ლევან გვარამია, ლევანი 1993 წლის 16 მარტს დაიღუპა ზეგანის მთაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს.
სიკვდილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 31 მაისის ბრძანებულებით დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ (მედლის N00572).
ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა
ლევან შაქროს ძე გვარამია ჩარიცხული იყო ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის
დაცვის ასეულის (შემდგომში 23-ე ბრიგადის სამთო-მსროლელი ასეული
„სკორპიონი“) პირად შემადგენლობაში (ბრძ. N6, 1 ოქტომბერი 1992 წ.). ლ.
გვარამია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციაში,
რომელსაც აწარმოებდა ასეული. მეთაურის ბრძანებებსა და მითითებებს ასრულებდა
პირნათლად. თანამებრძოლებს შორის სარგებლობა კარგი ავტორიტეტით. ლევან
შაქროს ძე გვარამია 1993 წლის 16 მარტს დაიღუპა ზეგანის მთაზე მიმდინარე
საომარი მოქმედებების დროს. დასაფლავებულია ქ. სოხუმში ლეჩკოფის სასაფლაოზე.
სიკვდილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 31 მაისის
ბრძანებულებით დაჯილდოვებულია მედლით „მხედრული მამაცობისათვის“
(მედლის N00572).