აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია (დ. 23 ოქტომბერი, 1914, სოფ. ძველი აბასთუმანი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ― გ. 25 დეკემბერი, 1974, ზუგდიდი) — საბჭოთა კავშირის გმირი (24 მარტი, 1945), პოლკოვნიკი. სკკპ წევრი 1942 წლიდან.
1936 წელს დაამთავრა თბილისის საარტილერიო სასწავლებელი. 1938-1939 წლებში მონაწილეობდა ხასანის ტბასთან და ხალხინ-გოლთან ბრძოლებში. დიდ სამამულო ომში იბრძოდა მოსკოვთან, ლენინგრადთან, გომელთამ ჩერნიგოვთან, ბელაია-ცერკოვთან და სხვა. მონაწილეობდა რუმინეთის, უნგრეთის, ავსტრიის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში. იყო ტანკსაწინაღო დივიზიონის თვითმავალი საარტილერიო და სატანკო პოლკების მეთაური. ბუდაპეშტისა დავენის განთავისუფლებისათვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და პოლკის უნარიანი ხელმძღვანელობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ჰირლერული გერმანიის დამარცხების შემდეგ ბუკია მონაწილეობა მიიღო აიპონინელთა კვანტუნის არმიის განადგურებაში. 1951-1954 წლებში იგი სწავლობდა მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემიაში. 1954 წლიდან თადარიგში გავიდა. 1961 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1958 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა სხვადასხვა სამეურნეო თანამდებობაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით
აკაკი კონსტანტინეს ძე ბუკია დაიბადა 1914 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ ძველ აბასთუმანში. სკკპ წევრი. არტილერისტი, კადრის ოფიცერი, დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, სამამულო ომის I ხარისხისა და წითელი ვარსკვლავის ორდენებით, მედლებით. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1945 წლის 24 მარტს - მდინარე პრუტის გადალახვისათვის წარმოებული ბრძოლებისათვის. მონაწილეობდა ომში იაპონელ მილიტარისტთა წინააღმდეგ.
1944 წლის აგვისტოს ბოლოს გვარდიის მაიორი აკაკი ბუკია მსახურობდა მე-5 მექანიზებული დნესტრის კორპუსის საარტილერიო პოლკში. მაიორმა ბუკიამ პირველმა მოახდინა მდინარე პრუტის ფორსირება და რუმინეთის ტერიტორიაზე შეჭრა. მცირე ძალებით, პირადად გაანადგურა მტრის 3 ტანკი "პანტერა" და ალყასაც გაუძლო. ბუკიას 745-ე საქვემეხო პოლკმა ჯამში გაანადგურა მტრის 11 ტანკი, 8 თვითმავალი ქვემეხი, 120 ავტომობილი, 16 ჯავშანმანქანა, 92 საცეცხლე წერტილი, 300 ჯარისკაცი და ოფიცერი, 196 მათგანი კი ტყვედ აიყვანა.