისს მოკლეს მამა ვარლამთან ხარებავასთან ერთად.

207. ხასია გიგანტი - 73 წლის, 2015 წლის 12 მაისს მოკლეს, რომ მის სახლს დაპატრონებოდნენ.

208. ჯიაძე გიზო - 29 წლის, ციტრუსების მეურნეობა, 1992 წელს დახვრიტეს თავის ბინაში.

209. ჯოჯუა ზურაბ - 56 წლის, გულიას ქ., მოკლეს.

 


სოფელი ბზიფი


210. აბესალაშვილი ნაზი - 1993 წლის 2 აპრილს მოკლეს.

211. აბესალაშვილი კოხთა ვარლამის ძე - 1993 წლის 2 აპრილს დახვრიტეს.

212. აბრამიშვილი გიორგი ალექსის ძე - 40 წლის, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს - ჯერ დაჭრეს, მერე ჭრილობაზე მარილი დააყარეს, ხორცი მოაჭრეს, ფეხსაცმელში ჩაალაგეს და მეუღლეს გაუგზავნეს.

213. აბრამიშვილი სერგო - 45 წლის, დახვრიტეს.

214. ალექსანდროვი მაქსიმე - 63 წლის, იფნარი, ლაკობას ქ., დახვრიტეს საკუთარ სახლში.

215. არღვლიანი ევგენია - 45 წლის, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს დახვრიტეს საკუთარ სახლში ძმა ოთართან ერთად.

216. არღვლიანი ოთარ - 43 წლის, 1993 წლის სექტემბრის ბოლოს დახვრიტეს საკუთარ  სახლში და ევგენიასთან ერთად.

217. აშხარავა გრიგოლ - აფხაზი, მოკლეს ქართველებისადმი თანაგრძნობის გამო.

218. გუგეშაშვილი გრიგოლ თევდორეს ძე - 60 წლის, 1993 წლის 27 ივლისს მოკლეს საკუთარ სახლში.

219. გუგეშაშვილი ოთარ ვალერიანეს ძე - 1993 წლის 27 ივლისს მოკლეს.

220. გუგეშაშვილი თამარ იგორის ასული - 60 წლის, 1993 წლის 27 ივლისს მოკლეს.

221. გუგეშაშვილი თვალია ლუკის ასული - 66 წლის, 1993 წლის 16 ინვარს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

222. გულბანი გიორგი - 22 წლის, 1993 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს.

223. გულბანი ჯოზეფა - წამებით მოკლეს.

224. გულბანი ნაზი ინდიკოს ასული - 60 წლის, 1993 წლის 16 იანვარს დახვრიტეს.

225. დარასელია რომან შოთას ძე - 35 წლის, 1993 წლის 15 იანვარს დახვრიტეს  საკუთარ სახლში მეუღლე როზეტა კუკავასთან ერთად.

226. კვარაცხელია ლიანა - იფნარი, 1993 წლის 18 აგვისტოს დახვრიტეს მეუღლესთან ერთად.

227. კიკვიძე გივი - 55 წლის, 1993 წლის 29-30 ივლისის ღამეს დახვრიტეს ქალიშვილ  თამილასთან ერთად.

228. კიკვიძე თამარ - 12 წლის, 1993 წლის 29-30 ივლისის ღამეს დახვრიტეს მამა გივისთან ერთად.

229. კუცია ფარნაოზ - 35 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

230. კუკავა როზეტა - 35 წლის, 1993 წლის 15 იანვარს დახვრიტეს საკუთარ სახლში მეუღლესთან - რომან დარასელიასთან ერთად.

231. მანაგაძე თენგიზ - 30 წლის, დახვრიტეს.

232. მარგიანი იროდი იოსების ძე - 72 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

233. მუშკუდიანი ოთარ შალვას ძე - დახვრიტეს საკუთარ სახლში.

234. ნადარეიშვილი ნაზი - 62 წლის, 1993 წლის 16 იანვარს დახვრიტეს საკუთარ  სახლში ნაზი გულბანთან ერთად.

235. პაკელიანი ბაცუ ნესტორის ასული - 1993 წლის 28 ივლისს მოკლეს შვილიშვილ ზაზა ტიოშევთან ერთად სოფელ ალახაძეში.

236. პაკელიანი პალიკო - დახვრიტეს სოფელ ალახაძეში.

237. ჟორჟოლიანი გია რევაზის ძე - 27 წლის, 1992 წლის ოქტომბერში მოკლეს სოფელ განთიადში.

238. რატიანი ანზორ კონსტანტინეს ძე - 53 წლის, 1993 წლის თებერვალში დახვრიტეს.

239. სიჭინავა ემზარ - დახვრიტეს მეუღლესთან ერთად.

240. სუბელიანი ზაქრო - 1992 წლის 1 სექტემბერს მოკლეს თამარა ჭელიძესთან ერთად.

241. ტიოშევი ზაზა - 15 წლის, 1993 წლის 28 ივლისს მოკლეს სოფელ ალახაძეში ბებია ბაბუცა პაკელიანთან ერთად.

242. ტყებუჩავა ციური გიორგის ასული - 41 წლის, დახვრიტეს გაგრაში.

243. ფანგანი რევაზ - 1993 წლის თებერვალში დაწვეს საკუთარ სახლში.

244. ქალდანი ამირან - 60 წლის, 1993 წლის 3 ოქტომბერს ქ. გაგრაში დახვრიტეს.

245. ქალდანი მარგარიტა - 60 წლის, 1993 წლის 29-30 ივლისს დახვრიტეს.

246. ქალდანი (სახელი უცნობია) - ბზიფის სასწავლო-საწარმო კომბინატის დირექტორის მოადგილე, დახვრიტეს.

247. ქოჩქიანი გურამ - 1993 წლის თებერვალში დახვრიტეს.

248. ქოჩქიანი ძაძუ - 65 წლის, 1993 წლის 3 ოქტომბერს ქ. გაგრაში დახვრიტეს.

249. ქოჩქიანი მურმან მიხეილის ძე - 30 წლის, 1993 წლის 8 იანვარს დახვრიტეს ძმა - თემურისთან ერთად.

250. ქოჩქიანი თემურ მიხეილის ძე - 27 წლის, 1993 წლის 8 იანვარს დახვრიტეს ძმა - მურმანთან ერთად.

251. ქოჩქიანი რუბენ - 1993 წლის თებერვალში დახვრიტეს.

252. ქოჩქიანი ჩიჩი ალექსანდრეს ძე - 56 წლის, მეგობრობის ქ.,  № 16, 1992 წლის სექტემნბერის ბოლოს დახვრიტეს.

253. შუშანია-წოწორია - აფხაზი, აფხაზებმა მოკლეს, იმისთვის, რომ იყო ქართველის მეუღლე, ხშირად აკითხავდა მეუღლეს და შვილებს თბილისში.

254. ჩაჩბა ემზარ - აფხაზი, აფხაზმა სეპარატისტებმა მოკლეს იმის გამო, რომ უნდოდა შეყვარებული ქართველი გოგონას მარიამ ჩოფლიანის დამარხვა.

255. ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული - 12 წლის, მეგობრობის ქუჩა ქ., № 2, 1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ დახვრიტეს.

256. ჩოფლიანი ნუგზარ - 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს მეუღლესთან ერთად ს. განთიადში.

257. ჩოფლიანი (სახელი უცნობია) - 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს მეუღლე ნუგზარ ჩოფლიანთან ერთად.

258. ჭელიძე თამარ - 1992 წლის 1 სექტემბერს მოკლეს ზაქრო სუბელიანთან ერთად.

259. ხარძიანი ზურაბ - 25 წლის, 1992 წლის 29 დეკემბერს დახვრიტეს ძმა მირზასთან ერთად.

260. ხარძიანი მარგარიტა - 1993 წლის 29-30 ივლისის ღამეს დახვრიტეს.

261. ხარძიანი მირზა - 1992 წლის 29 დეკემბერს დახვრიტეს ძმა ზურაბთან ერთად.

262. ხვიბლიანი ერეკლე - 28 წლის, 1992 წლის 1 სექტემბერს დახვრიტეს.

263. ხვიბლიანი იროდი - 1993 წლის 30 ივლისს დახვრიტეს.

264. ხვიბლიანი თამარ - 1993 წლის 30 ივლისს დახვრიტეს.

265. ხვისტანი გივი (გიუშა) - საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს ნათესავ ხვისტანთან ერთად.

266. ხვისტანი ზურაბ გივის ძე - საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.

267. ხვისტანი იზოლდა - 48 წლის, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

268. ხვისტანი კატუშა - 1993 წლის 29-30 ივლისის ღამეს დახვრიტეს.

269. ხვისტანი მარგარიტა - 60 წლის, 1992 წლის სექტემბრის ბოლოს დახვრიტეს.

270. ხვისტანი მარიამ - დახვრიტეს.

271. ხვისტანი ოთარ - 50 წლის, დახვრიტეს, შემდეგ დაწვეს.

272. ხვისტანი ეთერ - 50 წლის, დახვრიტეს, შემდეგ დაწვეს.

273. ხვისტანი (სახელი უცნობია) - ცოცხლად დაწვეს გივი ხვისტანთან ერთად.

274. ხურცილავა გიორგი - იფნარი, 1993 წლის 18 აგვისტოს დახვრიტეს.

275. ხურცილავა მიხეილ - 60 წლის, პედაგოგი, დახვრიტეს ძმა ნიკოლოზთან და რძალ ხიტუშასთან ერთად.

 


 


დაბა ბიჭვინთა


276. ასანიძე კარლო - 45 წლის, 1992 წლის აგვისტოში დახვრიტეს.

277. ბოხაშვილი ჯემალ - 40 წლის, მოკლეს საკუთარ სახლში.

278. გასვიანი ჯემალ ჯოკიას ძე - 25 წლის, მეფრინველეობის ფაბრიკა, ბზიფის ქ., № 1, 1992 წლის 29 სექტემბერს აიყვანეს მძევლად ძმებ  ჯეირან  და ჯონისთან ერთად, სამივე დახვრიტეს.

279. გასვიანი ჯონი ჯოკიას ძე - 33 წლის, მეფრინველეობის ფაბრიკა, ბზიფის ქ., № 1, 1992 წლის 29 სექტემბერს  აიყვანეს მძევლად ძმებ  ჯემალი  და ჯეირანისთან ერთად, სამივე დახვრიტეს.

280. გასვიანი ჯეირან ჯოკიას ძე - მეფრინველეობის ფაბრიკა, ბზიფის ქ., № 1, 1992 წლის 29 სექტემბერს  აიყვანეს მძევლად ძმებ  ჯემალი  და ჯონისთან ერთად, სამივე დახვრიტეს.

281. გურჩიანი ტარიელ - 34 წლის, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

282. დუნდუა ვახტანგ - 20 წლის, მცხ. ქ. ფოთი, 1992 წლის 26 სექტემბერს გადმოსხეს ბიჭვინთის პორტში სამარშრუტო გემიდან ფოთი-სოჭის რეისიდან ვალერი კოხრეიძესთან და ვინმე უცნობ ქართველთან ერთად. სამივე დახვრიტეს 1993 წლის 24 სექტემბერს.

283. უცნობი ქართველი - 1992 წლის 26 სექტემბერს გადმოსხეს ბიჭვინთის პორტში სამარშრუტო გემიდან ფოთი-სოჭის რეისიდან ვახტანგ დუნდუასთან და ვალერი კოხრეიძესთან ერთად. სამივე დახვრიტეს 1993 წლის 24 სექტემბერს.

284. ებრალიძე ქეთევან - 35 წლის, მეუღლე ვალერი წიკლაურთან ერთად დახვრიტეს.

285. ვიბლიანი ირაკლი - დახვრიტეს.

286. კიკნაძე გივი - 51 წლის, წამებით მოკლეს.

287. კოხრეიძე ვალერი - 1992 წლის 26 სექტემბერს გადმოსხეს ბიჭვინთის პორტში სამარშრუტო გემიდან ფოთი-სოჭის რეისიდან ვახტანგ  დუნდუასთან და ვინმე უცნობი ქართველთან ერთად. სამივე დახვრიტეს 1993 წლის 24 სექტემბერს.

288. ლობჟანიძე ავთანდილ - აგრბას ქ., № 24, 1992 წლის 2 ოქტომბერს ქ. გაგრაში დახვრიტეს.

289. ლობჟანიძე ციური - 45 წლის, 1994 წლის 10 სექტემბერს წამებით მოკლეს ზღვის სანაპიროზე - გააუპატიურეს, მოაჭრეს ორივე მკერდი, დანით 10 ჭრილობა მიაყენეს.

290. ლობჟანიძე ომარ გიორგის ძე - 45 წლის, აგრბას ქ., № 39, ბ. 15, 1992 წლის სექტემბერში დახვრიტეს.

291. მუმლაძე დავით - 50 წლის, დახვრიტეს.

292. ქვლივიძე ცეზარ - დახვრიტეს.

293. შავლაძე დავით - 50 წლის, დახვრიტეს.

294. შარია ზაურ არსენის ძე - 53 წლის, 1993 წელს წამებით მოკლეს - მაცივარში შიშველი ჩააგდეს, ტანზე ამოწვეს ვარსკლავი, მოაჭრეს ყურები, გაიყვანეს ზღვის ნაპირზე და დახვრიტეს.

295. უცნობი (ქართველი) - სოზარ ჩაქსელიანთან ერთად დახვრიტეს, გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.

296. უცნობი (ქართველი) - სოზარ ჩაქსელიანთან ერთად დახვრიტეს, გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.

297. უცნობი (ქართველი) - სოზარ ჩაქსელიანთან ერთად დახვრიტეს, გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.

298. უცნობი (ქართველი) - სოზარ ჩაქსელიანთან ერთად დახვრიტეს, გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.

299. უცნობი (ქართველი) - სოზარ ჩაქსელიანთან ერთად დახვრიტეს, გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.

300. უცნობი (ქართველი) - სოზარ ჩაქსელიანთან ერთად დახვრიტეს, გვამები ინკითის ტბაში გადააგდეს.

301. ჩიკვილაძე ოთარ - 49 წლის, წამებით მოკლეს.

302. ცხვარაძე გუგული - 60 წლის, აგრბას ქ., № 17, 1992 წელს შვილ ნათელასთან ერთად დახვრიტეს.

303. ცხვარაძე ნათელა - 38 წლის, აგრბას ქ., № 17, 1992 წელს დედა გუგულისთან ერთად დახვრიტეს.

304. ძიძიგური მიხეილ ომარის ძე - 37 წლის, აგრბას ქ., № 62ა, 1993 წლის 27 იანვარს წამების შემდეგ დახვრიტეს.

305. წიკლაური ვალერი (ვალიკო) - 40 წლის, დახვრიტეს მეუღლე ქეთევან ებრალიძესთან ერთად.

306. ხაჭაპურიძე ევგენი ზაქარიას ძე - 52 წლის, კიპარისის ხეივანი, წამებით მოკლეს საკუთარ სახლში.

307. ხვადაგიანი შალვა - დახვრიტეს.

 


სოფელი განთიადი


308. არჯევანიძე ვაჟა (რაჟიკო) გიორგის ძე - 51 წლის, 1992 წლის 4 ოქტომბერს დახვრიტეს.

309. ახვლედიანი რევაზ - 42 წლის, 1992 წლის 11 ოქტომბერს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

310. ბანძელაძე დავით - 1992 წლის 9 ოქტომბერს მეუღლე ალექსანდრასთან ერთად რევაზ ახვლედიანის ეზოში დახვრიტეს.

311. ბანძელაძე ალექსანდრა - 1992 წლის 9 ოქტომბერს მეუღლე დავითთან ერთად რევაზ ახვლედიანის ეზოში დახვრიტეს.

312. გერძმავა ვაჟა გადის ძე - 70 წლის, 1992 წლის ოქტომბერში მოკლეს საკუთარ სახლში და დაწვეს.

313. ზურაბიანი რამინ ივანეს ძე - 80 წლის, გორკის ქ., 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში მოკლეს და დაწვეს საკუთარ სახლში.

314. კაკუტია ლევან ნიკოლოზის ძე - მეგობრობის ქ., დახვრიტეს საკუთარ სახლში.

315. კურტანიძე დავით - 45 წელს, კლდიაშვილის ქ., № 8, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს.

316. კუხალაშვილი იაკობ ლავრენტის ძე - ჭავჭავაძის ქ., № 1, დახვრიტეს საკუთარ სახლში და ღორებს მიუგდეს.

317. ლუკავა ბუთხუზ თომას ძე - 47 წლის, ოქტომბრის ქ., ჭავჭავაძის ჩიხი, № 1, 1992 წლის 5 ოქტომბერს დახვრიტეს.

318. ლუკავა თომა შალვას ძე - ოქტომბრის ქ., ჭავჭავაძის ჩიხი, № 1, 1992 წლის 5 ოქტომბერს წამებით მოკლეს -  ცემით.

319. მეფარიშვილი ირაკლი ვარლამის ძე - 57 წლის, ოქტომბრის ქ., 1992 წლის შემოდგომაზე დახვრიტეს, გვამი იპოვეს  მეზობლებმა ხაშუფსის ხევში.

320. მოგელაძე პარმენ - 85 წლის, ჭავჭავაძის ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში წამებით მოკლეს - მოაჭრეს თავი და დაწვეს საკუთარ სახლში.

321. ტაბატაძე რევაზ ბეგლარის ძე - 30 წლის, ოქტომბრის ქ., № 1, 1992 წლის 8 ოქტომბერს დახვრიტეს.

322. უცნობი - 1992 წლის 9 ოქტომბერს  რევაზ ახვლედიანის სახლში დახვრიტეს.

323. უცნობი - 1992 წლის 9 ოქტომბერს რევაზ ახვლედიანის სახლში დახვრიტეს.

324. უცნობი - 1992 წლის 9 ოქტომბერს რევაზ ახვლედიანის სახლში დახვრიტეს.

325. უცნობი - 1992 წლის 9 ოქტომბერს რევაზ ახვლედიანის სახლში დახვრიტეს.

326. წოწორია გერონტი - 67 წლის, ლაკობას ჩიხი, № 1, 1993 წელს დახვრიტეს.

327. ხიზანიშვილი იაკობ ვასილის ძე - გულიას ქ., № 1, 1992 წლის 9 ოქტომბერს დახვრიტეს.

328. ჯიშკარიანი ნოდარ - 61 წლის, ოქტომბრის ქ., 1992 წლის ოქტომბრის დასაწყისში დაწვეს საკუთარ სახლში.

 


სოფელი კოლხიდა


329. აბშილავა ვალიკო - გულიას ქ., 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

330. ადამია ვლადიმერ სევერიანის ძე - 68 წლის, სოხუმის გზატკეცილი, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

331. ადამია გრიგოლ სევერიანის ძე - 65 წლის, სიხარული, დახვრიტეს შვილ იგორთან ერთად.

332. ადამია იგორ გრიგოლის ძე - 16 წლის, სიხარული, დახვრიტეს მამა გრიგოლთან ერთად.

333. აკობია ალექსანდრე სოლომონის ძე - 70 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 4, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

334. ახალაძე ალექსანდრე ვლადიმერის ძე - გულიას ქ., დახვრიტეს.

335. ბაღდავაძე ივანე - 55 წლის, სიხარული, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

336. ბენიძე გურამ - სოხუმის გზატკეცილი, დახვრიტეს.

337. გვარამია ალექსანდრე - 1993 წლის 16 მარტს დახვრიტეს.

338. გვარამია ბუხუტი იასონის ძე - 45 წლის, სიხარული, მოკლეს საკუთარ სახლთან.

339. გვედაშვილი ბორის - 60 წლის, 1992 ოქტომბერში დახვრიტეს.

340. გოგოლაური შოთა - 43 წლის, გულიას ქ., მოკლეს.

341. გუგუშვილი თამაზ იოსების ძე - 35 წლის, სიხარული, დახვრიტეს.

342. გუგუშვილი თამარ - 38 წლის, დახვრიტეს.

343. გუგუშვილი რევაზ - 30 წლის, დახვრიტეს.

344. ზარქუა გივი ბორისის ძე - 45 წლის, სოხუმის გზატკეცილი, დახვრიტეს თავის დისშვილთან უშვერიძე გოგისთან (მამუკა) ერთად.

345. კვარაცხელია ათანასე ალექსანდრეს ძე - 80 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს  დახვრიტეს მეუღლე თამართან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.

346. კვარაცხელია თამარ ლავრენტის ასული - 70 წლის, სიხარული, 1993 წლის 2 მარტს  დახვრიტეს მეუღლე ათანასესთან ერთად და შემდეგ ორივე დაწვეს.

347. კუჭუხიძე ვლადიმერ თადეოზის ძე - 56 წლის, გულიას ქ., 1992 წლის 21 ოქტომბერს ფსოუს გზაზე დახვრიტეს ნათესავებთან ნოდარ წურწუმიასთან და მის მეუღლე ნატოსთან ერთად.

348. კუჭუხუძე ჯვებე - 68 წლის, 1992 წელს დახვრიტეს.

349. ლომიძე ვახტანგ სერგოს ძე - სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის 1 ოქტომბერს დახვტირეს საკუთარ სახლში.

350. მეტრეველი ომარ მიხეილის ძე - 50 წლის, ხილიანის ქუჩა, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

351. მეფარიშვილი რომან - დახვრიტეს წერეწთლის ქუჩაზე.

352. მიქავა ალექსანდრე ვალერიანის ძე - სოხუის გზატკეცილი, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

353. მიქაძე აბესალომ გერონტის ძე - 70 წლის, სოხუმის გზატკეცილი, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - მოაჭრეს ყურები, ცხვირი, დათხარეს თვალბი.

354. მიქაძე ზინაიდა - 70 წლის, აფეთქდა საკუთარ სახლში ბოევიკების მიერ ჩადებულ ნაღმზე.

355. ნოდია ვლადიმერ გიორგის ძე - 59 წლის, დახვრიტეს.

356. სანიკიძე გულადი - 29 წლის, მოკლეს წამებით - დათხარეს თავლები, გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი.

357. სკაზინოვი სერგო - დახვრიტეს.

358. სურგულაძე ანზორ - 56 წლის, სოხუმის გზარკეცილი, № 169, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

359. უშვერიძე გოგი ნესტორის ძე - 16 წლის, წამებით მოკლეს ბიძა ზარქუა გივისთან ერთად.

360. უშვერიძე მამუკა - დახვრიტეს.

361. ფაილოძე ბაბილინა შალვას ასული - 71 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 216, 1992 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს ავტომანქანაში შვილ ვლადიმერთან ერთად.

362. ფაილოძე ვლადიმერ დავითის ძე - 38 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 216, 1992 წლის 2 ოქტომბერს  დახვრიტეს ავტომანქანაში დედა ბაბილინასთან ერთად.

363. ფარულავა ნინა - 73 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 133, დახვრიტეს.

364. ფიფია ნოდარ (ჯაგა) ასტამურის ძე - 42 წლის, სიხარული, 1992 წლის დეკემბერში დახვრიტეს.

365. ფიფია ნიკოლოზ - 15 წლის, ვაჟა-ფშაველას ქ., 1992 წლის დეკემბერში ნაჯახით მოკლეს.

366. ფირცხალავა გია ალექსანდრეს ძე - 27 წლის, გულიას ქ., 1992 წლის 2 ოქტომბერს სასტიკი წამების შემდეგ დახვრიტეს.

367. ქომეთიანი აკაკი გრიგოლის ძე - 62 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 212, წამებით მოკლეს  შვილ ვარლამთან ერთად.

368. ქომეთიანი ვარლამ აკაკის ძე - 40 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 212, წამებით მოკლეს მამა აკაკისთან ერთად.

369. ქოქაძე გივი - დახვრიტეს.

370. შამფრიანი ნოდარ - დახვრიტეს.

371. შენგელია ნოდარ მალაქიას ძე - სიხარული, დახვრიტეს.

372. ჩიხლაძე ბუხუტი - 62 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

373. ჩიხრაძე ვლადიმერ - გულიას ქ., 1992 წელს დახვრიტეს.

374. ჩხეიძე ეთერ - 66 წლის, წამებით მოკლეს.

375. წარია ლეილა სამსონის ასული - 54 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 84, აფეთქდა საკუთარ სახლში სეპარატისტების მიერ ჩადებულ ნაღმზე.

376. წარია ომარ სვიატოსლავის ძე - 58 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 84, 1992 წლის 9 ოქტომბერს დახვრიტეს მდინარე ფსოუს ხიდზე.

377. წარია გიორგი - აწამეს, შემდეგ დაახრჩვეს ტბაში.

378. ჭაბუკიანი შალვა იოსების ძე - სიხარული, დახვრიტეს და დაწვეს საკუთარ სახლში სიდედრი ქსენია და სიმამრი ლავრენტი ხარებავებთან ერთად.

379. ჭანტურია მურმან გრიგორის ძე - 35 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 87, დახვრიტეს ფეხბურთის სტადიონზე.

380. ჭელიძე თამაზ - 27 წლის, დაჭრეს და ცოცხლად დამარხეს ბზიფის იპოდრომთან.

381. ჭიჭინეიშვილი ავთანდილ - 52 წლის, სოხუმის გზატკეცილი, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

382. ჭკადუა ვლადიმერ - სოხუმის გზატკეცილი, დახვრიტეს.

383. ხარგელია გიორგი ვიქტორის ძე - 44 წლის, 1993 წლის 2 ოქტომბერს საკუთარ სახლში  დახვრიტეს.

384. ხარგელია ოთარ - 1993 წლის 2 ოქტომბერს დახვრიტეს.

385. ხარებავა ქსენია - სიხარული, დახვრიტეს მეუღლე ლავრენტისთან და სიძე შალვა ჭაბუკიანთან ერთად, შემდეგ დაწვეს.

386. ხარებავა ლავრენტი - 76 წლის, სიხარული, დახვრიტეს მეუღლე ქსენიასთან და სიძე შალვა ჭაბუკიანთან ერთად, შემდეგ დაწვეს.

387. ხვადაგიანი ანგელინა პეტრეს ასული - 52 წლის, წამებით მოკლეს - მოაჭრეს თავი.

388. ხვადაგიანი ბაბილინა (ჟუტა) გრიგოლის ასული - 64 წლის, მძევლად აიყვანეს და მოკლეს.

389. ხუბულავა ნინა ფარნას ასული - 68 წლის, სოხუმის გზატკეცილი, № 27, დახვრიტეს.

390. ხუნწარია ვალენტინა გიორგის ასული - დახვრიტეს.

391. ჯობავა დუნია ბორისის ასული - 1994 წლის 10-15 აპრილს დახვრიტეს ოლღა ფარეიშვილთან და რუსი ეროვნების ქალბატონთან ერთად.

392. უცნობი (რუსი ეროვნების ქალბატონი) - 1994 წლის 10-15 აპრილს დახვრიტეს ოლღა ფარეიშვილთან და დუნია ჯობავასთან ერთად.

393. ჯოჯუა აივენჰო გრიგოლის ძე - 55 წლის, სიხარული, დახვრიტეს მეუღლე ლიანასთან და ძმა გურამთან ერთად.

394. ჯოჯუა გურამ გრიგორის ძე - სიხარული, დახვრიტეს ძმა აივენჰოსთან და რძალ ლიანასთან ერთად.

395. ჯოჯუა ლიანა ლონგინოზის ასული - 52 წლის, სიხარული, დახვრიტეს მეუღლე აივენჰოსთან და მაზლ გურამთან ერთად.

 


სოფელი ლესელიძე


396. აბრამია პლატონ - 63 წლის, სოციალისტების ქ., სოფლის ოკუპაციის შემდეგ დახვრიტეს.

397. ბაზარაშვილი ალექსანდრე - სალმე, დახვრიტეს.

398. ბეჭვაია იროდი ვიქტორის ძე - სულევო, დახვრიტეს.

399. გაგუა იასონ კონსტანტინეს ძე - სულევო, დახვრიტეს.

400. გუგუჩავა სარდიონ - 60 წლის, საბჭოს ქ.,1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

401. ესართია მურთაზ - 45 წლის, საბჭოს ქ., დახვრიტეს.

402. ესართია ზურაბ (ვაჟიკო) - 42 წლის, საბჭოს ქ., დახვრიტეს.

403. კეკუტია გივი - სალმე, დახვრიტეს.

404. კეკუტია ვიტალი - სალმე, დახვრიტეს.

405. კორთხონჯია ზაურ - 50 წლის, სულევო, წამებით მოკლეს.

406. მაისურაძე ვალერიან - 1992 წლის 6 ოქტომბერს დახვრიტეს.

407. მაჭარაშვილი ვალერიან - სულევო, დახვრიტეს.

408. სამხარაძე ვასილ ილარიონის ძე - 65 წლის, სულევო, სოფელ ლესელიძის № 1 სკოლის პედაგოგი, დიდი სამამულო ომის ვეტერანი, 1992 წელს ოქტომბერში წამებით მოკლეს - თავი მოკვეთეს.

409. სებისკვერაძე შოთა გიორგის ძე - 38 წლის, სულევო, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

410. სვანიძე დემურ გრამიტონის ძე - წალკოტი, 1992 წლის 9 ოქტომბერს ს. განთიადში დახვრიტეს.

411. სვანიძე ალექსანდრე - 60 წლის, წალკოტი, აწამეს და შემდეგ ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში.

412. ფარულავა ანეპო - 65 წლის, სალმე, 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში დახვრიტეს.

413. ფარულავა გიორგი - 60 წლის, საბჭოს ქ., 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში წამებით მოკლეს.

414. ფიფია ალეკო - 55 წლის, სალმე, დახვრიტეს.

415. შუბითიძე თადეოზ ელისბარის ძე - 99 წლის, სულევო, საკუთარ სახლში ცოცხლად დაწვეს.

416. შუბითიძე ვარდენ დავითის ძე - 62 წლის, სულევო, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

417. შუბითიძე ნიკოლოზ - დახვრიტეს სალხინოში.

418. ხელაძე გენადი - 47 წლის, სალმე, 1992 წლის 11 ოქტომბერს ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში მეუღლე ნაზიკოსთან და მეზობლებთან ერთად.

419. ხელაძე ნაზიკო - 45 წლის, სალმე, 1992 წლის 11 ოქტომბერს ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლში მეუღლე გენადისთან და მეზობლებთან ერთად.

420. ხეცურიანი ჯემალ - 49 წლის, წალკოტი, 1992 წლის 9 ოქტომბერს  დახვრიტეს ს. განთიადში  რევაზ ახვლედიანის ეზოში.

421. ხეცურიანი ევგენია - 49 წლის, წალკოტი, 1992 წლის 9 ოქტომბერს  დახვრიტეს ს. განთიადში რევაზ ახვლედიანის ეზოში.

422. უცნობი (გენადი ხელაძეს მეზობელი) - სალმე, 1992 წლის 11 ოქტომბერს ცოცხლად  დაწვეს მეზობლის გენადი ხელაძეს სახლში.

423. ხურციძე მარიამი - 78 წლის, სალმე, დახვრიტეს შვილ შაქროსთან ერთად.

424. ხურციძე შაქრო - 59 წლის, სალმე, დახვრიტეს დედა მარიამთან ერთად.

425. ჯღარკავა ბორისი - 60 წლის, საბჭოს ქ., № 9, 1992 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში დახვრიტეს.

 


სოფელი ლიძავა


426. ბენდიანიშვილი ვერონიკა - 80 წლის, 1993 წლის 2 ივნისს დანით მოკლეს საწოლში მეუღლე ვლადიმერთან ერთად.

427. ბენდიანიშვილი ვლადიმერ - 89 წლის, 1993 წლის 2 ივნისს დანით მოკლეს საწოლში მეუღლე ვერონიკასთან ერთად.

428. ბენდიანიშვილი ვიქტორ გალაქტოინის ძე - 64 წლის, 1992 წლის 3 ოქტომბერს დახვრიტეს.

429. ბენდიანიშვილი თენგიზ - 39 წლის, 1992 წლის სექტემბერში დახვრიტეს და მზიასთან ერთად.

430. ბენდიანიშვილი ლადო - 1992 წლის 4 ოქტომბერს დახვრიტეს.

431. ბენდიანიშვილი მზია - 37 წლის, 1992 წლის სექტემბერში გაუპატიურეს ძმის თენგიზის თვალწინ, აწამეს, შემდეგ ძმასთან ერთად დახვრიტეს.

432. ბენდიანიშვილი მიტუშა - 1993 წლის 3 ოქტომბერს  დახვრიტეს მეუღლე ღაღანასთან ერთად საკუთარ სახლში.

433. ბენდიანიშვილი სოლიკო გრიგოლის ძე - 33 წლის, 1993 წლის თებერვალში დახვრიტეს.

434. ბენდიანიშვილი ღაღანა არტემის ასული - 64 წლის, 1993 წლის 3 ოქტომბერს  დახვრიტეს მეუღლე მიტუშასთან ერთად საკუთარ სახლში.

435. ბენდიანიშვილი ჯავარა - 1992 წლის 4 ოქტომბერს დახვრიტეს.

436. გავაშელიშვილი ბეჟან - 1993 წლის 18 აპრილს დახვრიტეს, აღდგომის დღეს.

437. გამყრელიძე ომარ - 49 წლის, 1993 წლის მარტში დახვრიტეს.

438. გოშაძე გუგული - მოკლეს წამებით.

439. გოშაძე ნაირა - მოკლეს წამებით.

440. დუნდუა დავით - 53 წლის, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს.

441. იაშვილი თემურ - 1992 წლის 3 ოქტომბერს  დახვრიტეს ორ მეზობელთან ერთად.

442. უცნობი - 1992 წლის 3 ოქტომბერს   დახვრიტეს თემურ იაშვილთან და ერთ მეზობელთან ერთად.

443. უცნობი - 1992 წლის 3 ოქტომბერს   დახვრიტეს თემურ იაშვილთან და ერთ მეზობელთან ერთად.

444. ლობჟანიძე მარია (ციური) - 45 წლის, 1994 წლის 10 სექტემბერს წამების შემდეგ გარდაიცვალა.

445. მამასახლისი დავით არჩილის ძე - 33 წლის, 1992 წლის ოქტომბერში წამებით მოკლეს - კბილები დააძვრეს, ძვლები გადაუმტვრიეს.

446. მარგველიანი ბორის გაბრიელის ძე - 1993 წლის 24 მაისს დახვრიტეს.

447. მეტრეველი გიორგი - 28 წლის, 1992 წელს სექტემბერში დახვრიტეს ძმა ოთარისთან ერთად.

448. მეტრეველი ოთარ - 29 წლის, 1992 წელს დახვრიტეს ძმა გიორგისთან ერთად.

449. ნიკოლიშვილი გოჩა რაჟდენის ძე - 25 წლის, 1993 წლის ოქტომბერში წამების შემდეგ დახვრიტეს.

450. რაზმაძე პეტრე ლუარსაბის ძე - 59 წლის, პედაგოგი, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლე ციალასთან ერთად - ორივეს თავი მოკვეთეს, ნათესავებს გვამის დაკრძალვის უფლება არ მისცეს და ღორებს მიუგდეს.

451. რაზმაძე ციალა - 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს მეუღლე პეტრე რაზმაძესთან ერთად.

452. საბანაძე უშანგი ზინობის ძე - 1993 წლის 23 თებერვალს წამებით მოკლეს - გაუტეხეს თავი და დაუმტვრიეს ქვედა კიდურები.

453. ქველიძე ცეზარ - სოფლის ოკუპაციის პერიოდში წამებით მოკლეს.

454. ცერცვაძე ცეზარ - 30 წლის, 1992 წლის სექტემბერში წამებით მოკლეს.

455. ჯოხაძე იზა (ნანული) - წამებით მოკლეს - დათხარეს თვალები, მოაჭრეს მკერდი და შემდეგ დახვრიტეს.

 


სოფელი ხეივანი


456. ასლანიკაშვილი ნოდარ რაფიელის ძე - 59 წლის, რუსთაველი ქ., № 117, 1992 წლის 5 ოქტომბერს მოკლეს.

457. თევზაძე მარო - 75 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

458. კურტანიძე გიორგი - 42 წლის, დახვრიტეს და დაწვეს საკუთარ სახლში.

459. პაჭკორია ალექსანდრე ალექსის ძე - 24 წლის, გულიას ქ., 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს მამა ალექსისთან ერთად.

460. პაჭკორია ალექსეი სევერიანის ძე - 55 წლის, გულუას ქ., 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს  შვილ ალექსანდრესთან ერთად.

461. პიტკო ვლადიმერ გიორგის ძე - 69 წლის,  რუსთაველის ქ., 1995 წლის ნოემბერში წამებით  მოკლეს იმის გამო, რომ სახლი აფხაზზე არ გადააფორმა.

462. უშვერიძე ოთარ - ხეივნის ქ., № 2, პედაგოგი, მოკლეს.

463. შანგინი ნიკოლოზ - 48 წლის, 1992 წელს დახვრიტეს საკუთარ სახლში.

464. ძიძიგური ბოჩია - 60 წლის, შოლოხოვის ქ., № 19, 1992 წელს დახვრიტეს ძმა ჭიჭიკოსთან ერთად და გვამები ღორებს მიუგდეს.

465. ძიძიგური ჭიჭიკო - 62 წლის, შოლოხოვის ქ., № 19, 1992 წელს დახვრიტეს ძმა ბოჩიასთან ერთად  და გვამები ღორებს მიუგდეს.

466. წოწორია ვლადიმერი - 55 წლის, ორჯონიკიძის ქ., 1992 წლის 6 ოქტომბერს დახვრიტეს.

467. ხელაია ნოდარ - 56 წლის, დახვრიტეს საკუთარ სახლში.

468. ხეცურიანი მარო - 61 წლის, 1992 წლის ოქტომბერში დახვრიტეს.

469. ხვინგია კლიმენტი ისაკის ძე - 61 წლის, ხეივნის ქ., 1992 წლის 6 ოქტომბერს დახვრიტეს და დაწვეს.

470. ხომასურიძე ვლადიმერ - 68 წლის, კლდიაშვილის ქ., დახვრიტეს და საკუთარი ეზოს ჭაში ჩააგდეს.

471. ხურცილავა ტარიელ ივლიანეს ძე - 64 წლის, ჭავჭავაძის ქ., 1992 წელს წამებით მოკლეს - თავი მოაჭრეს და ფეხბურთი ითამაშეს.

472. ჯიაძე გურამი - 64 წლის, წალკოტი, 1992 წელს 11 ოქტომბერს  დახვრიტეს ს. განთიადში ძმა ჭიჭიკოსთან და 8 თანასოფლელებთან ერთად რევაზ ახვლედიანის ეზოში.

473. ჯიაძე ჭიჭიკო - 61 წლის, წალკოტი, 1992 წელს 11 ოქტომბერს  დახვრიტეს ს. განთიადში ძმა გურამთან და 8 თანასოფლელებთან ერთად რევაზ ახვლედიანის ეზოში.

474. ჯიქია ხვიჩა (კოჩია) დავითის ძე - 25 წლის, 1992 წლის 20 ოქტომბერს დახვრიტეს.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 15.09.2022
სულ რედაქტირებულია 2





სოფ. დრანდა, გულრიფშის რ-ნი, მებრძოლები, ვეტერანები. გენოციდი

2 0

ბაღდათის მუნიციპალიტეტი მებრძოლები, 1990 წლიდან, მოგვაწოდა მინდია ამირანის ძე კიკნაველიძემ დაბ. 1986 წელს, ბაღდათი

2 0

დღის იუბილარი/ხსენება ნიმუში

1 0


საქართველოს ომები ნიმუში

1 0


+კონდოლი თელავი 148 ნაპოვნი დოკუმენტი 1941-45

1 0


1918-21 წლები 400 დაღუპული მებრძოლის სია პაატა გიგაურისგან

1 0