სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10723

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
თომა (თოლია) ჯალაღონია 1973-93წწ  გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი თომა (თოლია) ჯალაღონია 1973-93წწ  გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი თომა (თოლია) ჯალაღონია 1973-93წწ  გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი თომა (თოლია) ჯალაღონია 1973-93წწ  გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთი  დაბ. თბილისი

1973-1993 წწ. გარდ. 20 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ჯალაღონია სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

თომა (თოლია) ჯალაღონია 1973-93წწ გარდ. 20 წლის, სოხუმი აფხაზეთი დაბ. თბილისი

ჯალაღონია თომა (თოლია) დაიბადა თბილისში სამგორის რაიონში


ღიმილის ბიჭი იყო 20 წლის თოლიკა, ლამაზი ცხოვრებით იცხოვრა და საქართველოს კეთღილდღეობისათვის ბრძოლის ველზე დაეცა გმირულად. 

ის არის უკვდავი, რადგან წმინდა საქმეს შეეწირა და მისი სახელი არასოდეს გაქრება ახლობლებისა და მეგობრების გულიდან. 


მისი შემართება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ვახტანგ გორგასლის 111 ხარისხის ორდენით შეაფასა. 

თავს ვხრით სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის წინაშე 

უფალმა გაანათოს საქართველოს თავდადებული ვაჟკაცთა სულები.

წყარო მარინა ნაჭყებია


«თომა ჯალაღონია… თოლიკა, როგორც ვეძახოდით მეზობლები, მეგობრები, ახლობლები. თსუ ეკონომიკური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. 28 სექტემბერს გმირულად დაიღუპა სოხუმში.

ჯარში 1993 წლის აპრილში გაიწვიეს. სამხედრო ვალდებულებას საქართველოს სასაზღვრო ჯარებში იხდიდა. სექტემბრის დასაწყისში შეუძლოდ შეიქმნა,  გამოსაკვლევად სამხედრო ჰოსპიტალში დააწვინეს. ავადმყოფობამაც ვერ გაგაჩერა თომა, სოხუმის ამბის გაგებისთანავე იმავე ღამეს გაიპარა აეროპორტში და პირველივე თვითმფრინავს გაყვა სოხუმში. სხვანაირად ვერც მოიქცეოდი, იქ ხომ შენი მეგობრები.


– მებრძოლი ბიჭები მიდიოდნენ და მათთან ერთად შენ უნდა ყოფილიყავი.

– 17 სექტემბერს სახლში დამირეკა, – ყვება თოლიკას დედა გულნარა ჯალაღონია.


პატიება მთხოვა გაპარვის გამო, თანაც დამამშვიდა, კარგად ვარ, არ ინერვიულოო,

მაგრამ დედის გული სულ სხვას გრძნობდა. ისეთი ხმა ჰქონდა საუბრის დროს, ახლა

რომ მახსენდება, ვგრძნობდი, მემშვიდობებოდა.

ეს იყო დედა-შვილის ბოლო საუბარი.

…სექტემბრის შუა რიცხვებში საქართველოს სასაზღვრო ჯარების ჯგუფი გაფრინდა

სოხუმში. მათ შორის პოლკოვნიკი რეზო ჯალაღონია, თომას მამა.

– სოხუმში რომ დამინახა, გადაირია, რატომ ჩამოხვედიო, ახლა აქაც დამიწყე

«კომანდობაო». მახსოვს თავისი სამხედრო აღჭურვილობა მაჩვენა. ეამაყებოდა –

მტერს არაფერს დავაკლებო – იხსენებს მამა.

22 სექტემბრამდე ერთად ომობდნენ მამა-შვილი, მერე კი მათი გზები გაიყო –

თოლიკა წითელ ხიდთან იბრძოდა, მამა – აეროპორტის მხარეზე. მერე შეიტყო თომას

დაჭრის შესახებ, მაგრამ ვაჟიშვილის სიკვდილი ვერავინ გაუმხილა.

თოლიასავით ლამაზად გაფრინდა, და ჩვენ ცოცხლად დარჩენილებს დაგვიტოვა

დარდი, ტკივილი და ოცნება – გაბრწყინებული და გამარჯვებული საქართველოს

აღორძინება».




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.07.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0