სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
დავით ილიას ძე ბაქრაძე 1912-1977წწ სამამულო ომის გმირი დაბ. სოფელი ბორითი, ხარაგაული, იმერეთი.

1912-1977 წწ. გარდ. 65 წლის

ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ბაქრაძე სია

ხარაგაული გამოჩენილი ადამიანები სრული სია

322       ბეჭდვა

დავით ილიას ძე ბაქრაძე 1912-1977წწ სამამულო ომის გმირი დაბ. სოფელი ბორითი, ხარაგაული, იმერეთი.

დავით ილიას ძე ბაქრაძე 1912 წლის 10 იანვარის ხარაგაულში დაიბადა. 


1938 წელს დაამთავრა თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი. ამავე წლიდან იყო სკკპ წევრი. 1940 წლიდან წითელ არმიაში იყო, ბელორუსიაში.  აქ 1941 წლის დეკემბერში ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. 1942 წლის აგვისტოს საბჭოთა მეომრების ჯგუფთან ერთად ტყვეობიდან გაიქცა და ს. კოვპაკის პარტიზანულ რაზმს შეუერთდა. განვლო საბრძოლო გზა ათეულის მეთაურიდან პარტიზანული პოლკის მეთაურამდე. მონაწილეობა მიიღო 168 ბრძოლაში 1944 წლის 7 აგვისტოს მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.



    ომის შემდეგ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო საბჭოთა და სამეურნეო თანამდებობაზე. 1965 წლიდან საქართველოს საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს ტრესტ "საქმარმარილოს" მმართველია. სსრკ II-III მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.        
    ავტორია წიგნებისა: "გმირთა სისხლით" (1950), "ძველ გზებსა და ბილიკებზე" (1965), "ლეგენდარული რეიდი" (1968). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, სამამულო ომის I ხარისხის, წითელი ვარსკვლავის, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენებით და მედლებით. 
    სსრკ გმირი 
დავით ილიას ძე ბაქრაძე გარდაიცვალა 1977 წლის 8 დეკემბერს.
დავით ილიას ძე ბაქრაძე დაიბადა 1912 წელს ხარაგოულის რაიონის სოფელ ბორში. სკკპ წევრი. დიდ სამამულო ომში მონაწილეობდა 1941-1945 წლებში. დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, აგრეთვე პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის "ვირტუტი მილიტარის" I ხარისხის ორდენით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 7 აგვისტოს - პარტიზანულ ბრძოლებში გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. გარდაიცვალა 1977 წელს.


1941 წლის დეკემბრის ბოლოს არტილერისტი ბაქრაძე ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა და ტყვეთა ბანაკში გაამწესეს. 1942 წლის აგვისტოში ბაქრაძემ გაქცევის გეგმა მოამზადა და 30 საბჭოთა მებრძოლთან ერთა, ეს გეგმა წარმატებით განახორციელა. გათავისუფლებული მებრძოლები ბრიანსკის ტყეებშ შეუერთდნენ ს. ა. კოვპაკის 1-ლ უკრაინულ პარტიზანულ დივიზიას და ბრძლებშ ჩაერთვნენ. რიგითი პარტიზანი ბაქრაძე, თავისი ვაჟკაცობიდან გამომდინარე, მალე გახდა რაზმის მეთაური. 1943 წლის ზაფხულში მისმა რაზმმა გაანადგურა SS-ის ჯარების პოლკი.

ორი წლის მანძილზე დ. ბაქრაძის პოლკმა 168 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, გაანადგურა 5 ათასზე მეტი ფაშისტი, 557 კი ტყვედ აიყვანა. პარტიზანებმა გაანადგურეს მტრის 67 ტანკი, 19 ქვემეხი და ტყვიამფრქვევი, ააფეთქეს 9 გერმანული ეშელონი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით, კიდევ 8 ეშელონი დაატყვევეს.

ომის შემდეგ დავით ბაქრაძე აქტიურ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო მუშაობას ეწეოდა, არის პარტიზანული მოძრაობის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 07.10.2022
სულ რედაქტირებულია 3





გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0