ქობალია ზაბულონ დაბ. 1971წ. დეკანოზი, ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის ვლაქერნის ღმრთისმშობლის ტაძარი.
დეკანოზი ზაბულონ ქობალია
დაიბადა 1971 წლის 30 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფ. ცაიშში.
დაამთავრა ცაიშის საშუალო სკოლის რვაწლედი, შემდეგ სწავლა განაგრძო
აკ. ბუკიას სახ. პროფტექნიკუმში.
1988 წელს გაიხსნა ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის მიძინების ცაიშის საკათედრო ტაძარი და მამა ამირანის ხელმძღვანელობით შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას.
1989 წელს ჩაირიცხა სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგ დაუბრუნდა თავის მშობლიურ სოფელს
და მამა ამირანის გვერდით სტიქაროსნად მსახურობდა. თავდაპირველად იყო მედავითნე, შემდეგ კი 1998 წ. ცხუმ-აფხაზეთისა და ზუგდიდ-ცაიშის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე დანიელმა (დათუაშვილი) ხელი დაასხა დიაკვნად.
1998 წლის 30 დეკემბერს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად აკურთხა
1989 წლიდან იყო ზუგდიდის მაცხოვრის კარის ეკლესიის
გვ49
ვლაქერნის ღმრთისმშობლის ტაძარში.
2003 წელს, ვლაქერნობის დღესასწაულზე, აიყვანეს დეკანოზის ხარისხში.
2009 წ. 19 სექტემბერს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით, ხოლო