სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ ნარსავიძე 1993წ. გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. დრანდა  გულრიფში აფხაზეთი ვახტანგ ნარსავიძე 1993წ. გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. დრანდა  გულრიფში აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნარსავიძე სია

გულრიფში გამოჩენილი ადამიანები სრული სია

30       ბეჭდვა

ვახტანგ ნარსავიძე 1993წ. გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. დრანდა გულრიფში აფხაზეთი

ვახტანგ ნარსავიძე ზუსტად 28 წლის წინ, 1993 წლის 15 იანვარს,


აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს, პოეტი ვახტანგ ნარსავიძე გმირულად დაიღუპა. ეს ადამიანი გულრიფშის რაიონში, სადაც ის ერთ–ერთი სკოლის დირექტორად მუშაობდა, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ვახტანგ ნარსავიძის ლექსები აფხაზეთში ყველასათვის საყვარელ ჟურნალ „რიწაში“, პერიოდულობით იბეჭდებოდა ხოლმე. 2003 წელს კი იზა ჯაჭვაძისა და გვანცა კოპლატაძის რედაქტორობით, გამოიცა მისი ლექსების კრებული სახელწოდებით – „მე მთების მკერდში მიღვივის ფესვი“.


ძალიან დაგვამწუხრა ჩვენამდე გვიან მოსულმა, თანაკურსელისა და მეგობრის, მასწავლებლისა და პოეტის, ვახტანგ ნარსავიძის (ფარელი) სიკვდილის ამბავმა.

სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა ძვირფასი და ღირსეული მამულიშვილი.

როცა მისი შვილი საომრად წავიდა, ისიც თან გაჰყვა ბრძოლის ველზე და როდესაც ყოფნა–არყოფნის საბედისწერო ჟამი დადგა, შვილს გადაეფარა და თვითონ დაიღუპა.


დიდსულოვანი კაცი დააკლდა სვანეთს, აფხაზეთს, სრულიად საქართველოს.

გვახსენდება ჩვენი სტუდენტური ექსკურსია–მგზავრობის ერთი საინტერესო მოგონება, როცა ვახტანგი წყნეთის ფიჭვნარების ქვეშ გაშლილ სახელდახელო სუფრასთან ამბობდა: რა ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენს სიცოცხლეს საქართველო შეიწირავს მეგობრებოო.

შენ მამულის თავისუფლებას შეეწირე, ბედნიერი ხარ.....

რას წარმოვიდგენდით მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტები, თუ ასეთი მძიმე და სისხლიანი დრო დაუდგებოდა საქართველოს.

დღეს შენ საქართველოსთვის წამებული ხარ!

დღეს შენ ჩვენი ტკივილი და მწუხარება ხარ!

საუკუნო ხსენება შენს სახელს, ჩვენო მამულდაკარგულო ძმაო!

მეგობრები (გულრიფშის რაიონი,1993 წ.)

ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოლში (კვიტოული), მტერმა ჩვენი 25–კაციანი რაზმი ალყაში მოაქცია. მძაფრი ბრძოლები შვიდი–რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან ნარსავიძე (ვახტანგ ნარსავიძის ვაჟი):

„მამაჩემი იმ დროს მოკლეს, როდესაც ჭრილობას მიმუშავებდა. არაერთი საათი გავუძელით მტრის იერიშებს, მაგრამ ბოლოსკენ ბედმა მაინც გვიმუხთლა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები:

ღმერთო ლევანი და ბიჭები გადამირჩინე!!!

და სულიც დალია......“

იმ დღეს ვახტანგ ნარსავიძესთან ერთად, კიდევ თერთმეტი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულების ცხედრები ოდნავ მოგვიანებით გადმოასვენეს. ისინი აფხაზ ტყვეებში გაცვალეს.

ვახტანგ ნარსავიძე 1993 წლის 5 თებერვალს მშობლიური სოფლის, ჰაპის(დრანდა) მიწას მიაბარეს.

ქართველი

მტრისკენ გულდაგულ წამწევი,

მაგრამ არასდროს მკაცრი...

მოყვრისთვის გულის დამწველი

აი, ქართველი კაცი!

უხმლოზე ხმის არ დამკვრელი

ხმლის ამოღებას გაცლის,

ათას მომხვდურთან ნაომარს

ჯერ არ გასცლია ქანცი...

მუდამ ჰქონია სავალი –

ეკალ–ბარდი და ქაცვი...

ერთი აქვს მხოლოდ სამშობლო,

მას სამოთხეზეც არ ცვლის...

სტუმრისთვის კვართის დამთმობი

თავისთვის ქატოს გაცრის...

უჭირდეს, ცეცხლში იწვოდეს,

სულს არ მიჰყიდის მაცილს.

მტრისკენ გულდაგულ წამწევი,

მაგრამ არასდროს მკაცრი...

მოყვრისთვის გულის დამწველი

აი, ქართველი კაცი! 

წყარო ლაშა სირანაშვილი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 15.01.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0