მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
გურამ ბახტაძე გარდ. 16 მარტი 1993წ. სოფ გუმისთა სოხუმი აფხაზეთი
გურამ ტიტეს ძე ბახტაძე დაიბადა 1961 წლის 22 იანვარს გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში. დაამთავრა წებელდის საშუალო სკოლა, შემდეგ კი, 1981 წელს, ქალაქ ხონის ტექნიკური სასწავლებელი.
აფხაზეთში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს გურამ ბახტაძე მეგობრებთან ერთად დადგა სამშობლოს დამცველთა გვერდით. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 სატანკო ბატალიონის მე-4 ასეულში რიგით მებრძოლად. გურამი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ საბრძოლო ოპერაციებში- მდინარე გუმისთის მიმდებარედ.
გურამ ბახტაძე, 1993 წლის 16 მარტს, მე-6 ბატალიონის მე-4 ასეულის პოზიციაზე,მდინარე გუმისთის პირას, სოხუმზე განხორციელებული მტრის მორიგი შემოტევის დროს დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის გურამ ბახტაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისთვის“.
გურამ ბახტაძეს დარჩა მეუღლე და ორი შვილი.