სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10673

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვახტანგ  ნარსავიძე 1937-93წწ. გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი ვახტანგ  ნარსავიძე 1937-93წწ. გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი

1937-1993 წწ. გარდ. 56 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ნარსავიძე სია

მესტია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ვახტანგ ნარსავიძე 1937-93წწ. გარდ. სოფ. კვიტოული ოჩამჩირე დაბ. სოფ. ფარი მესტია სვანეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-7 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"


ვახტანგ  ქემუზას  ძე   ნარსავიძე  დაიბადა  1937  წლის  9  მაისს  მესტიის  რაიონის  სოფელ  ფარში.


დაამთავრა  დრანდის  საშუალო  სკოლა,შემდეგ  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტი(ფილოლოგიის  ფაკულტეტი). ომის  დაწყებამდე  მუშაობდა  გულრიფშის  რაიონში, სოფელ  ამტყელის საშუალო  სკოლის  დირექტორად.

    ვახტანგ  ნარსავიძე  1992  წლის  6  ნოემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  შეიარაღებული  ძალების  მერხეულის  მე-7  ბატალიონის  მე-2  მექანიზირებული  ასეულის, მე-3  ოცეულში მსროლელად. აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  ჩატარებულ  საბრძოლო  ოპერაციებში  გუმისთის,ტამიშის,კვიტოულის  ფრონტებზე.

  1993 წლის   15 იანვარს ,სოფელ  კვიტოულთან  მიმდინარე  სამკვდრო-სასიცოცხლო  ორთაბრძოლების  დროს  ვახტანგ  ნარსავიძე  გმირულად  დაიღუპა. 


ზუსტად 28 წლის წინ, 1993 წლის 15 იანვარს, აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დროს, პოეტი ვახტანგ ნარსავიძე გმირულად დაიღუპა. ეს ადამიანი გულრიფშის რაიონში, სადაც ის ერთ–ერთი სკოლის დირექტორად მუშაობდა, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობდა. ვახტანგ ნარსავიძის ლექსები აფხაზეთში ყველასათვის საყვარელ ჟურნალ „რიწაში“, პერიოდულობით იბეჭდებოდა ხოლმე. 2003 წელს კი იზა ჯაჭვაძისა და გვანცა კოპლატაძის რედაქტორობით, გამოიცა მისი ლექსების კრებული სახელწოდებით – „მე მთების მკერდში მიღვივის ფესვი“.

ძალიან დაგვამწუხრა ჩვენამდე გვიან მოსულმა, თანაკურსელისა და მეგობრის, მასწავლებლისა და პოეტის, ვახტანგ ნარსავიძის (ფარელი) სიკვდილის ამბავმა.

სამშობლოს ერთიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლას შეეწირა ძვირფასი და ღირსეული მამულიშვილი.

როცა მისი შვილი საომრად წავიდა, ისიც თან გაჰყვა ბრძოლის ველზე და როდესაც ყოფნა–არყოფნის საბედისწერო ჟამი დადგა, შვილს გადაეფარა და თვითონ დაიღუპა.

დიდსულოვანი კაცი დააკლდა სვანეთს, აფხაზეთს, სრულიად საქართველოს.

გვახსენდება ჩვენი სტუდენტური ექსკურსია–მგზავრობის ერთი საინტერესო მოგონება, როცა ვახტანგი წყნეთის ფიჭვნარების ქვეშ გაშლილ სახელდახელო სუფრასთან ამბობდა: რა ბედნიერები ვიქნებით, თუ ჩვენს სიცოცხლეს საქართველო შეიწირავს მეგობრებოო.

შენ მამულის თავისუფლებას შეეწირე, ბედნიერი ხარ.....

რას წარმოვიდგენდით მაშინ უნივერსიტეტის სტუდენტები, თუ ასეთი მძიმე და სისხლიანი დრო დაუდგებოდა საქართველოს.

დღეს შენ საქართველოსთვის წამებული ხარ!

დღეს შენ ჩვენი ტკივილი და მწუხარება ხარ!

საუკუნო ხსენება შენს სახელს, ჩვენო მამულდაკარგულო ძმაო!

მეგობრები (გულრიფშის რაიონი,1993 წ.)

ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოლში (კვიტოული), მტერმა ჩვენი 25–კაციანი რაზმი ალყაში მოაქცია. მძაფრი ბრძოლები შვიდი–რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ლევან ნარსავიძე (ვახტანგ ნარსავიძის ვაჟი):

„მამაჩემი იმ დროს მოკლეს, როდესაც ჭრილობას მიმუშავებდა. არაერთი საათი გავუძელით მტრის იერიშებს, მაგრამ ბოლოსკენ ბედმა მაინც გვიმუხთლა. არასოდეს არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები:

ღმერთო ლევანი და ბიჭები გადამირჩინე!!!

და სულიც დალია......“

იმ დღეს ვახტანგ ნარსავიძესთან ერთად, კიდევ თერთმეტი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულების ცხედრები ოდნავ მოგვიანებით გადმოასვენეს. ისინი აფხაზ ტყვეებში გაცვალეს.

ვახტანგ ნარსავიძე 1993 წლის 5 თებერვალს მშობლიური სოფლის, ჰაპის(დრანდა) მიწას მიაბარეს.

ქართველი

მტრისკენ გულდაგულ წამწევი,

მაგრამ არასდროს მკაცრი...

მოყვრისთვის გულის დამწველი

აი, ქართველი კაცი!

უხმლოზე ხმის არ დამკვრელი

ხმლის ამოღებას გაცლის,

ათას მომხვდურთან ნაომარს

ჯერ არ გასცლია ქანცი...

მუდამ ჰქონია სავალი –

ეკალ–ბარდი და ქაცვი...

ერთი აქვს მხოლოდ სამშობლო,

მას სამოთხეზეც არ ცვლის...

სტუმრისთვის კვართის დამთმობი

თავისთვის ქატოს გაცრის...

უჭირდეს, ცეცხლში იწვოდეს,

სულს არ მიჰყიდის მაცილს.

მტრისკენ გულდაგულ წამწევი,

მაგრამ არასდროს მკაცრი...

მოყვრისთვის გულის დამწველი

აი, ქართველი კაცი! 

წყარო ლაშა სირანაშვილი

ავტორი ნუგზარ ქებურია 

1993 წლის ცივი იანვარი იდგა. დაზვერვის ცნობით, ოკუპანტებმა ოჩამჩირის რაიონის რამდენიმე სოფელი ალყაში მოაქციეს. ერთი ყველაზე დაუნდობელი და საშიში ჯგუფი კუტოლში, აფხაზური მხარის ბოევიკების ხელშეწყობით სოფლის  ტერიტორიაზე იყო გამაგრებული და ნელ-ნელა ალყაში აქცევდა მას.

               ქართველებმა ერთი შეტევა  ყოველი  მხრიდან გააფთრებით შეუტიეს კუტოლის პოზიციებს, სადაც რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაქირავებული ბოევიკები იყვნენ განლაგებული.

        მამა-შვილი ნარსავიძეების ჯგუფი თავიდანვე აქტიურად ჩაება საბრძოლო მოქმედებებში და მოწინააღმდეგეს სწრაფად წინ სვლის საშუალებას არ აძლევდა. სოფლის შესასვლელთან ჯგუფმა რამდენიმე საათით შეაყოვნა მტრის ძალები, რამაც სხვა დანაყოფებს საომრად მომზადების საშუალება მისცა. ლევან ნარსავიძის დაჭრის დროს კი ორმა მეტყვიამფრქვევემ ოკუპანტების მიმართულებით  მიუშვეს ჯერი და თავის აწევის საშუალება არ მისცეს, მანამ, სანამ ვახტანგ ნარსავიძე შვილს ჭრილობას უმუშავებდა.

      17 წლის გულრიფშელი მებრძოლი ლევან ნარსავიძე საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონში. თითქმის ყველა საბრძოლო მოქმედების დროს, აქტიურ მონაწილეობას იღებდა საკუთარი მიწა-წყლის დაცვაში. როცა ლევანი საომრად წავიდა, მამაც თან გაჰყვა ბრძოლის ველზე. მხიარული და გულღია ბიჭისგან განსხვავებით, უფროსი ნარსავიძე მეტად სერიოზული, დინჯი, განათლებული და სიტყვამახვილი ადამიანი იყო. იგი გულრიფშის რაიონში სოფელ ამტყელის სკოლის დირექტორად მუშაობდა, ასევე  მისი ლექსები აფხაზეთში ყველასათვის საყვარელ ჟურნალ „რიწაში“, პერიოდულობით იბეჭდებოდა. მასწავლებელს და უნიჭიერს პოეტს საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა მიღებული, მაგრამ შვილთან ერთად იბრძოდა, სამშობლოსა და  შვილის დაცვას ცდილობდა, რომელიც 17 წლის უკვე ებრძოდა რუს ოკუპანტებს.

          ქართველთა სიძულვილით დაგეშილი, რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ დაქირავებული კონფედერანტები და  აფხაზური მხარის შეიარაღებული ჯგუფები გაშმაგებული გადარბოდნენ  ქუჩიდან ქჩაზე, ხეებსა და ბუჩქებს ეფარებოდნენ, ნელ-ნელა უმატებდნენ სროლას, ბოლოს ველური ყვირილით გადმოვიდნენ შეტევაზე... მაგრამ ალყაში მოქცეული ქართველი მებრძოლების ცოცხლად აყვანა, არც თუ ისე ადვილი იყო, რადგან შინაგანი ჯარის სოხუმის ბატალიონის 25 კაციანი ჯგუფი

  შეიარაღებული იყო ძირითადად ავტომატებით,  ხელყუმბარებით, ორი ტყვიამფქვევით შვიდი მუხა და ერთი ყუმბარმტყორცნით. მაგრამ ტყის  სიმწვანეში გამოუცდელი მებრძოლების მხედველობა ძალიან ცუდად მუშაობს და ამიტომ, ხშირად, ჩვენი მოხალისეთა ჯგუფის მებრძოლები უმისამართოდ ისროდნენ.

            ლევან ნარსავიძის თქმით, მტერმა მათი 25–კაციანი რაზმი ალყაში მოაქცია,  მძაფრი ბრძოლები რამდენიმე საათს მიმდინარეობდა, მაგრამ ბოლოს ბედმა მაინც უმუხთლათ...

        - ყველაფერი კარგად იქნება ლევანიკო, შვილო, მაგრად იყავი! - ამშვიდებდა ბიჭს ვახტანგ ნარსავიძე

 და ნერვიულად ადევნებდა თვალს ბრძოლის ველს, სადაც  მტრის ბოევიკები ახლო მანძილიდან უმოწყალოდ ცხრილავდნენ ქართველ მებრძოლთა  ვაჟკაცურ სხეულებს, რომლებიც ერთიმეორის მიყოლებით ეცემოდნენ მიწაზე.

         წაქცეულ  ხესთან აფხაზური მხარის ბოევიკთა ჯგუფის უფროსი, შუახნის ლოყებღაჟღაჟა ოფიცერი დევნილი ნადირივით აცეცებდა თვალებს აქეთ- იქეთ, მის გვერდით ტამიშელი აფხაზები იდგნენ. მოშორებით ორი ჩრდილო კავკასიელი მებრძოლი მოუსვენრობდა. ჭურვისგან წაქცეული ფიჭვის ხის თავზე აფხაზური ჯგუფის კიდევ რამდენიმე მეომარი იდგა.

          - რა ხდება, აქ!.. - მისვლისთანავე ჰკითხა რუსმა ოფიცერმა  აფხაზური მხარის დაჯგუფების მეთაურს, ლოყებღაჟღაჟა მაიორს.

 - შეტაკების დროს რამდენიმე ქართველი ბარბაროსი  ტყვედ ავიყვანეთ.....

  - დახვრიტეთ!.. ყველა!.. ახლავე!.. 

 ამის თქმა და ქართველ მებრძოლთა მიმართულებით ტყვიების წვიმა წამოვიდა.


         ლევან ნარსავიძის თქმით, მამაჩემი იმ დროს მოკლეს, როდესაც ჭრილობას მიმუშავებდაო. „ არასოდეს არ დამავიწყდება მისი ბოლო სიტყვები:

- ღმერთო ლევანი და ბიჭები გადამირჩინე! მთელი სხეულით გადამეფარა და სულიც დალია...“

         ცოცხლად გადარჩენილ ქართველ მებრძოლთა თქმით,   ვახტანგ ნარსავიძესთან ერთად კიდევ თერთმეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპულების ცხედრები ოდნავ მოგვიანებით გადმოასვენეს. ისინი აფხაზ ტყვეებში გაცვალეს.

ვახტანგ ნარსავიძე 1993 წლის 5 თებერვალს მშობლიური სოფლის - ფშაფის (დრანდა) მიწას მიაბარეს. მისი შვილი ლევან ნარსავიძე გადარჩა. ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს  და ხშირად ჩამოდის საქართველოში.

პატარა ლევან ნარსავიძეა, დიდი რაჯი ჭკადუა.

ლევანი ამჟამად ცხოვრობს პოლონეთში, რაჯი ფოთში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.06.2021
ბოლო რედაქტირება 08.06.2022
სულ რედაქტირებულია 2





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0