სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ბადრი ხუბუტია  1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ბადრი ხუბუტია  1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი ბადრი ხუბუტია  1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ხუბუტია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ბადრი ხუბუტია 1993წ. გარდ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ბადრი ხუბუტიამ სოხუმის შ. რუსთაველის სახელობის I საშუალო სკოლა წარჩინებით დაამთავრა 1979 წელს,ხარკოვის სამშენებლო ინსტიტუტი კი 1984 წელს და ლენინგრაღის ოლქის სოფელ კომუნარში გაანაწილეს ოსტატად,ხოლო 1990 წელს ამავე სამშენებლო

სამმართველოს უფროსი გახდა. დღეს კომუნარი 240-ათასიანი ქალაქია. ბადრი ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე იყო.ძნელია, ეს ყველაფერი მოასწრო 29 წლის ასაკში.

1992 წელს, როდესაც ქალაქ სოხუმში საომარი მოქმედებები დაიწყო, ჩამოვიდა სანკტ-პეტერბურგიდან და თავისი უფროსი ძმის, ონისეს გვერდით დადგა. ეტყობა, ძმების ასეთმა სიყვარულმა განაპირობა, რომ ბადრის პირველ ვაჟს ონისე ჰქვია. 1993 წლის მარტში სოხუმში გააფთრებული ბრძოლები მიდიოდა, ბადრის მეორე ბიჭი შეეძინა, რომელსაც ცოტნე დაარქვა. ძნელია ანუგეშო მშობლები, ბ-ნი კაკო და ქ-ნი ლამარა, რომლებიც იმას ტიროდნენ, ბაბუშერაში დაკრძალული, შუათანა ბიჭის – ბესიკის საფლავზე ვერ მიდიოდნენ, 1997 წლის 22 მაისს კი თავზარდამცემი ცნობა მიიღეს ბადრის დაღუპვის შესახებ, რომელიც 1993 წლის 20 სექტემბერს სოხუმში მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა. ყველანაირი კანონი დაირღვა. სამი ვაჟკაცის პატრონებმა ორი მიწას მიაბარეს. ბადრი საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე ასვენია. მეგობრები და თანამებრძოლებიც ბევრია ირგვლივ. დარწმუნებული ვართ, სიკვდილის წინ, რომ დაცლოდათ, ბოლო სიტყვას იმას იტყოდნენ – ჩვენი შვილები მაინც ჩაიყვანეთ აფხაზეთშიო. უნდა შევასრულოთ მათი დანაბარები. ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. ბადრის დაქვრივებული მეუღლე მაია პეტრიაშვილი თბილისელია. შეეცდება,გაზარდოს ერის საამაყო ბიჭები და წაუძღვეს მათ ბადრის მშობლიურ ქალაქ სოხუმში. სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში 1993 წლის 27 მაისს ქ. კომუნარის საზოგადოებამ, თანამშრომლებმა, როდესაც ბადრის თბილისში მოასვენებდნენ,გამოსათხოვარი მიტინგი გამართეს. ძნელია 34 წლის ასაკში ბადრისნაირი მტკიცე, განათლებული და პატრიოტი ადამიანის დაკარგვა, რომელმაც თავისი შეგნებული სიცოცხლე და სული ხალხის სამსახურში დალია.

დაკრძალულია საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 03.08.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 2



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0