სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
დავით ჩხიკვიშვილი 1921-1987წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. წარმ. ჩოხატაური, გურია.

1921-1987 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჩხიკვიშვილი სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

354       ბეჭდვა

დავით ჩხიკვიშვილი 1921-1987წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. წარმ. ჩოხატაური, გურია.

დავით ჩხიკვიშვილი (დ. 23 თებერვალი1921 — გ. დეკემბერი1987) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1981). სკკპ წევრი 1940 წლიდან.


მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში როგორც მფრინავი.

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული ფაკულტეტი. 1948–1954 წლებში მუშაობდა საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საქართველოს საზოგადოებაში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. 1954–1955 წლებში საქართველოს კომპარტიის კალინინის რაიკომის პირველი მდივანი; 1955–1956 წლებში საქართველოს კომპარტიის ცკ-ის მეცნიერებისა და კულტურის განყოფილების გამგე; 1956-1957 წლებში საქართველოს კომპარტიის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი; 1957–1961 წლებში საქართველოს სსრ კულტურის მინისტრი; 1961–1969 წლებში ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1972–1980 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1981–1987 წლებში საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრი.


მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ისტორიის საკითხებზე. ივანე ჯავახიშვილის თხზულებათა 12-ტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი და მთავარი რედაქტორი. დავით ჩხიკვიშვილი 100-ზე მეტი მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორის, მონოგრაფიებისა: „სოციალისტური კულტურის ეროვნული ფორმების შესახებ“, „სოციალიზმი და ეროვნული კულტურის ზოგიერთი საკითხი“, „სოციალიზმი, ერი და კულტურა“, „სუმბათაშვილი-იუჟინი საბჭოთა თეატრის სათავეებთან“, „ხალხი და კულტურა“ და სხვა. აგრეთვე ეკუთვნის მემუარული მოგონება სამხედრო თემაზე.

საქართველოს სსრ V-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და სხვა ორდენებით, აგრეთვე მედლებით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0