სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
თეიმურაზ ლოლაძე 1920-2000წწ გარდ. 80 წლის, აკადემიკოსი, ინჟინერი დაბ. ქუთაისი.

1920-2000 წწ. გარდ. 80 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ლოლაძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

78       ბეჭდვა

თეიმურაზ ლოლაძე 1920-2000წწ გარდ. 80 წლის, აკადემიკოსი, ინჟინერი დაბ. ქუთაისი.

თეიმურაზ ლოლაძე (დ. 24 მაისი1920ქუთაისი — გ. 2000) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი.


1942 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი.

შრომითი საქმიანობა თბილისის საავიაციო ქარხანაში დაიწყო, სადაც მუშაობდა საამქროს ტექნოლოგად, ოსტატად, საამქროს უფროსად და ქარხნის მთავარი ტექნოლოგის მოადგილედ. 1958 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრას განაგებდა. 1971–1980 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში, ხოლო 1981–1988 წლებშ რექტორი.


სამეცნიერო მოღვაწეობის დასაწყისშივე განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ლითონთა წრის პროცესის თანმხლებ მოვლენათა ფიზიკურ არსს. მის მიერ დამუშავებულმა წრის პროცესების მყისიერი ფიქსირების ორიგინალურმა მეთოდმა, ფართო გამოყენება ჰპოვა მსოფლიოს მრავალ სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევაში. არის 180 სამეცნიერო ნაშრომის, მათ ორის 9 მონოგრაფიის, 80 საავტორო მოწმობისა და 11 პატენტის ავტორი, რომელთა დიდი ნაწილი გამოცემულია გერმანიაშიინგლისშიაშშ-შიჩინეთშიიაპონიაშისაფრანგეთშიჩეხეთშისლოვაკეთში და სხვ.

  • აშშ-ს ინჟინერ-მექანიკოსთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1983-)
  • მანქანათმშენებლობის წარმოების ტექნოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1966-)
  • საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმი, წევრი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1979-2000)
  • 1966 — საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.04.2021
ბოლო რედაქტირება 24.05.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ლოლაძე - გვარის 14 ღვთისმსახური

1 0

ოლეგ ლოლაძე 1957-1992წწ გარდ. 37 წლის აჩადარა სოხუმი დაბ. თბილისი

2 0


დემიკო ლოლაძე 1944წ მწერალი, ჟურნალისტი, დაბ. თბილისი

1 0


ვახტანგ ალექსანდრეს ძე ლოლაძე, 1909-78წწ გარდ. 69 წლის, შსს მინისტრი დაბ. სიღნაღი, კახეთი/

1 0


შალვა ლოლაძე 1904-1945წწ. ტექსელის აჯანყების მეთაური დაბ. სოფ. ქვემო ხოდაშენი თელავი

2 0