II საარმიო კორპუსი, სრული სია. წიგნიდან "საქართველოსთვის"
თამაზ დავითის ძე ჯალაღონია დაიბადა 1946 წლის 5 იანვარს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ახუთში.
მოგვიანებით ჯალაღონიების ოჯახი საცხოვრებლად ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში გადავიდა.
თამაზ ჯალაღონია , 1993 წლის 1 თებერვლიდან, მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული სატანკო ბატალიონის მე-3 სატანკო ოცეულის უფროს მძღოლ-მექანიკოსად. მონაწილეობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში სოფელ ლაბრას, შრომა-კომანის,გუმისთას მიმართულებით.
თამაზ ჯალაღონია 1993 წლის 11 ივნისს სოფელ შრომის მისადგომებთან წარმოებული ერთ-ერთი სამხედრო ოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაიჭრა თავის არეში. დაკრძალულია სოფელ კინდღის სასაფლაოზე.