სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.12 დავით VII ულუ (1216-1270)  1246-1270 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

1216-1270 წწ. გარდ. 54 წლის

ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

13       ბეჭდვა

3.12 დავით VII ულუ (1216-1270) 1246-1270 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

დავით VII ულუ (დ. 1216 — გ. 1270) — საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლოებით 1236 (1237) წელს რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242/1243 წწ.). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). 1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად "ულუ"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროსი (მონღოლურად "ნარინი") უწოდეს. 1248 (1249) წელს დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.დავით VII ულუ (დ. 1216 — გ. 1270) — საქართველოს მეფე 1247-1270 წლებში, გიორგი IV ლაშას უკანონო შვილი. დაახლოებით 1236 (1237) წელს რუსუდან მეფემ ტახტის შესაძლო პრეტენდენტის თავიდან მოცილების მიზნით იგი თავის სიძესთან (რუსუდანის ასულის, თამარის ქმართან), რუმის სულთან ყიას ად-დინ ქეი ხუსრევ II-თან გაგზვნა. სულთანმა ბორკილგაყრილი დავით გიორგის ძე ციხეში დაამწყვდია. გათავისუფლდა მონღოლთა მიერ ყიას ად-დინის დამარცხების შემდეგ (დაახლოებით 1242/1243 წწ.). უმეფობის ხანაში ქართველ დიდებულთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ტახტის მემკვიდრედ დავით გიორგის ძე წამოაყენა, რადგან დავით რუსუდანის ძე ცოცხალი აღარ ეგულებოდათ. მონღოლთა ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაახლოებით 1245 (1246) წელს ტახტის ახალი კანდიდატი რუმის სასულთნოდან საქართველოში ჩამოიყვანეს და ყაენთან გაგზავნეს. 1246 წელს ყარაყორუმში ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა დავით რუსუდანის ძე. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი (მამიდაშვილ-ბიძაშვილი) აღმოჩნდა და შესაბამისად ქართველ დიდმოხელე ფეოდალთა ორი დაჯგუფებაც შეიქმნა. დავით გიორგის ძის მომხრეებმა იცოდნენ, რომ ქართული სახელმწიფო სამართლის ძალით ვერ გაიმარჯვებდნენ (ქართული სამართალი უკანონო შვილის უფლებებს არ ცნობდა) და ამიტომ ყაენს სთხოვეს ეს საკითხი მონღოლთა სამართლის მიხედვით გადაეწყვიტა (მონღოლთა სამართალი არ განარჩევდა კანონიერ და უკანონო შვილებს და უპირატესობას უფროს შვილს ანიჭებდა). 1247 წელს გუიუქ-ყაენმა ორივე დავითი მეფე დაამტკიცა: დავით გიორგის ძეს უფროსი (მონღოლურად "ულუ"), ხოლო დავით რუსუდანის ძე - უმცროსი (მონღოლურად "ნარინი") უწოდეს. 1248 (1249) წელს დავით VII დავით VI-თან ერთად თბილისში დაბრუნდა. ორივე მეფე 1259 წლამდე თანხმობით განაგებდა ქვეყანას.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0