გოჩა აქუბარდია 1961-93წწ დაკარგ. 32 წლის სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
გოჩა აქუბარდია
დაიბადა 1961 წელს ქ. სოხუმში. სწავლობდა ქ. სოხუმის მე-6 საშუალო სკოლაში. დაამთავრა ქ. თბილისის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 1984 წელს, ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაციით. ინსტიტიტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქ. სოხუმის ორგ. ხელსაწყოს ქარხანაში, დირექტორის მოადგილედ. მისი ჰობი იყო შემოქმედებითი მოღვაწეობა; წერდა ლექსებს, მოთხრობებს.
ბუნებით იყო დინჯი, თავშეკავებული, იუმორის გრძნობით დაჯილდოებული, ჰყავდა ბევრი მეგობარი და მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები.ძლიერ განიცადა აფხაზი მეზობელი ბიჭის დაღუპვა, რომელიც მოწინააღმდეგეთა ბანაკში იბრზოდა.
აქუბარდია გოჩას არ დაუტოვებია მშობლიური ქალაქი--სოხუმი და თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა პირნათლად შეასრულა ბოლომდე. ის რიგით მებრძოლად ჩაირიცხა 1992 წლის ოქტომბერში მოხალისეთა ლაშქარ ''ცხუმის'' პირველ ასეულში. 1993 წლის თებერვლიდან კი დაინიშნა პირველი ასეულის მეორე ოცეულის პირველი ათეულის მეთაურად.
1993 წლის 16-17 სექტემბერს აქუბარდია გოჩა ევგენის ძე დაიკარგა უკვალოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში საომარი მოქმედებების დროს ქ. სოხუმში შუქურას რაიონში.
მისი სახელი გმირთა მოედნის დაფას ამშვენებს ქ. თბილისის გმირთა მოედანზე. იქ დანთებული მუდმივი ცეცხლის ნათელში ამყოფოს ღმერთმა ყველა დაღუპული გმირის სული.
ისე კი ცხოვრების დევიზად ჯქონდა;;'' სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი''.