დაიბადა 1971 წლის 4 იანვარს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბურმეში.1978ს შევიდა გულრიფშის რაიონის სოფელ ვარჩეში საშუალო სკოლაში. ხოლო 1989 წელს დაამთავრა ბაბუშერის საშუალო სკოლა.
საქართველოს ეროვნული გვარდიის ჩამოყალიბების პირველი დღიდან იგი მსახურობდა ეროვნული გვარდიის გულრიფშის ბატალიონში, ხოლო 1992 წლის მაისიდან- ეროვნული გვარდიის სოხუმის ბატალიონში.
ომის დაწყების პირველი დღიდან იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დამჩველთა რიგებში. 23-ე ბრიგადის პირველი მოტომსროლელი ბატალიონის ჩამოყალიბების შემდეგ ამ ბატალიონის აქტიური მებრძოლი გახდა. დაიღუპა საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში.
29 სექტემბერს, სოფელ ათარა-არმიანკაიასთან შეტაკების დროს, იგი ქვეითთა საბრძოლო მანქანაში, დესანტის შემადგენლობაში იყო. შეტევისას პირველი შეიჭრა მტრის განლაგებაში, მძიმედ დაიჭრა თავის არეში, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
შერმადინ ქობალია სიკვდილის შერმდეგ დაჯილდოებულია მედლით ''მხედრული მამაცობისათვის.''