სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ხვიჩა ღიბრაძე 1965-1993წწ. გარდ. 28 წლის, მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი. ხვიჩა ღიბრაძე 1965-1993წწ. გარდ. 28 წლის, მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი. ხვიჩა ღიბრაძე 1965-1993წწ. გარდ. 28 წლის, მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი.

1965-1993 წწ. გარდ. 28 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ღიბრაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

ხვიჩა ღიბრაძე 1965-1993წწ. გარდ. 28 წლის, მერკულა, აფხაზეთი დაბ. ქუთაისი იმერეთი.

ხვიჩა დემურის ძე ღიბრაძე დაიბადა 1965 წელს ქუთაისში, მამა საავტომობილო ქარხანაში მუშაობდა მუშად, დედა – ციცინო, დიასახლისია.



ხვიჩამ 24-ე საშუალო სკოლა დაამთავრა, შემდეგ სამხედრო სავალდებულო სამსახური გერმანიაში გაიარა, ჯარიდან დაბრუნებულმა სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხედრო საინჟინრო-სამშენებლო უმაღლეს სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო მშენებლობაზე წყალტუბოში.

შრომისმოყვარე ახალგაზრდა კაცმა საინჟინრო საქმიანობასთან ერთად ხის დამუშავების ტექნოლოგიაც შეისწავლა, კოოპერატივი გახსნა და ლამაზ ავეჯს ამზადებდა. შემდეგ დაოჯახდა, მეუღლე – ნატო ერთგული, კეთილი, ქმარ-შვილის დიდი მოყვარული ქალი გამოდგა. ზრდიდნენ ორ შვილს – ნინოს,ზურიკოს და იყვნენ ბედნიერები.

შემდეგ აირია ქვეყანა, მოეძალა მტერი საქართველოს, შავი ღრუბელი გადაეკრა ზეცას, შეწუხდა დიდი და პატარა, ვიღას დაუდგებოდა გული შინ.

ხვიჩა ღიბრაძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შექმნისთანავე უყოყმანოდ ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, თავის ძმადნაფიც ბეჟან სურგულაძესთან ერთად.

ხვიჩა და ბეჟანი ლენინგრადში სწავლის დროს შეხვდნენ ერთმანეთს, თანაკურსელები იყვნენ, ერთმანეთს ძმობა შეფიცეს, ერთად დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებელი, ერთად დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში, ერთად მუშაობდნენ და მტერთან ბრძოლაშიც ერთად ჩაებნენ. უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის სიცოცხლეს, იბრძოდნენ მარტვილში, ოჩამჩირის მისადგომებთან, სოფელ მერკულაში.

გამრავლდა მძიმე ძაძებით შემოსილი ახალგაზრდა ქვრივი ქალების რიცხვი.გახშირდა წვერმოშვებული მამაკაცები, ომში დაღუპული ბიჭების პატარა,მრგვალ ჩარჩოში ჩასმული სამკერდე სურათებიანი ადამიანები.

დაობლდნენ პატარები, მათ შორის იმ ოთხი ბიჭის შვილები, რომლებიც 1993 წლის 26 თებერვალს გმირულად დაეცნენ მტერთან ბრძოლაში.

მათ შესახებ 21-ე მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობა წერს:


„ძნელი დასაჯერებელია, რომ თქვენ ცოცხლები აღარა ხართ. 26 თებერვალს განთიადისას თქვენი ოთხეულის მზე ჩაესვენა, საბრძოლო დავალების შესრულებისას მტრის ნაღმმა გიმსხვერპლათ:213-ე მექანიზებული ბატალიონის მეთაური ბეჟან ლევანის ძე სურგულაძე.

მეთაურის მოადგილე კაპიტანი ხვიჩა დემურის ძე ღიბრაძე.

ასეულის მეთაური გურამ დიმიტრის ძე გვანცელაძე და ოცეულის მეთაური რომან იუზას ძე გელენიძე.

თქვენ, ღირსეულო მამულიშვილნო, გმირის სიკვდილით დაეცით და ციურ,მარადიულ სამყოფელს მიაშურეთ...“

ძნელია, ოთხი ვაჟკაცის ერთი ხელის მოსმით მოსპობა და ასე კიდევ რამდენის...

1993 წლის 27 თებერვალს ჩამოასვენეს ხვიჩას ცხედარი ქუთაისში, დაფლეთილი, ფეხმოწყვეტილი.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.07.2021
ბოლო რედაქტირება 01.05.2022
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 07.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0