სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზაურ ხუბუტია 1944-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი ზაურ ხუბუტია 1944-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხუბუტია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

8       ბეჭდვა

ზაურ ხუბუტია 1944-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი

ხუბუტია ზაურ
სოხუმელი ექიმი...მეცნიერებათა კანდიდატი....
ზაურ ხუბუტია შალვას ძე დაიბადა 1944 წელს ქ. სოხუმში.
ექიმი,მეცნიერებათა კანდიდატი  ზაურ  შალვას  ძე  ხუბუტია   დაიბადა  1944  წელს  ქალაქ სოხუმში.
    ზაურ  ხუბუტია  აფხაზეთის  კონფლიქტის  პირველსავე დღეს  ჩადგა  საქართველოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  მებრძოლთა  რიგებში. მას  ყველგან  ნახავდით  სამედიცინო  ჩანთითა   და ავტომატით  ხელში.  2  ივლისს,დესანტის  გადმოსხმის   დროს,დაჭრილების  გამოყვანისას  თავად  დაიჭრა,მაგრამ  ბრძოლის  ველი  არ  მიუტოვებია.
    ზაურ  ხუბუტიას  სასწრაფო  დახმარების მანქანით  გამოჰყავდა  დაჭრილები  ბრძოლის  ველიდან  და  აგუზერის  ჰოსპიტალში  აბინავებდა.
   1993  წლის 27  სექტემბერს,როცა   სოხუმის  ქუჩები  სავსე  იყო   დაჭრილებით,როცა  მთავრობის  სახლი  უკვე  მტერს  ეკავა,ზაურ  ხუბუტიას  არც  მაშინ  დაურღვევია  „ჰიპოკრატეს  ფიცი“- ალმოდებულ  სოხუმში  დაჭრილების   გადასარჩენად  თავს  არ   ზოგავდა,თუმცა  სასწრაფო  დახმარების  მანქანა   აფეთქდა... თანამებრძოლებმა  ზაურ  ხუბუტიას  ცხედარი  ცეცხლის  ხაზიდან  გამოასვენეს  და  სოფელ  მერხეულში,ერთ-ერთ  ფერდობზე  დაკრძალეს.დევნილობის  შემდეგ , ქალაქ თბილისში,ერთ-ერთ  პოლიკლინიკას  მისი  სახელი   მიენიჭა  და  ეწოდება - -შ.პ.ს. „ზაურ ხუბუტიას სახელობის  დევნილთა  საოჯახო  მედიცინის  ცენტრი - დიოსკურია“.
   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით    სამშობლოს   ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის ,ვაჟკაცობისა  და   თავგანწირვისათვის  ზაურ  შალვას  ძე ხუბუტია,სიკვდილის  შემდეგ,   დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III   ხარისხის  ორდენით.

სისხლითა და ცრემლებით იწერება ახალი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოს ისტორია. მკვდარი არ ეთქმის მას, ვინც გმირულად ეცემა ერის, სამშობლოს სიყვარულისთვის....
აფხაზეთის კონფლიქტის პირველსავე დღიდან ჩადგა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დამცველთა რიგებში. სამედიცინო ჩანთითა და ავტომატით ყველა საბრძოლო ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას.
1993 წლის 2 ივლისს დესანტის გადმოსხმის დროს დაჭრილების გამოყვანისას თავად დაიჭრა, მაგრამ ბრძოლის ველი არ მიუტოვებია.
ზაურ ხუბუტიას სასწრაფო დახმარების მანქანით გამოჰყავდა დაჭრილები ბრძოლის ველიდან და აგუძერის ჰოსპიტალში აბინავებდა მათ.
დადგა დაუვიწყარი, მძიმე ... 1993 წლის 27 სექტემბერი...
სოხუმი ეცემა...სოხუმის ქუჩები მიმოფანტულია დაჭრილებით...ალმოდებულ სოხუმში ექიმი ზაურ ხუბუტია თავს არ ზოგავს... დილის 3 საათია. მთავრობის სახლი აღებულია.სოხუმს სეპარატისტები აკონტროლებენ...
ბოლომდე სურდა დაჭრილების შველა ...მაგრამ , ბედმა უმტყუნა...
მძიმე გრუხუნმა მაღლა აიტაცა მანქანა...
თანამებრძოლეებმა ზაურ ხუბუტიას ცხედარი არ დატოვეს...გამოიტანეს ცეცხლის ხაზიდან და სოფელ მერხეულში ერთ-ერთ ფერდობზე დაასაფლავეს.
დევნილობის შემდეგ, ქ. თბილისში, ერთ-ერთ პოლიკლინიკას მიენიჭა შ.პ.ს. ''ზაურ ხუბუტიას სახელობის დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრ დიოსკურიას'' სახელი.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0