mematiane.ge გამოჩენილი ადამიანები ქალაქების მიხედვით. დღის იუბილარი
2020 წლის 7 ნოემბერს მეფე ერეკლე II (1720-1798) დაბადებიდან 300 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოსთნ არსებული თელავის სადროშოს და მისი მეთაურის გიორგი ტალიურის ინიციატივით მოეწყო მსვლელობა, თელავიდან (ერეკლეს სასახლე) მცხეთამდე (სვეტიცხოველი დაკრძალვის ადგილი). მსვლელობაში მონაწილეობდნენ მამა რომანოზი, ჩოხოსნები, მხედრები (ძირითდად თუშები), შუამთის წყალთან დახვდნენ მოცეკვავეები, შეასრულეს რამოდენიმე საცეკვაო ნომერი და გზა დაულოცეს სიმბოლურ ლაშქარს. გზადაგზა უერთდებოდნენ ხევსურები სოფელი თეთრწყლებიდან, სოფელი კობაძედან, გომბორიდან. ღამისთევა მოხდა უჯარმის ციხესთან არმისული ნიკოლოზის ტაძართან, სადაც შეისვენეს ცხენოსნებმა და ვახშამი იხმიეს. დილით მსვლელობა გაგრძელდა ჯვრის მონასტრიდან სვეტიცხვოვლამდე.
სვეტიცხოველში აღევლინა საზეიმო წირვა, ტაძარში თელაველმა ჩოხოსნებმა რამოდენიმე სიმღერა შეასრულეს, დეკანოზმა რომანოზი (ექვთიმიშვილი) სოფ. მატანი ახმეტა გადაიხადა სულის მოსახენებელი პარაკლისი.
სვეტიცხველში მსვლელობას დახვნენ საქართველოს სხვადასხვა სადროშოს წარმომადგენლები, ეზოში შედგა შეკრება სიტყვით გამოვიდნენ და ისაუბრეს იმ დიდ ღვაწლზე, რაც მიუძღვის მეფეს საქართველოსთვის.
თელაველი სტუმრების მასპინძლობა ითავეს, დამხვედრმა ჩოხოსნებმა და სუფრა გაიშალა ბატონი ირაკლი სამუშიას კუთვნილ სახლში (მეგრული ოდა) ჯვრის მონატრის ძირში.
უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ ულამაზეს ღონისძიებაში, თუმცა პანდემიის (კორონა-19) ბევრმა ვერ შესძლო პირდაპირი მონაწილეობა მიეღო აღნიშნულ მსვლელობაში. მოკრძალებულად და ლამაზად ჩაირა ჩვენი უდედესი მეფის 300 წელმა.