ნიკუშა ღიბრაძე. დაიბადა 1974 წლის 24 ივნისს.
1993 წლის ივლისის ბოლოს, III კურსის სტუდენტი, მშობლების უჩუმრად მოხალისედ წავიდა აფხაზეთში სამხედრო შენაერთ „სკორპიონში“.
მშობლებს დაუტოვა წერილი:
„მაპატიეთ, ასე რომ ვიქცევი, მაგრამ თბილისში ჩემი დარჩენა შეუძლებელია, ისედაც დიდი ხანი ვითმინე!.. დაჭრილებს მაინც წავადგები ჩემი იქ ყოფნით... ყველამ იცით, რომ სულელი არ ვარ და თავიც საკმაოდ მიყვარს... მივდივარ, რათა შევინარჩუნო ჩემი ნამუსი, ადამიანობა... ავთო, მა! ძებნას ნუ დაიწყებ... დედამ არ ინერვიულოს... ხშირად დავრეკავ, 1-2 კვირაში ჩამოვალ, არაფერი დამაკლდება...“
ვერ ჩამოვიდა:
დაიღუპა 1993 წლის 1 აგვისტოს, სოხუმში.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.