სოხუმის მოტომსროლელი ბატალიონი შინაგანი ჯარი წიგნიდან საქართველოსთვის
ოლეგ დავითის ძე ლოლაძე დაიბადა 1957 წლის 15 აგვისტოს თბილისში.
სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული მამულიშვილი ,აფხაზეთის ომის დაწყებისთანავე დადგა მის დამცველთა რიგებში. 1992 წლის ოქტომბრიდან ოლეგ ლოლაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის შსს შინაგანი ჯარების მთავარი სამმართველოს სოხუმის ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის (ს/ნ 2061) რიგებში ზემდეგად. იყო დისციპლინირებული და სანიმუშო მებრძოლი.
1993 წლის 17 მარტს,აჩადარასთან მიმდინარე საომარი ოპერაციის დროს ოლეგ ლოლაძე გმირულად დაიღუპა.