სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
აფხაზეთი 1992-93წწ. გაზეთი ჯიხა 8-13 ნომერი ლაშა სირანაშვილი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

14       ბეჭდვა

აფხაზეთი 1992-93წწ. გაზეთი ჯიხა 8-13 ნომერი ლაშა სირანაშვილი

აფხაზეთი 1992-93წწ. გაზეთი ჯიხა 8-13 ნომერი ტექსტი აკრიფა ლაშა სირანაშვილმა  (მთავარ ფოტოზე)

გაზეთი ჯიხა ს ლინკი იხ მეტი http://dspace.nplg.gov.ge/simple-search?query=%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%AE%E1%83%90

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23–ე მექანიზებული ბრიგადის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი ჯიხა გამოდიოდა 1993 წელს სოხუმში. რედაქტორი: იპოლიტე ხუბუა.

16 მარტს დილაუთენია ვეწვიეთ სამხედრო ჰოსპიტალს. გუმისთის ზონიდან დაჭრილები შემოჰყავდათ. ექიმებისა და მედდების გულმოდგინების წყალობით ისინი უსაფრთხო პირობებში იყვნენ. სანიტარული მატარებლის მედდები დახმარებას ითხოვდნენ.

ჰოსპიტლის უფროსი, ახალგაზრდა ექიმი ელგუჯა ადამია ძალზე დაკავებული იყო, მაგრამ უყურადღებოდ არ დავუტოვებივართ, გამაცნო ჰოსპიტლის საერთო მდგომარეობა და თქვა: ჩვენთან ტრანსპორტირებულ მდგომარეობაში შემოჰყავთ ჯარისკაცები, ვუწევთ ყველა სახის ქირურგიულ დახმარებას, ვახდენთ მათ ევაკუვაციას ეტაპობრივად. იგი სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ თლიანად სამხედრო დანიშნულების მედპორსონალითაა დაკომპლექტებული. ყველა ექიმი ყაზარმულ მდგომარეობაშია. სამი თვეა, არცერთი სპეციალისტი აქედან არ გასულა.

ექსტრემალური სიტუაციისათვის, – განაგრძო მან, – ჩვენი ექიმები მზად არიან. მათ სამხერო კვალიფიციური შემოწმება გაიარეს თბილისიდან ჩამოსული სპეციალური კომისიის წინაშე, რომელმაც ჩათვალა, რომ ეს კოლექტივი სრულ კვალიფიციურ მზადყოფნაშია. ჰოსპიტალში აჟამად  მსახურობენ გაგრის საავადმყოფოებიდან, რესპუბლიკრი საავადმყოფოსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებიდან გადმოყვანილი ქირურგები. კოლექტივი მთელი დატვირთვით მუშაობს, – უკვე 500–მდე ჯარისკაცს მოვემსახურეთ.

დაჭრილი მეომრები ეს–ესაა პალატებში გაანაწილეს...სოხუმის მეორე ბატალიონის მებრძოლი კახა ჩხეტიანი 20 წლისაა, სოფელ განახლებიდან, 16 მარტს საჰაერო თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა...აი, რა გვიამბო მან: – ღამით, დაახლოებით პირველის ნახევარზე პოზიციებზე გადავნაწილდით....გამოჩნდა „სუ 25“ ტიპის ბომბდამშენი, ნათურები ისროლა, მერე ყუმბარები დაგვიშინა. სახლი, სადაც ორიოდე წუთის წინ ვიყავით, აფეთქდა. სამწუხაროდ პირველსავე დამომბვას მოვყევი, დაახლოებით შვიდ მეტრსი ყუმბარა დაეცა, მე აზრი დავკარგე, როცა გონს მოვედი, უკვე ტანკით მივყავდით ბრძოლის ველიდან, მერე რა მოხდა არ ვიცი.

შუქურიდან რიგით მეომარს, ვახტანგ ქორჩილავას მჭიმე ჭრილობა აქვს მარჯვენა თვალის არეში: – დილით 5 საათზე ისევ განხორციელდა მორიგი საჰაერო თავდასხმა. მაშინ დავიჭერი.... – თქვა მან. საუბრის გაგრძელა არ შეეძლო, თავზე ახალგაზრდა მეუღლე ადგა – ვეტა და ვახტანგი ახალდაქორწინებულნი ყოფილან. ომის ყველას მიმართ თანაბრად შეუბრალებელია, მაგრამ მადლობა ღმერთს, მათ ბედნიერებას საფრთხე არ ემუქრება.

აქვე გავესაუბრეთ მეორე შუქურელ ახალგაზრდას ერთიანად გაფითრებულ, მარცხენა თეძოში მძიმე ჭრილობა მიღებულ ელგუჯა ჩილაჩავას, ისიც ამ დილით მოიყვანეს ჰოსპიტალში. ესღა მითხრა: „ორი–სამი თვითფრინავი მთელი ღამის განმავლობაში ერთდროულად ბომბავდაო ქართულ პოზიციებს გუმისთაზე, ახალი დასახლების მიმდებარე უბნებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიას...“ – იგი საოპერაციოში გაიყვანეს.

პალატაში შავნაბადას ბატალიონის მეომარი, თბილისელი ტარიელ ადეიშვილი დარჩა. ჯარისკაცი, რომელმაც ლაბრის განთავისუფლების დროს მიიღო ჭრილობა ჭურვის ნამსხვრევებისაგან. თბილისში უნდა გავეგზავნეთ, მაგრამ არ წავედი, მინდა ისევ წინა ხაზს დავუბრუნდე. ჩემი სამშობლო საფრთხეშია, აფხაზეთის ქართველობას თანადგომა სჭირდება. მე ვფიქრობ, მოხალისეებს და ადგლობრივ მოსახლეობას უნდა დაურიგონ იარაღი, ამ მიწას მხოლოდ ისინი დაიცავენ...

ერთ–ერთ მეომარს ნაჭრილობევი გაეხსნა, სისხლდენა არ ჩერდებოდა. ექიმი გამოიძახეს....ჩემი ადგილი პალატაში არ რჩებოდა.

ვბრუნდები ჰოსპიტლის უფროსის კაბინეტში. ვუზიარებ პალატებში მიღებულ შთაბეჭდილებას და ვეკითხები: – ბატონო უფროსო, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ელოდება? – არავითარ შემთხვევაში....ისინი უკვე სრულიად საიმედო პირთა ხელშია! – იმდენად დამაჯერებლად ჟღერს ელგუჯა ადამიას სიტყვები, რომ გულისტკივილთან ერთად სულიერი სიმშვიდე მეუფლება; მე მისი მჯერა!


ნონალი კვარაცხელია 

უბნის ბიჭები

უკვე ღამესა და სამარისებულ სიჩუმეს დაუსადგურებია ხეობაში (ცუგუროვკა). მდინარე გუმისთის გაღმიდან დროგამოშვებით სნაიპერის ნასროლი ტყვია გადაუსტვენს სანგარს, შორიახლო ჭურვი გასკდება. ისევ გამძაფრებული სიჩუმე გამეფდება. ვითომ არაფერი, ასე უნდა მოხდეს. ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.

არც ისე დიდი ხნის წინათ, მოსაღამოვდებოდა თუ არა, ხეობიდან მოისმოდა ბავშვების ჟრიამული, მერე მგალობელი ფინველებისა და მამლების ალიანსი, რაც ნაფაჯარ ადამიანს დაღლილობას დაავიწყებდა. ახლა პირიქით, დროგამოშვებით, მაგრამ შიშისმომგვრელად გაჰკივის ბუ და ჭოტი ხეობას, სადაც სიკვდილის აჩრდილი დაიარება. ერთი უბნის ბიჭებზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ისინი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ახალგაზრდები არიან. საკუთარი მიზანი და ცხოვრებისეული გზა აქვთ გავლილი და გასავლელი, მაგრამ ომია, ძმათამკვლელი ომი და ამ ვითარებამ ააღებინა თითოეულს იარაღი. აი, ისინიც: ძმები ჯემალ და გია სვანიძეები, ბიძაშვილები ბადრი და ამირან სადიძეები, ბაჩუკი გერლიანი, გია მაისაია, ვახტანგ მიქავა, ზურაბ ციკოლია და ხვები. ისინი ყოველთვის მზად არიან, სხვათა მხარდამხარ, შეებრძოლონ მომხვდურთ; ამ მიწაზე დაიცვან ერთიანი საქართველო.

დაღვრემილია თითოეულის სახე, რადგან ბევრი გუშინდელი ნაცნობი, ამხანაგი თუ ძმადნაფიცი დღეს მომხვდურია და მოსისხლე მტერი. ამიტომ ბიჭებმა ომის პირველივე დღეებიდანვე დათქვეს: სიკვდილი ან გამარჯვება! მე კი ასე დავძენდი უბნის ბიჭებს: სიკვდილი ღმერთმა გაშოროთ ბიჭებო, ხოლო გამარჯვება ყოველ გზაზე თქვენი მეგზური ყოფილიყოს.

ბევრი დივერსიული გამოხდომა მოიგერიეს ბიჭებმა, ბევრი შემოტევა შეაჩერეს და მტერი უკუაქციეს. ასე მოხდა 16 მარტსაც – არ მისცეს საშუალება ბოევიკებს შემოსულიყვნენ სოფელში. მომავალშიც ერთმანეთის გვერდიგვერდ დამდგარიყავით, ჩვენო სანაქებო ბიჭებო და დაგეცვათ ერთიანი საქართველო.

ბორის ბესელია

ხელს ითბობენ ძმათამკვლელ ომში

სარწმუნო წყაროებიდან ცნობილია, რომ უკრაინელი პავლე ალექსანდრეს ძე ლეშჩუკი დაიბადა 1950 წელს ბაშკირეთში. 1974 წელს დაამთავრა როსტოვის არტილერიის მთავარი მარშლის მ. ი. ნედელინის სახელობის უმაღლესი სამეთაურო სამხედრო სასწავლებელი სამხედრო ინჟინერ–ელექტრიკოსის სპეციალობით. საბჭოთა არმიაში იმსახურა 4 წელი და ავადმყოფობის გამო დაითხოვეს. 1981 წელს მოხვდა სოხუმში აფხაზეთის ასსრ შინაგან საქმეთა სამინისტროში სამოქალაქო თავდაცვით განყოფილებაში უფროსი ინპექტორის თანამდებობაზე. შემდეგ იყო ავტონომიური რესპუბლიკის  შინაგან საქმეთა სამინისტროში კავშირგაბმულობის უფროს ინჟინრად. 1990 წლიდან (ჩაწერილია) ცხოვრობს გუდაუთაში და იღწვის „აფხაზურ გვარდიაში“ აფხაზი სეპარატისტების მთავარ მომმარაგებლად ტყვია–წამლით და საჭურვლით. მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის არმიის მაღალ მოხელეებთან. მას ხშირად ნახავთ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მისაღებში, ანდა ლენინის გორაზე სამხედრო–საუწყებო სასტუმროში, სადაც არის ვლადისლავ არძინბას რეზიდენცია. ვ. არძინბამ ა. ლეშჩუკს აფხაზთა წინაშე „განსაკუთრებული“ დამსახურებისათვის მიანიჭა გენერალ–მაიორის სამხედრო წოდება და დანიშნა ფრონტის სარდლად. მაგრამ შეცდა – ლეშჩუკს უყვარს ფული, არის სამხედრო მომარაგების ბიზნესმენი და ფრონტზე შუბლში ტყვიის მოხვედრა არ შედის მის გეგმებში.

ასე რომ, ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ სად შემუშავდა ა/ წ/ მარტში სოხუმის აღების გეგმა. რუსეთის ჯარის, ცხადია, სარდლობის ძალების, არამარტო აფხაზეთში დისლოცირებულის მონაწილეობით.

გუდაუთელ სამხედრო „სპეციალისტთა“  გეგმით, ვარაუდით, სოხუმის დამცველი 23–ე მექანიზებული ქართული ბრიგადა, ძლიერი შეტევის შემდეგ, როგორც ეს გაგრაში მოხდა, აირევა და რუსი ჯარების მხარდაჭერით, მივაყენებთ დამანგრეველ დარტყმას და......

სამხედრო იარაღით მომარგების საქმეში ლეშჩუკს ყავს კომპანიონები რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროში გამყოფილების გამგის – გენერალ–მაიორ ა. მ. ჩულკოვის სახით, რომელიც წინათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობდა. მის დროს ლეშჩუკი აფხაზეთის შინაგან საქმთა სამინისტროში მუშაობდა კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსად. ცნობილია, რომ ჩულკოვი „დაეხმარა“ ლეშჩუკს აფხაზთა 3 ათასამდე ბოევიკის ჩაცმა–დახურვაში.

ალბათ, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები, მას შემდეგ, რაც მიიღებენ სისხლის სამართლის კანონს ეთნოკომფლიქტში მონაწილე დაქირავებულთა დამქირავებლის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სესახებ, დაინტერესდებიან მოსკოვის კოოპერატივის „კავკაზის“ საქმიანობის სესახებ, რომლის ფუნქციაა კომერციული სტრუქტურებიო. მხარი დაუჭიროს, „დაეხმაროს“ აფხაზ სეპარატისტებს. ამ უკანასკნელი კომეციული სტრუქტურის მიერ ბოლო დროს გამოიგზავნა ცეცხლსასროლი იარაღისათვის 1,5 მილიონი საბრძოლო ვაზნა.


უკვე დროა.....

ომი გრძელდება აფხაზეთში. ომი, რომელმაც ბევრ ოჯახს მოუტანა უბედურება ფრონტის ორივა მხარეს. ომი გრძელდება მისთვის დამახასიათებელი დაუწერელი კანონებით: ეს არის მოროდიორობა, ოჯახების აწიოკეა, ქუჩაში ყაჩაღობა და ა. შ. ამას აკეთებენ ხშირ შემთხვევაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული ახალგაზრდები, რომელთა მოვალეობა სხვა რამაა. რა თქმა უნდა, ისინი ერთეულები არიან, მაგრამ სახელს უტეხენ ათეულებსა და ასეულებს. იმ ერთეულებმა ჯერ კიდევ ვერ გაიგეს, რომ ომი ყველასათვის უბედუებაა და ცეცხლზე ნავთის დასხმა დამღუპველია ერისათვის და მითუმეტეს მშვიდობიანი მოსახლეობიათვის.

ჩვენ ყველას ბევრჯერ გვინახავს ატირებული ქალი თუ კაცი, დიდი თუ პატარა, მოხუცი და ახალგაზრდა,  რომლებიც აწიოკებულები იყვნენ.

ბოლო დროს გამოჩნდნენ ქუჩაში იარაღზე მონადირენი, რომლებიც ღამის საათებში თავს ესხმიან ქუჩაში მიმავალ მეომრებს. ძალით ართმევენ იარაღს და იმალებიან.

ზემოთ აღნიშნულიდან გვებადება აზრი: სად იმყოფებიან ისინი, ვისაც ევალება ამგვარ დანაშაულებათა აღკვეთა. სოხუმის გარნიზონში დიდი ხანია მოქმედებს კომენდატის საათი, მაგრამ სამწუხსროდ იგი დარჩა ქაღალდზე. მისი პრაქტიკული შემსრულებლები არსად ჩანან, რაც იწვევს სრულ განუკითხაობას.

მევრძოლების სახელით მივმართავთ ყველას, ვინც ბოლოს და ბოლოს უნდა დაამყაროს წესრიგი ქალაქსა თუ რაიონებში, – დროა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა სამშობლოსა და ერის წინაშე.

ქართველთა სახლებს დაგვპირდნენ

საზიზღარი და საძაგელია დაქირავებული მკვლელი, მაგრამ მილიონჯერ უფრო საძაგელი და საზიზღარია მისი დამქირავებელი.

აფხაზმა სეპარატისტებმა ჩვენი ოჯახის, ჩვენი საერთო სახლის კედლებს ბევრი ბზარი გაუჩინეს და მის გასამაგრებლად კი არა, მისი საძირკვლის დასანგრევად მოიწვიეს მთიელი „ძმები“.

აი, ერთ–ერთი აფხაზი „ძმების“ მიერ საძაგელი დაქირავებული მკვლელის დაკითხვის ოქმიდან ამონაწერი, რომელიც სრულად მოჰფენს ნათელს აფხაზური კომფლიქტის საკითხს.

„მე მაგომედოვი მაგომედ მურზას ძე, დაღესტნის რესპუბლიკის კიზილიურტოვის რაიონის სოფელ აჯიდალაში 1963 წელს დაბადებული, ჩამოვედი გუდაუთაში....რომ მიმეღო მონაწილეობა ქართველების წინააღმდეგ ომში.

აფხაზეთში ჩემი ჩამოსვლი მიზანი იყო, როგორც მე დამპირდნენ, მიმეღო ქართველის პირადი კუთვნილი საცხოვრებელი სახლი, აფხაზეთიდან ქართველების განდევნის შემდეგ.

გუდაუთაში ჩვენ კარგად შეგვხვდნენ, მოგვაწყეს პანსიონატში, სადაც ძირითადად იყვნენ ჩეჩნები. გვითხრეს მანამდე დაგვეცადა აქ, სანამ საბრძოლველად არ გაგვაგზავნიდნენ. ჩვენთან მოდიოდნენ აფხაზები „სახალხო პარტიის“ წარმომადგენლები და მადლობას გვიცხადებდნენ. დაგვპირდნენ – შეგვაიარაღებდნენ და ქართველების განდევნის შემდეგ მოგვცემდნენ ქართველის სახლს. ადიღელებისა და ჩეჩნებისგან გავიგე, რომ ისინი ომის დაწყებამდე ჩამოსულან აქ.

„მოხალისეებს“ ეფერებოდნენ, მადლობას ეუბნებოდნენ, მათ პირდებოდნენ ყველაფერს, მაგრამ არ ენდობოდნენ....

ჩვენთან მოვიდნენ მთიელ ხალხთა კონფედერაციიდან ქალები და დაგვპირდნენ ფულს, კვების პროდუქტებს, შეიარაღებას, ტანკებს.....

ყველა „მოხალისემ“ და მათ შორის მეც, ხელი მოვაწერეთ გამცხადებას აფხაზური გვარდიის პოლკში „მოხალისედ“ შესვლის შესახებ, რომელშიც ჩაწერილი იყო, რომ ღალატის შემთხვევაში ჩვენ დახვრეტილი ვიქნებოდით...“

ანუ ასე, ან მოკალი და ჩასახლდი ქართველის სახლში, ან თვითონ – კედელთან....ძალიან პოპულარულად და ცივილიზებულად.


იპოლიტე ხუბუა


ქართული გული

მას შემდეგ, რაც საქართველოს აფხაზების სახელით შენიღბულ რუსეთთან მოუწია ომში ჩაბმამ საკუთარი მამულის დასაცავად, სიტყვამ „გმირი“ სულ სხვა ელფერი შეიძინა. სამშობლოს დაუოკებელმა სიყვარულმა, მისი მთლიანობის დაცვის აუცილებლობამ თანდათან გააღვიძა ქართველობაში ის უდრეკი მებრძოლი სული, რომელზეც ასე სასახელოდ და დაუცხრომლად ღაღადებს ისტორია.

სიტყვა გმიირი უსაფუძვლოდ არ გვიხსენებია წერილის დასაწყისში, სწორედ ერთ–ერთი ქართველის გმირობაზე გვინდა მოგითხროთ.

ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში ცხოვრობს ერთი ბრგე, თმახუჭუჭა ვაჟკაცი თემურ კვარაცხელია. ცხოვრობს და ომობს მტრის წინააღმდეგ. ის თავიდანვე აქტიურად ჩაება ეროვნულ–განმანთავისუფლებელ მოძრაობაში. მუდამ იქ იყო, სადაც უფრო ჭირდა. აგვისტოს შუა რიცხვებში კი მთელმა სოფელმა იგი ახალკინდღელთა ასეულის მეთაურად აირჩია. აირჩია იმიტომ, რომ მისი დიდი იმედი ჰქონდათ და გაამართლა კიდეც.

თემურ კვარაცხელიას და მის ასეულს არცერთი ბრძოლა არ გამოუტოვებიათ, რომელიც წარმებდა აფხაზური ათარის, ძველი კინდღის, თუ ტამიშის მისადგომებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია თემურისა და მისი ბიჭების წვლილი საავტომობილო გზის ახალი კინდღი–ტამიშის მონაკვეთის გაწმენდა–გათავისუფლებაში. ძალიან ბევრი მეომრისა თუ მშვიდობიანი მგზავრის  სიცოცხლე თუ ჯამრთელობა შეიწირა გზის ამ მონაკვეთმა, სანამ საბოლოოდ უსაფრთხო გახდებოდა მოძრაობისათვის. ერთ–ერთი რთული ტრასის ძველი კინდღის მიდამოებსი შარშან, 17 ოქტომბერს შეტაკება მოხდა. ჩასაფრებულმა მტერმა ბევრი ვაჟკაცი იმსხვერპლა და დაასახიჩრა. ახალბედელი გულად ჯაჭვლიანი და ახალკინდღელი ჯამბულ პაპავა გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე. ემზარ ლეშქასელმა ორივე ფეხი დაკარგა. სამწუხაროდ ვერ გადაურჩა ამ ბრძოლას მეთაურიც – მარჯვენა ფეხში დაიჭრა. უნდა გენახათ, როგორ გმინავდა ვაჟკაცი, სახელდახელოდ გაკეთებულ საკაცეზე დაკრული.ისევ უკან, ბიჭებისკენ მიიწევდა ეს ვეებერთელა ვაჟკაცი, ამით უფრო უძნელებდა თანამებრძოლებს მის სამშვიდობოზე გამოყვანას.

თითქმის ერთი თვის მკურნალობამ მხოლოდ ნაწილობრივ გამოაკეთა მისი ჯამრთელობა. საჭირო შეიქმნა მარჯვენა ფეხის ამპუტირება მუხლის ქვემოთ. სოფელს ხეიბარი დაუბრუნდა. ასეთ შემთხვევაში ბევრი უცხოური პროტეზის ძებნას დაიწყებდა და სავსებით სამართლიანად ჭრილობის საბოლოოდ მოშუშებას დაელოდებოდა.....

საავადმყოფოდან გამოწერისთანავე შტაბში მივიდა, ბიჭებს შეხვდა ერთი შეუვალი გადაწყვეტილებით – ჩამდგარიყო მათ რიგებში. რიგთობაზე მას უარი უთხრეს და ისევ ასეულის მეთაურობა დაავალეს. თანამებრზოლების დავალებას დათანხმდა. მეთაურობს თემურ კვარაცხელია 23–ე მექნიზებული ბრიგადის მე–5 ბატალიონის ახალი კინდღის ასეულს და ჩვეული მამაცობით მიუძღვის წინ თავის ბიჭებს. მხოლოდ კარგად დაკვირვებული თუ შეამჩნევს მის ოდნავ კოჭლობას.

ვკითხე თემურს – ყველაზე უფრო ვის გაიხსენებ მეთქი ბრძოლის ველზე დაღუპული მისი ასეულის მებრზოლებიდან? მიპასუხა – ჯამბულ პაპავა, ვაჟა სადილიანი, რაულ ჩიქოვანი, თენგიზ გოლეთიანი, ბორია ჩაჩხიანი, ჯემალ კვირიკაშვილი, ჯანიკო კეკუტია, ვახტანგ ჯიქია, გია კვანჭიანი, ძმები ბერიები......მართალია ერთ ასეულში არ ვიყავით, მაგრამ სულ ერთად ვიბრძოდით. ისევ ვკითხე, – გვერდით ვინ გიდგას და ყველაზე მეტად ვისი იმედი გაქვს–მეთქი, მის თვალებში ნაღველი სიამაყემ შეცვალა და ოცეულის მეთაურები გიგლა ძაგანია, გულთაზ გოდერიძე, გენადი დანელია, რიგითები ხვიჩა ყვირილიანი და გოჩა ჩორგოლიანი დაასახელა.

ამ წერილს თვითმხილველის პოზიციებიდან ვწერ. მეც ხშირად მიბრძოლია ახალი კინდღის ასეულის გვერდით და შემიძლია ვთქვა – ღირსეულ მეთაურს შესაფერი მეომრები ჰყავს.

ანახუს მთას, მეფრინველეობის ფაბრიკას, ფაბრიკის დასახლებას იცავენ კინდღელი ბიჭები უდრეკი მეთაურის ხელმძღვანელობით.

ყველას მოვუწოდებ ერთიანობისკენ, ჭირიც ერთი უნდა გვქონდეს და ლხინიც. მკერდით დავიცვათ ჩვენი სოფელი და მთლიანად საქართველო, ამ სიტყვებით მიმარტა მან თანასოფლელებს. მთელი ახალი კინდღი უდგას თემურს გვერდით.

გმირს გასაჭირი წარმოშობს. თანამებრძოლები, მთელი სოფელი სამარტლიანად ამბობენ: თემურ კვარაცხელიას ფოლადის მკერდში ქარტული გული აქვსო ჩაკირული.

მერაბ მირცხულავა  (23–ე მექანიზებული ბრიგადის იურიდიული სამსახურის უფროსი) 


დაქირავებულები

გუდაუთის ცენტრალურ ქუჩებში შეხვდებით რუს და ჩრდილოეთ კავკასიელ დაქირავებულ ბოევიკებს. ისინი ფრონტზე წასვლამდე ცხოვრობრნ სასტუმრო „ჩერნომორეცში“. ჟურნალისტი ესაუბრა ნალჩიკელ მეტყვიამფრქვევ, 23 წლის ასლანბეკოვს. ლეიტენანტ ვადიმ პლუშჩს, კაპიტან ვიაჩესლავ მიხეილის ძე ილიუნჩევს. მათ აქვთ აფხაზეთის არმიის მოწმობა.


აი რა განაცხადეს „მოხალისეებმა“:

ასლანბეკოვი – ვიბრძვი კავკასიელ ხალხთა მიწისათვის. აქ ჩამოვედი არა მანდარინის საკრეფად, არამედ კაცის კვლისათვის. გასამრჯელოც იქნება. 

ა. სიდორენკო – ვიბრძოდი დნესტრისპირეთში, ოსეთში, ვარ აფხაზეთში. ვიბრძვი პოლიტიკური მოტივებისათვის. სლავების, რუსულენოვანი მოსახლეობის, ჩაგრულთა ინტერესების დასაცავად. ვხელმძღვანელობ 150–კაციან ანცუპოვის სახელობის სპეციალურ ქვედანაყოფს. ვასრულებთ განსაკუთრებულ ფუნქციას. ფუნქციაზე არ ვლაპარაკობთ.

ვ. ილიუნჩევი – 18 წელი ვიმუშავე კრასნოდარის მილიციაში, ვარ რუს ნაციონალისტთა კომისიის წევრი, შევდივარ ყუბანის რუსი ხალხის თემში, ვიცავ სლავთა ინტერესებს, რომლებსაც მოძმე რესპუბლიკებში საკუთარი მიწებიდან ერეკებიან რუსეთის მთავრობის წაყრუებით. ჩვენი ხალხი გავაგზავნეთ დუბოსარში, სერბიაში და თავიანთ ვალს იხდიან. აფხაზეთში რუსეთის ნაციონალისტური პარტიის გადაწყვეტილებით ჩამოვედი. ტყვედ არავის არ დავნებდები.

თანადგომა

ხალხმა, არამედ სხვა ეროვნების ბევრნა წარმომადგენელმა გაითავისა აფხაზ სეპარატისტთა მიერ ჩვენთვის თავს მოხვეული უაზრო ომი. აფხაზეთში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში დღეს საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიან მოხალისეთა რაზმები, რატა დაიცვან ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა – საკუთარი მამული.

მოსახლეობა ითვალისწინებს რა ქვეყნის ეკონომიკურ კრიზისს, აგროვებს კვების პროდუქტებს, მედიკამენტებს, ფულს და საკუთარ ლუკმას უყოფს ფრონტის ხაზზე მდგომთ. ყველას ერთი მიზანი, საზრუნავი აქვს – რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა, შეწყდეს ძმათამკვლელი ომი.

სენაკის რაიონის მშრომელებმა, სოხუმისა და მისი შემოგარენის დამცველებს, ძმური დახმარების ხელი გამოუწოდეს. მატ გამოგზავნეს დიდი რაოდენობით კვების პროდუქტები, ხორცი, შაქარი, ფქვილი ბურღული, ტკბილეული, ოჯახში გაკეტებული კონსერვები, თბილი ტანსაცმელი.

ჰუმანიტარული დახმარების გაწევიდან დიდი დრო არ გასულა და რაიონში დაიწყეს სოხუმელებისა და ოჩამჩირელებისათვის კვების პროდუქტების დამატებით შეგროვება.

ქალაქების – თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, გალის, ხონის და სხვა რაიონების მშომელებმა ფრონტზე მებრძოლების, მშვიდობიანი მისახლეობის დახმარებისათვის გამოაგზავნეს, მილიონობით მანეთის კვების პროდუქტები და მედიკამენტები.

სოხუმის დამცველებს ვების პროდუქტებით, მედიკამენტებით, სისტემატურ დახმარება სუწევენ ქ. სოხუმის საწარმოო გაერტიანება „ორგტექნიკის“, თამბაქოს ფაბრიკის, აფხაზეთის წითელი ჯვრის საზოგადოების, დაჭრილ მეომართა დაცვის, სოხუმის კომიტეტის, კოოპერატივების, მცირე საწარმოების კოლექტივები. საგულისხმოა ის, რომ აფხაზეთში მეომრებს დიდ დახმარებას უწევენ ის ქართველები, რომლებსაც საკუთარი ფირმები აქვთ მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ოდესაში და სხვა ქალაქებში.  

გარდა ჰუმანიტარული დახმარებისა 23–ენმექანიზებული ბრიგადის სახელზე ფულადი დახმარების სახით შეიტანეს: სენაკის რაიონმა 140000 მანეტი, სააქციო საზოგადოება „საქართველოს წყლებმა“ – 300000, აფხაზეთის შემნახველი ბანკის სამმართველომ – 100000, სოხუმის ინდურტრიულმა ტექნიკუმმა, – 20000, ავტოსატვირთო საწარმომ – 50000, სოხუმის რაიონის სოფელ ახალსოფელმა – 3400 მანეთი და სხვებმა.

სოხუმის დამცველებს გვერდით უდგანან სოხუმელები და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ზურგი გაუმაგრონ ფრონტის მებრძოლებს სამართლიანი საქმისათვის ბრძოლაში. 23–ე მექანიზებული ბრიგადის ანგარიშში, ბანკში ფული შეიტანეს ქ. სოხუმის მცხოვრებლებმა: ნუგზარ გოგიამ 500000, ომარ ლოლუამ – 150000, არჩილ საყვარელიძემ – 100000, ჯემალ ფარულავამ – 100000 მანეთი და ბევრმა სხვამ.

ეს ფაქტი იმაზე მიგვითითებს, რომ საქართველო, ყოველი მისი მცხოვრები ეწევა სამკვდრო–სასიცოცხლო ომს ქვეყნის ერთიანობისათვის, მომავალი თაობის კეთილდღეობისათვის, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მეგობრული, მშვიდობიანი თანაარსებობისა და მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიული გზით განვითარებისათვის.

ბრიგადის პირველი შემადგენლობა დიდ მადლობას უხდის ყველას თანადგომისათვის.


ტოფიკ გუსეინოვი 

(23–ე  მექანიებული ბრიგადის კვების პროდუქტებით მომარაგების სამსახურის უფროსი.

ხონელთა დახმაება

საქართველოს ახალგაზრდული კავშირის ხონის ორგანიზაციას აქვს თავისი გაზეთი – „თაობა“. ორგანიზაცია დ არედაქციის მუშაკები საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებს ატარებენ ქვეყნის წინსვლისა და სტაბილიზაციისთვის.

ახალგაზრდულმა კავშირმა აფხაზეთში მებრძოლი ქართველებისათვის შეაგროვა  და გამოაგზავნა 23900 მანეთის ღირებულების  ჰუმანიტარული დახმარება: წინდები, ნაქსოვი ქუდები, ჟილეტები, გადასახვევი მალა, ერთჯერედი შპრიცი, ჩაი და სხვა.

კეთილშობილრული საქმის ორგანიზატორებს გვერდში ამოუდგნენ კოოპერატივი „ორიონი“, საკვების გაერთიანება. პურკომბინატი, ნომერ ერთი ჩაის ფაბრიკა. პირადი დანაზოგი გაიღეს ზურაბ ჯიბუხაიამ, მიხეილ ბახტაძემ, ნინო მაჭარაძემ, ზურაბ კობეშავიძემ და სხვებმა.

ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანეს  ახალგაზრდული კავშირის  თავჯდომარის მოადგილემ პავლე ლაითაძემ და „თაობის“ რედაქციის პასუხისგებელმა მდივანმა მადონა ჩხეტიანმა.

„თაობის“ რედაქციის მუშაკები მეორედ ჩამოვიდნენ აფხაზეთში. ისისნი იყვნენ ბრიგადის ქვედანაყოფებში, ესაუბრნენ ფრონტის წინა ხაზის მებრძოლებს.

ჟურნალისტები ობიექტურ მასალებს, საკუთარ შთაბეჭდილებებს დაბეჭდავენ „თაობის“ ფურცლებზე.


იპოლიტე ხუბუა

ეხმარებიან ფრონტს მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ეკონომიკურად უჭირს, საქართველოსათვის პროვოკაციულად თავსმოხვეული ომი ყველამ გაითავისა ფრონტზე მებრძოლ ბიჭებს თავიანთ ლუკმას  უყოფენ. დიდი რაოდენობით შემოდის, როგორც ქვეყნის თავდაცვით ფონდში, ასევე ცალკე 23–ე მექანიზებული ბრიგადის  – ქალაქ სოხულისა და მისი მიმდებარე რაიონების დამცველი მეომრებისათვის კვების პროდუქტები, მედიკამენტები, ფულადი სახსრები.


ხობის რაიონის მშრომელებმა ბრიგადის მებრძოლებისათვის 1,5 მილიონი მანეთის კვების პროდუქტები, მედიკამენტები ჩამოიტანეს. ხობელი ბიჭები ომობენ ოჩამჩირისა და გუმისთის ფრონტებზე. მათი მიზანია იბრძოლონ მანამდე, სანამ არ აღდგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ფულადი დახმარება გაგვიწიეს – თბილისის სამგორის რაიონის გამგებელმა 1,2 მილიონი მანეტი, გლდანის რაიონის გამგებელმა – 100000, ომის დაწყებიდან სოხუმის თამბაქოს ფაბრიკამ – 4 მილიონი მანეთი, აეროპორტმა – 150000 მანეთი.

ბრიგადის საფინანსო განყოფილებაში თავიანთი დანაზოგები შემოიტანეს: თბილისის ვიცე–მერმა ბაკურ გულუამ – 200000 მანეთი, სოხუმელებმა ზური ძაძამიამ – 3 მილიონი მანეთი, ზური მირელაშვილმა – 200000, გურამ ლოგუამ – 100000, ილო ლევიევმა – 200000, ლაზარე ბეჭვაიამ – 200000, ნუგზარ დარასელიამ – 1 მილიონი მანეთი, ფრონტზე დაღუპული ნუკია ჭილაიას მამამ ვალერი ჭილაიამ 5000 მანეთი.


გულადი კალანდია (23–ე ბრიგადის საფინანსო სამსახურის უფოსი) 

საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სახელმწიფო ჯილდოებით  დაჯილდოვების შესახებ:

სამშობლოს დაცვის და ერთიანობისათვის ბრძოლაში გომოჩენილი მამაცობისა და თავდადებისათვის საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ჯილდოებით:


ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით:

ანდრო ვაშაკიძე – კაპიტანი, 24–ე ბრიგადის შტაბის უფროსი

მალხაზ ქრისტესაშვილი – უფროსი ლეიტენანტი. საინჟინრო სამმართველოს თავდაცვით ნაგებობათა უფროსი ოფიცერი.

გოჩა შავგულიძე – უფროსი ლეიტენანტი, საინჟინრო სამმართველოს საბრძოლო მომზადების უფროსი ოფიცერი.

რევაზ გუჯეჯიანი – პირველი ცალკეული სამთო ბატალიონის „სვანეთის“ მეთაური.

იური ფიოლია – ზემდეგი, დივიზია „თბილისელი“ პირველი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე (სიკვდილის შემდეგ).


მედლით „მხედრული მამაცობისათვის“:

ედუარდ აბაშიძე – უფროსი ლეიტენანტი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ბატალიონის ოცეულის მეთაური.

მერაბ ლუხავა – რიგითი, განსაკუთრებული სანიშნულების ბატალიონის მეტყვიამფრქვევე.

გივი მამანიშვილი – ზემდეგი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის მძღოლი–მექანიკოსი.

ბეჟან ძინძიბაძე – რიგითი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ათეულის მეთაური.

მურმან ჯიქია – რიგითი,განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის მძღოლი–მექანიკოსი.


 ღირსების ორდენით:

ანზორ არონია – ლეიტენანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის უფროსი ოფიცერი.

ჯამბულ ბჟანია – ლეიტენანტი. 247–ე საარტილერიო დივიზიონის მესამე ბატარეის მეორე საცეცხლე ოცეულის მეთაური.

დავით ზაქარია – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მეორე საცეცხლე სექციის უფროსი.

ვალერი კვეკვესკირი – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მეორე საცეცხლე სექციის უფროსი.

დავით მანჯგალაძე – რიგითი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მესამე საცეცხლე სექციის დამმიზნებელი.

სოსო მანჯგალაძე – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის მესამე საცეცხლე სექციის მეთაური.

გიორგი მუჩხავა – კაპიტანი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის  საწვავ–საპოხი მასალების უფროსი.

ვალერი ქურდაგია – კაპიტანი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის უფროსის მოადგილე შეიარაღების დარგში.

ლეონიდე ხორავა – ლეიტენანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის სამწყობრო ნაწილის უფროსი.

თენგიზ ადამია – 247–ე საარტილერიო დივიზიონის  პირველი ბატარეის პირველი საცეცხლე სექციის მძღოლი–მექანიკოსი.

დავით გუჩუა – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მესამე ბატარეის მესამე საცეცხლე სექციის მეთაური.

მერაბ რუხაია – რიგითი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მძღოლი.

გიორგი წარაღბაია – 247–ე საარტილერიო დივიზიონის სადაზვერვო ოცეულის მზვერავი.



მედლით „საბრძოლო“ დამსახურებისთვის

სლავა ალანია – ზემდეგი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეის მეოთხე საცეცხლე სექციის დამმიზნებელი.

არსენ ბარამიძე – რიგითი, მხედრიონის 24–ე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე.

ვალერი გოგოხია – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის პირველი ბატარეის კავშირგაბმულობის ათეულის მეთაური.

ლავრენტი კვარაცხელია – ზემდეგი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მეორე ბატარეის საცეცხლე სექციის ქვემეხის მსროლელი.

როლანდ ფიფია – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის მესამე ბატარეის კავშირგაბმულობის მეთაური.

რამინ ჩხეიძე – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურის მოადგილე.

სოსო ძიძიგური – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის სარემონტო ოცეულის მეთაური.

ზაურ ხუბუა – სერჟანტი, 247–ე საარტილერიო დივიზიონის საკონტროლო–ტექნიკური პუნქტის უფროსი.

ვლადიმერ გონჩაროვი – რიგითი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ათეულის მეთაური.

დავით კიკნაველიძე – ზემდეგი, გასსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ათეულის მეთაური.

ავთანდილ მაღრაძე – რიგითი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის მეტყვიამფრქვევე.

მურმან ჩუბინიძე – რიგითი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის სამსახურის უფროსი.

კახაბერ ხოსიაშვილი – ზემდეგი, განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის ათეულის მეთაური.

20 აპრილი 1993 წელი


გენო ადამია

შვიდ თვეზე მეტია, ექსტემისტ–სეპარატისტთა მიერ ქართველებისათვის პროვოკაციულად თავსმოხვეული ომი მიმდინარეობს აფხაზეთში. უკანასკნელ დრომდე ბრძოლებს, შდარებით ეპიზოდური ხასიათი ჰქონდა. ჩვენ შემოტევებს მხოლოდ ვიგერიებდით. ბოლო პერიოდში რუსეთის რეაქციული ძალების შთაგონებით გააქტიურდნენ მოწინააღმდეგენი. მატ, როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საკმაო რაოდენობით შემოიყვანეს გაწრვთნილი რუსი, ჩეჩენი, ადიღელი, ჩერქეზი და სხვა ჯურის დაქირავებული მკვლელები, შემოზიდეს რთული ტექნიკა და ემზადებოდნენე ფართო მაშტაბით შეტევებისათვის. ბუნებრივია, არც ჩვენ ვიყავით გულზეხელდაკრეფილი.

ბოლო დროს გახშირდა რუსეთის სამხედრო, „აფხაზური“ თვითმფრინავების ნიერ საბრძოლო პოზიციების, ქალაქ სოხუმის დაბომბვა, რამაც 15 – 16 მარტს ღამით მასირებული ხასიათი მიიღო და დაიწყო ფართო მასშტაბის შეტევითი ოპერაცია. შემოტევის დაწყების ღამეს ერთდროულად ამოქმედდნენ მოწინააღმდეგეთა ნაწილები ხმელეთიდან, ჰაერიდან, ზღვიდან და შესძლეს ჩვენი ზოგიერთი ქვედანაყოფისათვის ალყის შემორტყმა.

გუდაუთაში „დამზადებული“ ჯავშან–კოსტუმებში ჩაცმულმა მტრის გაწვრთნილმა ჯარისკაცებმა გახსნეს ცეცხლი. პასუხად, ჩვენი ბრიგადის მებრძოლებმა – სოხუმის და მისი შემოგარენის დამცველებმა, რომლებიც ძირითადად ქალაქ სოხუმისა და მისი მიმდებარე რაიონების ბიჭებითაა დაკომპლექტებული, ჯერ არ ნახული ბრძოლის მაგალითები უჩვენეს მომხვდურთ. ისინი, როგორც ჩვენი წინაპრები, ვეფხვივით იჭრებოდნენ მტრის დაჯგუფებაში, სანგრებში, სახლებში და სიცოცხლის დაუზოგავად მუსრს ავლებდნენ იერიშზე გადმოსულთ.

შეტევის დაწყებიდან 2 – 3 საათის განმავლობაში პირდაპირ ხერხემალი გადაუმტვრიეს მტრის ძალებს, ისისნი დააბნიეს ჩვენი მეომრების ცეცხლმა, დაკარგეს ორიენტირი, არის იმისი მაგალითიც, რომ მტრის ნაწილები ერთმანეთს ესროდნენ უკუნით ღამეს. დაიწყეს უკან დახევა. ამასობაში, მათდა საუბედუროდ, თენდებოდა და დაიწყეს თავშესაფრის ძებნა, გუდაუთისკენ გაქცევა, ტყვედ არ გვნებდებოდნენ, წინააღმდეგობას გვიწევდნენ, მაგრამ გზე გადაკეტილი ჰქონდათ და მიიმალნენე სოროებში, ტყეებში, ციტრუსოვანთა პლანტაციებში, მათტვის წინასწარ ცნობილ საცხოვრებელ სახლებში, წარმოება–დაწესებულებათა შენობებეში და იქიდან ისროდნენ. 

„ბრძოლის ველზე ენით აუწერელი, თავგანწირული ბრძოლოს მაგალითები უჩვენეს ჩვენი ბრიგადის ლომგულმა ვაჟკაცებმა. ბატალიონის უფროსის მოადგილე მაიორი იურა ომანაძე (ზემო კელასურიდან) ერთ სახლში დამალულ ათეულობით მტერს შეუვარდა, ცეცხლი გახსნა და ვინ იცის რამდენს დაუბნელა თვალები. ბრძოლაში თვითონ ლომივით დაეცა, მაგრამ მის ძმადნაფიც ბიჭებს შესაძლებლობა მისცა, რომ ერთიანად ამოეწყვიტათ სამტროდ მოსულნი.

იურის მეზობელმა ბატალიონის უფროსის მოადგილემ ტარიელ (გია) შამუგიამ, ვინ იცის რამდენ აფხაზს და გადამთიელს მოუსპო სიცოცხლე. ბრძოლის ბოლო მომენტში მტრის მეომართა ჯგუფში მოხვდა. ტყვედ აყვანა შესთავაზეს, პასუხად ხელყუმბარით აიფეთქა თავი, გვერდით კი მის მიერ დახოცილი მტრის ოთხი გვამი ესვენა.

ბრძოლებში დაიჭრნენ ბატალონის უფროსის მოადგილეები აღმზრდელობითი მუშაობის დარგში – გიორგი ფანჩვიძე, დიმა მჭედლიძე და თენგიზ დარცმელია. მტერს  განუმეორებელი ბრძოლის მომენტები უჩვენეს – ნონა მურღვლიანმა, რეზო სიმონიშვილმა, ლერი ასლანიკაშვილმა, თენგიზ ადამიამ, მალხაზ ქვაჭრელიშვილი, შოთა ჩალაძემ, რეზო ჯაჭვლიანმა, მურმან გუგუსიანმა, ვასილ გერაშენკომ, გურჯი და შოთა კოპალიანებმა, ავთანდილ თოდუამ და მრავალმა სხვამ.

ტრაგიკულად დაგვეღუპნენე ოფიცრები: ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი შოთა შარტავა, ბესიკ ბერია  და სხვები. მატ სახელებს ჩვენი ბრიგადის მებრძოლები, მეგობრები, მთელი ქართველი ხალხი, არასდროს დაივიწყებს, მათი რაინდობა მომავალ თაობეებს ლეგენდებად გადაეცემათ.

 დაღუპულთა ჭირისუფლის სანუგეშებლად. სადაც შევძელით, ვიყავით, გარდაცვლილთა მშობლების დიდ მწუხარებასა და სინანულთან ერთად ვნახეთ ქართული შემართებაც. მშობლები უზომოდ შეწუხებულნი კაცურ–კაცობას არ კარგავენ სამშობლოსათვის შეწირული შვილების გამო. ნანობენ , რომ მათი ვაჟიშვილები ვერ მოესწრნენ დაზავების დღეს, მამები, ძმები გვთხოვენ, შვილის, ძმის იარაღი მათ მივცეთ და იბრძოლებენ საბოლოო გამარჯვებამდე. ასეთი გული მხოლოდ მამულის დამცველებს აქვთ.

ყველამ იცოდეს, მათ შორის პირველ რიგში მტრებმა, რომ გუდაუთელ ხელისუფალთა ამ ფართო მასტტაბის შეტევაში გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ იმიტომ, რომ ქარტველები უხსოვარი დროიდან კუთვნილ მამულს იცავდნენ – ჩვენი იარაღი ჩვენი სიმართლეა. სამართლიან ბრძოლას დამარცხება არ უწერია.

დღემდე, გარდა 15 მარტიდან დატრიალებული ტრაგედიისა, ჩვენ არ გვიჩვენებია ნამდვილი ბრძოლა, წინა პოზიციებზე შევჩერდით. შეგვეძლო დამარცხებული მტრის წინააღმდეგ კონტრშეტევაზე გადასვლა და მთიელ–აფხაზთა განადგურება გარანტირებული იყო. ახლა მაინც გაიგეთ, რომ ბოროტებას ბოროტებით არ ვპასუხობთ. ჩვენ გვაქ იმდენი და ისეთი ტექნიკა, გვყვავს მოსალისეთა სახალხო ლაშქარი, გაწვთნილობით რეგულარული ჯარის დონემდე აყვანილი, რომ ორ დრეში ფსოუს ნაპირებთან ვიქნებით, მაგრამ არ გვიდა აფხაზთა გაწყვეტა.

სოხუმის მისადგომებტან დატრიალებულ ტრაგედიაში გუდაუთელთა ჯარში ყოველ მეხუთე იყო აფხაზი. ძირითადი ნაწილი კი, აფხაზთა სახელით, კბილებამდე შეიარაღებული, გაწვრთნილი რუსები იყვნენ. შეტაკებაში ქართველებმა ფაქტიურად რუსის ჯარი და მისი პოლიტიკა დაამარცხეს.

გუდაუთიდან გადმოსული. დახოცილი აფხაზები და გადამთიელები 21 მარტს უნდა დაგვესაფლავებინა და დავთქვით ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენი მეომრები შედგნენ მკვდართა შეგროვება–დაკრძალვას. ამ დროს ზემო ეშერიდან სატანას ხელით სნაიპერმა ისროლა და ერთ რაინდ ქართველს სიცოცხლე მოუსწრაფა.

ღმერთს განდგომილნო და კაცთმოძულენო სეპარატისტებო! მაცდურობა, სიტყვის გატეხვა, ავკაცობა არასდროს არავის არ შერჩენია, არც მკვლებს შერჩებათ.

აფხაზთა ინტერესებს, ეროვნულ თვითმყოფადობას მხოლოდ და მხოლოდ ქართველები, საქართველო იცავს, ნუ აყვებით ცდუნებას, მოიკრიბეთ გონება, ვითარებას რეალურად შეხედეთ, თორემ გვიან იქნება.

16 მარტს სოფელ აჩადარაში აფხაზ ბოევიკთა მიერ დაკავებული სახლის განთავისუფლების დროს, ლერი ასლანიკაშვილი მის სარდაფში ერთ–ერთი პირველი შევარდა, სადაც ხელყუმბარით მტრის საცეცხლე წერტილი გაანადგურა. შემდეგ სახლის მეორე სართულზე მყოფთ შეუტია და მოწინააღმდეგესთან ხელჩართულ ბრძოლაში დაიღუპა.

ავთანდილ თოდუა მტრის მიერ დაკავებული პოზიციის დასაბრუნებლად, თავისიანებს საბრძოლო ყიჟინით წინ მიუძღოდა. მომხვდურთა ჯგუფი განადგურებულ იქნა. თვითონ ავთანდილმა მტრის ორ ბოევიკს დაუბნელა თვალები და თვითონაც გმირულად დაიღუპა.

შოთა შარტავა ერთ–ერთი სახლის განთავისუფლების დროს, პირველი შევიდა შენობაში და საკუთარი სიცოცხლის ფასად, თავისიანებს მტრის განადგურების საშუალება მისცა. 

თეიმურაზ ფანჯავიძე მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილთან ახლო მანძილამდე მიცოცდა და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ტყვია მოხვდა, მძიმედ დაჭრილმა მაინც შეძლო მისი განადგურება.

რობერტ სანიკიძე აჩადარასთან მტრის დივერსიულ ჯგუფს პირისპირ შეეჯახა, რა დროსაც თავი მეგობრებთან ერთად, მათი დიდი ნაწილის განადგურება შეძლო. თავად ამ შეტაკებაში გმირულად დაეცა.

აჩადარასთვის ბრძოლებში თავი გამოიჩინეს და მტრის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანეს:

იოსებ ლაშხიამ, ალვერდი ჩემიამ, მალხაზ ზოდელავამ, კახაბერ თოლორდავამ, თენგიზ ფიფიამ, ვალერიან კევლიშვილმა, თენგიზ მეტრეველმა, ნუგზარ სიჭინავამ და სხვებმა. გმირული ბრძოლების დროს დაიჭრნენ – მიხეილ ჩანტლაძე, ვახო ბოკერია, ზური ფიფია, მიხეილ სალია, დიმიტრი არსანიძე.........

არანაკლებ მწვავე შეტაკება მოხდა სოფელ შრომის ზეგანის უბანში. 16 მარტს ლევან გვარამია ამ ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. უთანასწორო ბრძოლაში ლევანი მედგრად უტევდა მოწინააღმდეგეს, რა დროსაც მტრის რამდენიმე ბოევიკი  გაანადგურა. ალყაში მოქცეული თენგიზ ადამია წამითაც არ დაბნეულა  და ყუმბარმტყორცნიდან ზუსტი გასროლით, მტრის რიგებში დანაკარგებთან ერთად,  არეულობაც გამოიწვია. გონივრული მოქმედებების და გმირული თავგანწირვის ხარჯზე, მან საკუთარი სიცოცხლის ფასად, თავისი მეგობრები გადაარჩინა. ზეგანის ბრძოლების დროს დაიჭრნენ – თამაზ ჩხაბელიძე, ემზარ ჯეჯელავა, გია წოწონავა.

ოცმეთაურმა კიაზო ცქვიტავამ, სამკაცინ ჯგუფთან (ომარ მარღანიასთან, გია ოდიშარიასთან და თავის შვილთან – ტიმოთე ცქვიტავასთან) ერთად გაანადგურა საბრძოლო მანქანა თავის ეკიპაჟითურთ, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ესროდა ჩვენს პოზიციებს. გმირულად დაეცნენ – თემურ გურგენიძე, ვახტანგ კიკვაძე, თამაზ ბასილაია.

მამაცობითა და თავგანწირვით გამოირჩეოდნენ – ალბერტ ჯანელიძე, ხვიჩა სარია, ზაურ ხურცილავა, ნუგზარ სოხაზე, მამუკა სიმონია, ზაზა კარტოზია, ბადრი მუხუზლა, მურმან კაჭკაჭიშვილი, ვალერი პაპავა, რაულ მიქავა, ალექსანდრე ცხაკაია და სხვები. 

სამშობლოსა და ერის წანაშე თავდადებისთვის, უმწიკლო მხედრული სამსახურისა და მამულიშვილური ღვაწლისთვის, გამოეცხადოთ მადლობა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23–ე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს: 

თამაზ ასლანიკაშვილს – პირველი ბატალიონის ნაღმტყორცნი ბატარეის მეთაურის მოადგილეს.

ავთანდილ ანთიას – მე–3 ბატალიონის დაზვერვის ოცეულის მეთაურს.

იოსებ არქანიას – საარტილერიო დივიზიონის ათეულის მეთაურს.

მორდეხ ალელიშვილს – სამედიცინო სამსახურის მედძმას.

ჯიმშერ ბაღათურიას – მე–2 ბატალიონის ათეულის მეთაურს.

ჯუანშერ ბენდელიანს – მე–2 ბატალიონის ათეულის მეთაურს.

მერაბ ბენდელიანს – მე–2 ბატალიონის ოცეულის მსროლელს.

ბესარიონ ბერიას – მე–3 ბატალიონის ოცეულის მეთაურის მოადგილეს.

მამუკა ბუცხრიკიძეს – მე–6 ბატალიონის საქმეთა მწარმოებელს.

გენადი გიორგაძეს – პირველი ბატალიონის მძღოლ–მექანიკოსს.

გოჩა გოგოხიას – პირველი ბატალიონის მესამე ასეულის მეთაურის მოადგილეს.

პარმენ გოდერძიშვილს – რუსთავის ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

ჯუმბერ დარსანიას – მე–6 ბატალიონის მძღოლ–მექანიკოსს.

გოჩა დგებუაძეს – მე–6 ბატალიონის ათეულის მეთაურს. 

თენგიზ ვეკუა – პირველი ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

ანზორ თორიას – საარტილერიო დივიზიონის ოცეულის მეთაურს.

ზურაბ თორდინავას – პირველი ბატალიონის ბატარეის მეთაურის მოადგილეს.

ზაზა კეკელიას – პირველი ბატალიონის კლუბის უფროსს.

კახა კოპალიანს – პირველი ბატალიონის ათეულის მეთაურს.

კახაბერ კაშიას – მე–3 ბატალიონის მეტყვიამფრქვევეს.

დავით კიკორიას – მე–3 ბატალიონის უფროსს მსროლელს.

ნიკოლოზ კვინიკაძეს – მე–3 ბატალიონის ზემდეგს.

რომან კოპალიანს – მე–3 ბატალიონის ათეულის მეთაურს.

იური კვარაცხელიას – მე–6 ბატალიონის პირველი ათეულის მეთაურს.

რომან კალანდიას – მე–6 ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

ბესიკ კოხიას – საარტილერიო დივიზიონის ოცეულის მეთაურს.

გია ლაშქარაშვილის – რუსთავის ბატალიონის ასეულის მეთაურს.

მერაბ მიქავას – პირველი ბატალიონის ასეულის მეთაურს.

გიორგი მარქანიას – პირველი ბატალიონის საწყობის უფროსს.

ელგუჯა მანაგაძეს – პირველი ბატალიონის მსროლელს.

ვახტანგ მჭედლიძეს – მე–2 ბატალიონის ასეულის მეთაურს.

ვალერიან მჭედლიშვილს – რუსთავის ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

ავთანდილ ნოზაძეს – მე–6 ბატალიონის დამნიზნებელს.

მალხაზ სილაძეს – რუსთავის ბატალიონის ზემდეგს.

რამაზ სიჭინავას – მე–3 ბატალიონის მძღოლ–მექანიკოსს.

ნუგზარ სუხაშვილს – რუსთავის ბატალიონის მეთაურის მოადგილეს.

სერგო ტაბატაძეს – პირველი ბატალიონის ბატარეის უფროსს.

სერგო უშაკოვს – მე–6 ბატალიონის ყუმბარმტყორცნელს.

გიორგი ფანჩვიძეს – პირველი ბატალიონის მეთაურის მოადგილეს.

თენგიზ ქარდავას – მე–3 ბატალიონის ათეულის მეთაურს.

რევაზ ქარდავას – მე–3 ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

სოსო ღვინჯილის – პირველი ბატალიონის შეიარაღების უფროსს.

რევაზ ღვინჯილიას – პირველი ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

ბორის ღვინჯილიას – პირველი ბატალიონის ასეულის მეთაურის მოადგილეს.

კობა ღურცკაია – მე–6 ბატალიონის ფიზიკური მომზადების და სპორტის სამსახურის უფროსს.

თემურ შამუგია – მე–3 ბატალიონის პირველი ოცეულის ათეულის მეთაურს.

ნიაზ ჩიქოვანს – მე–6 ბატალიონის ოცეულის დამტენს.

ზურაბ ჩხორთოლიას – პირველი ბატალიონის მეკავშირეს.

შმაგი წურწუმიას – მე–2 ბატალიონის ათეულის მეთაურს.

ბადურ ჯაჭვლიანს – მე–2 ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

ზვიად ხელაიას – მე–6 ბატალიონის ოცეულის მეთაურის მოადგილეს.

ზაურ ხუბუტიას – მე–3 ბატალიონის ექიმს.

ოთარ ჯობავას – მე–6 ბატალიონის ოცეულის მეთაურს.

გია ჯღამაძეს – სამედიცინო სამსახურის უფროსს. 


წვეთი მადლისა.....

ომის პირველივე დღეებიდან ყველაზე მძიმე დატვირთვა მიიღო სოხუმის მეორე საქალაქო სამხედრო ჰოსპიტალმა. განსაკუთრებით გაუჭირდათ მათ 15 – 17 მარტის ავადმოსაგონარ დრეებში.....ჰოსპიტალმა პირველადი სასწრაფო და ქირირგიული დახმარება გაუწია ასეულობით მებრძოლს მედპერსონალმა მართლაც რომ არნახული გმირობა გამოიჩინა.

სამი დღე განუწყვეტლივ მოჰყავდატ დაჭრილები. საოპერაციოდან არ გამოვსულვართ არც ერთი ქირურგი. მესამე დღეს ნება დამრთეს რამდენიმე საათით დამეტოვებინა ჰოსპიტალი და ....მალხაზ კვარაცხელია შემოიყვანეს. ახალგაზრდა კაცის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, მარცხენა ფეხი მუხლის ქვემოთ ნაღმტყორცნის ჭურვისაგან მოგლეჯილი ჰქონდა. წასვლა არ შეიძლებოდა! ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება, იგონებს ჰოსპიტლის ახალგაზრდა, ამჯერად უძილობისაგან თვალებშეშუპებული ქირურგი თემურ ხარატიშვილი.

გულრიფშის რაიონის სოფელ ფშაფის მკვიდრი, 28 წლის მალხაზ ჯვარაცხელია, საქართველოს შეიარაღებული ძალების 23–ე მექანიზებული ბრიგადის მე–6 ბატალიონის შეუპოვარი მებრძოლი, 16 მარტს მძიმედ დაიჭრა აჩადარაში. მისი სიციცხლე ბეწვზე ეკიდა. გადაარჩინეს, გააცოცხლეს ექიმებმა, მაგრამ ხეიბრად დარჩა.

რეანიმაციული პალატიდან უკვე გაიყვანეს შოთა ევგენის ძე სუბელიანი. ეს ლომგული მეომარი 4 აპრილს დაიჭრა კამანში. მასთან ერთად დაიჭრნენ მისი  თანამესანგრეეები – ბიძაშვილები ვახტანგ და შოთა პაკელიანები. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ აშკარა გახდა, რომ ამ ქედუხრელ ვაჟკაცებს უნდა ეცოცლათ. ყოველმა ჯარისკაცმა, რომელმაც იხილა აჩადარა და გუმისთის ნაპირები ამ უსაშველო დღეებში, უნდა თქვას ღმერთი იყო სასწაულმოქმედი; რამაც ამ იერიშში გადაგვარჩინაო, არ იყო კვადრატი, რომელიც არ აფეთქდა. მხოლოდ ერთ მონაკვეთში, სადაც მოწინააღმდეგის ნაწილებმა კორდონი გახსნეს, ათასამდე ბომბი გასკდა.

იმათზე წერეთ, – თქვეს მეომრებმა, – ვინც იქ ვაჟკაცურად დაიღუპნენ, ჩვენ კი მაინც ცოცხლები ვართ.....და თუ ოდესმე ამ ჰოსპიტლის ექიმებისათვის მოიცლის თქვენი კალამი, იქ ჩვენი მადლობაც ჩაწერეთ ბატონ ანტონ ბაგადელიასადმი.

მე მარჯვენა ფილტვი დაფლეთილი მქონდა, – ამბობს მემარი გივი ძიძიგური, რომელსაც მარჯვენა გვერდი მკერდის ძვალიდან ხერხემლამდე აქვს გადახსნილი და მაინც უტეხად, ენერგიულად გამოიყურება. ვინ იცის, როდემდე მიაჯაჭვებს მას ნაჭრილობევი სარეცელს, მაგრამ თავად სულ იმას გაიძახის, ავდგები და კვლავ წინა ხაზზე გავალო!

ჩვენ მხოლოდ წვეტი მადლისა წარმოვაჩინეთ; რამეთუ განუზომლად დიდი და ტევადია ამ ჰოსპიტლის მედიკოსთა საქმენი.

ნონალი კვარაცხელია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.03.2021
ბოლო რედაქტირება 28.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0