ლიკა წულუკიძე დაიბადა თბილისში 1995წლის 04 სექტემბერს
მწრთვნელი დიმიტრი ფურცელაძე
პირველი ადგილი()
უშუ - ევროპის ჩემპიონატი 2017, თბილისი, საქართველო
პირველი ადგილი()
უშუ - საერთაშორისო ტურნირი "ევრაზიის თასი" 2018, ერევანი, სომხეთი
პირველი ადგილი()
უშუ - საერთაშორისო ტურნირი "ევრაზიის თასი" 2018, ერევანი, სომხეთი
მწრთვნელი დიმიტრი ფურცელაძე
წულუკიძეები - იმერეთის ფეოდალური საგვარეულო წულუკიძეები ისტორიის ასპარეზზე პირველად ჩანან XV ს. შუა წლებში. ამ საგვარეულოს პირველი ისტორიულად ცნობილი წარმომადგენელი არის ვირშელ, როდის მოხდა წულუკიძეთა სათავადოს ჩამოყალიბება, ზუსტად განსაზღვრა ძნელია, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს მოხდა ვირშელის მოღვაწეობის პერიოდში.
სოლომონ I–ის დროს წულუკიძეებს, სამეფო კარზე პირველი ადგილი უჭირავთ. მათ ხელშია მაღალი თანამდებობები. ვაკის სარდლობის გარდა, წულუკიძეებს ეჭირათ ბოქაულთუხუცესის, ქუთაისის მოურავისა და ქილფთართუხუცესის სახელოები. ამ საგვარეულოს ერთი წარმომადგენელი, პაატა გიორგი II–სთან ცუდ დამოკიდებულებაშია. მეფისაგან შერისხული პაატა ოდიშს გადაიხვეწა და ლევან II დადიანის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. დადიანმა მას ადგილ–მამულები უწყალობა. ზუგდიდთან ახლოს. ამის შემდეგ ოდიშში მცხოვრები წულუკიძეები თავად ქორთოძეებად იხსენიებიან,. უფრო გვიან კი ქორთუათა სათავადო ჩამოაყალიბეს. წულუკიძეთა საგვარეულო დიდხანს დარჩა შერისხულ მდგომარეობაში, მაგრამ მეფე ბაგრატ IV–მ შეირიგა წულუკიძეები.
სოლომონ I–ის მეფობის დროს წულუკიძეებს ეკავათ ბოქაულთუხუცესის, ქუთაისის მოურავისა და ქილფთართუხუცესის სახელოები.
ამრიგად, წულუკიძეთა გვარი თავისი ძლიერების ზენიტს აღწევს სოლომონ I–ის დროს. ამას რამდენადმე ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ მეფის მესამე თანამეცხედრე გულქანი წულუკიძეთა საგვარეულოდან იყო. იგი იყო კაციას ასული და „ბრწყინვალე თავადების“ – პაატა, ბერი, გიორგი წულუკიძეებისა, რომლებიც დიდად დაწინაურდნენ სოლომონ I–ის კარზე. მაგრამ მათგან ყველაზე მეტ წარმატებას ბერმა მიაღწია. ბერი იყო „უზენაესის სათავადოსა და სიმაგრის მპყრობელი, ყოვლის დიდებით და სიმდიდრით განსრულებული“. მის ხელში იყო გაერთიანებული სარდალ-ბოქაულთუხუცესისა და ქუთაისის მოურავის თანამდებობები.
XVIII ს. შუა წლებში საეკლესიო სფეროშიც ერთხანს წულუკიძეთა გვარი ბატონობდა: გერმანე წულუკიძე აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოს კათალიკოსად იჯდა.
წულუკიძეთა აზნაურები: მდივნიშვილები, გიორგობიანები, გოცირიძეები, ჭიჭინაძეები, მაჭავარიანები, მომცემლიძეები, დალაქიშვილები, ლეჟავები, წერეთლები, წულუკიძეები, ავალიანები, უგრეხელიძეები, სვანიძეები, კიკნაძეები, მხეიძეები, ადამიები, დარახველიძეები, დაშნიანები.
წულუკიძეები — ფეოდალური საგვარეულო დასავლეთ საქართველოში; ცნობილია 1451 წლიდან. იოანე ბატონიშვილის ცნობით, თავადის წოდება მიუღიათ იმერთა მეფის გიორგი III-ის ზეობისას, 1605 წელს.[1]
წულუკიძეები ფლობდნენ სათავადოს რაჭაში და ქვემო იმერეთის სარდლის სახელოს; საძვალედ ჰქონდათ ნიკორწმინდის მონასტერი. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის დაპყრობის შემდეგ, საგვარეულოს დაუმტკიცდა თავადობა 1850 წ.