ბახტაძე ბადრი ბეჟანის ძე – დაიბადა 1975 წლის 11 მაისს ქ. კასპში. 1991 წელს დაამთავრა ქ. კასპის სკოლა-ინტერნატი და სწავლა განაგრძო ქ. კასპის ინდუსტრიულ ტექნიკუმში. 1993 წლის მაისში შეუსრულდა თუ არა 18 წელი, გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში. მსახურობდა გომბორის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში.
დაიღუპა 1993 წლის 17 ივნისს სოფელ აძიუჟბასთან (თუ აძიუბჟა – ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე) პირველივე ბრძოლის დროს.
საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს #55060 სამხედრო ნაწილიდან მის გამზრდელ ბიძა-ბიცოლამ – სულიკო და გიული ბახტაძეების ოჯახმა (მცხ. ქ. კასპში, რუსთაველის ქ. #41) მიიღო შეტყობინება იმის შესახებ, რომ რიგითი ბახტაძე გმირულად დაიღუპა სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.
დაკრძალულია ქ. კასპში.
სიკვდილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 1 ივლისის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით.
ქ. კასპის მერიის 1995 წლის გადაწყვეტილებით ბადრი ბახტაძის სახელი ეწოდა ქუჩას, რომელზეც იგი ცხოვრობდა (ყოფილი არაგვის ქუჩა).
მოგვაწოდა ვანო ჯახუამ ვებ გვერდი kaspi.ge დამფუძნებელი
ბადრი ბახტაძე დაიბადა 1975 წლის 11 მაისს ქ. კასპში.
1991 წელს დაამთავრა ქ. კასპის სკოლა-ინტერნატი და სწავლა განაგრძო.ინდუსტრიულ ტექნიკუმში.
1993 წლის მაისში, შეუსრულდა თუ არა 18 წელი, გაიწვიეს ეროვნულ გვარდიაში. სამსახურს გადიოდა გომბორის სადესანტო-მოიერიშე ბატალიონში.
1993 წლის 17 ივნისს სოფ. აძიუბჟასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
დაკრძალულია მშობლიური ქალაქის სასაფლაოზე.
ბადრი ბახტაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით. ქ. კასპის მერიის გადაწყვეტილებით ბადრი ბახტაძის სახელი ეწოდა ქუჩას,სადაც ის ცხოვრობდა.
ინფორმაცია აღებულია ამირან ტალახაძე 12 თებერვალი 1953 წელი