მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი
მე-8 ბატალიონის III ასეული
დაიბადა 1954 წლის 12 ივნისს, ქალაქ სოხუმში. საშუალო სკოლის დამთავრების
შემდეგ სწავლა გააგრძელა ქ. სოხუმის სამედიცინო ტექნიკუმში. სწავლის
დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო კამანში არსებულ მოხუცებულთა და
ინვალიდთა პანსიონატში მედდად.
აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე მერი გვერდით დაუდგა
თანასოფლელებს. ასეულის მებრძოლებს ეხმარებოდა და საჭიროების შემთხვევაში
პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა.
მერი პაკელიანს ორი პატარა შვილი, დავითი და დიმიტრი ნათესავებთან ჰყავდა
დატოვებული, რომლებსაც აკითხავდა, მოინახულებდა და ისევ კამანში ბრუნდებოდა.
მის ასეულში სხვა თანასოფლელებთან ერთად მისი მეუღლე ალექსანდრე
გამსახურდიაც იბრძოდა.
1993 წლის 5 ივლისს, საწინააღმდეგო მხრიდან კამანზე განხორციელებულ იქნა
ფართომასშტაბიანი შემოტევა, გენერალ ლებედის საშტურმო-სადესანტო ბატალიონის
მეშვეობით, რომელსაც ასეულის 40 კაციანი ჯგუფი უწევდა წინააღმდეგობას. ამ დროს
მერი პაკელიანი თავის თანამებრძოლებთან პირველ საგუშაგოზე იმყოფებოდა, აქვე
იყო მისი მეუღლეც. მერი თანამებრძოლებს მჭიდებს უტენიდა და ამარაგებდა.
როდესაც მტერი უკვე ძალიან ახლოს მოვიდა, მერის უბრძანეს იქაურობას გაცლოდა
და იქვე ახლოს ეკლესიისთვის შეეფარებინა თავი. მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის
დატოვება უჭირდა, იძულებული იყო დაეტოვებინა საგუშაგო. გასვლის წინ კიდევ
ერთხელ შეამოწმა იარაღი, ბიჭებს შესძახა -აბა თქვენ იცით! და სროლასროლით
გასწია ეკლეესიისაკენ. მეუღლემ თვალი გააყოლა და დაინახა, თუ ეკლესიის ეზოს
შესასვლელში როგორ წაბორძიკდა, შემდეგი მისი მოქმედება მეუღლეს არ უნახია,
რადგან ამ ყველაფერს ეკლესიის კედელი
ფარავდა. თუმცა სროლების და აფეთქების ხმები არავის გამოპარვია…
ერთი თვის შემდეგ კამანელი გმირების გამოსვენების დროს, იქ მყოფ აფხაზებისგან
იქნა ცნობილი, რომ ამ დაჭრილ ქალმა სიკვდილის წინ ხელყუმბარა გახსნა და
მტერთაგან ოთხი ბოევიკი შეიწირა!
მერი პაკელიანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა „ვ. გორგასალის I ხარისხის ორდენი“