სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11123

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მამა ილია კარტოზია 1987-2014წწ გარდ. 27 წლის მღვდელმონაზონი, განსაცდელის დროს საკუთარი სიცოცხლე დაუთმო სხვას. დაბ. ზუგდიდი. მამა ილია კარტოზია 1987-2014წწ გარდ. 27 წლის მღვდელმონაზონი, განსაცდელის დროს საკუთარი სიცოცხლე დაუთმო სხვას. დაბ. ზუგდიდი.

1987-2014 წწ. გარდ. 27 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი კარტოზია სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

546       ბეჭდვა

მამა ილია კარტოზია 1987-2014წწ გარდ. 27 წლის მღვდელმონაზონი, განსაცდელის დროს საკუთარი სიცოცხლე დაუთმო სხვას. დაბ. ზუგდიდი.

მამა ილია კარტოზია - გმირი, რომელმაც თავის სიცოცხლე სრულიად უცხო ადამიანებს დაუთმო


▪️2014 წლის 28 დეკემბერი, იტალიურ ბორანზე საშინელი ხანძარი მძვინვარებს, მაშველებს მგზავრები  ცეცხლმოკიდებული გემიდან სამაშველო ნავზე გადაჰყავდათ...


▪️ბორტზე 487 მგზავრია, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე რომელთაგან ერთ-ერთი არქიმანდრიტი ილია კარტოზიაა.

▪️მაშინ როცა ყველა ცდილობდა როგორმე სამაშველო ნავზე მოხვედრილიყო და თავი გადაერჩინა, არქიმანდრიტმა ილიამ თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო და თავად ცეცხლმოდებულ გემზე დარჩა...

▪️სამწუხაროდ მისი გამოყვანა ვერარ მოხერხდა...დაიღუპა 12 მგზავრი, მათ შორისაა გმირი მამა ილია კარტოზია

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სამდივნოს 114-ე სესიაზე გადაწყდა, რომ  არქიმანდრიტი ილია კარტოზია დაეჯილდოვებინათ ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცის ჯილდოთი.


ასეთი დონის საზღვაო ჯილდო მანამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია. 

იგი დაკრძალულია მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის ეზოში.

მეხანძრეებმა ბორტზე ასვლა მას შემდეგ შეძლეს, რაც გემი იტალიის ქალაქ ბრინდიზის პორტში შევიდა

მამა ანტონი: "როცა ეს ამბავი გავიგე, გული ცუდს არ მიგრძნობდა, ალბათ, იმიტომ, რომ სწორად გავიდა სასუფეველში. ალბათ, ახლა მისი სული ზეიმობს"

"მე იქიდან ჩამომასვენებენ, აი, აქ, ამ დიდი ლოდის წინ დამასაფლავეთ. ყველას უთხარით, რომ ეს ჩემი სურვილი იყო", - ეს სიტყვები მცხეთის დავით აღმაშენებლის მამათა მონასტრის წინამძღვარს, მამა ილია კარტოზიას საქართველოდან გამგზავრებამდე ბერებსა და მორჩილებთან უთქვამს. მაშინ მისი სიტყვებისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, ხუმრობა ეგონათ. სამწუხაროდ, ის ცოცხალი მართლა ვეღარ დაბრუნდა საქართველოში.

ტრაგიკულად დაღუპულ 27 წლის არქიმანდრიტს სამშობლოში ამ დღეებში ჩამოასვენებენ. ამ დრომდე ქალაქ ბარიში, ექსპერტიზის ბიუროშია მისი ცხედარი.

მისი ანდერძი ასრულდება.

მამა ილია კარტოზია პატრიარქის კურთხევით მრევლთან ერთად ბარიში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოსალოცად მიემგზავრებოდა. ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" საქართველოს რვა მოქალაქე იყო, მათ შორის ერთი ბავშვი და ფეხმძიმე ქალი. საბერძნეთის სანაპიროსთან ბორანს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. გადარჩენილების თქმით, ცეცხლი ღამით გაჩნდა, ამ დროს მგზავრებს ეძინათ. სამწუხაროდ, 11 კაცი დაიღუპა, ზოგიერთს დღემდე ეძებენ.


საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ირაკლი მეუღლესა და 9 წლის შვილთან ერთად იყო გემზე. "როდესაც ხანძარი გაჩნდა, შვილი ხელში ავიყვანე და გავიქეცი. მამა ილია მამშვიდებდა, ღმერთზე იფიქრე და დაგეხმარებაო. ასე მაძლევდა ძალას. მაჩვენებდა გზას, სად უნდა წავსულიყავი... სამაშველო ნავებზე გადავდიოდით, ამ დროს მამა ილიამ დაინახა ქალი პატარა ბავშვით ხელში და თავისი ადგილი მათ დაუთმო, თვითონ კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა. მოგვიანებით, როდესაც მისი რიგი მოვიდა, სამაშველო თოკი გაწყდა და მამა ილია ზღვაში ჩავარდა".

ვიღაცას წყალში სამაშველო ჟილეტი გადაუგდია, თუმცა, ძლიერი ღელვის გამო მამა ილიამ მასთან მიახლოება ვერ შეძლო. მისი ცხედარი ზღვამ ქალაქ ლეჩესთან გამორიყა. ნაპოვნია ზურგჩანთა, სადაც, წმინდა ნაწილებსა და ხატებს ინახავდა. სასწაულია, ბერს თურმე თმაში ჰქონდა შერჩენილი ჯვარი.


მამა ილიას შესახებ უფრო მეტის გასაგებად მცხეთაში, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტერში მივედი. მამა ილია 3 წელი ამ მონასტრის წინამძღვარი იყო.

მან ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა. დედა პედაგოგია, მამა რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა. ჰყავს ძმა.


მამა ილიას ბავშვობიდან იცნობდა დედა ირინე: "საკურთხეველში გაზრდილ ბავშვს ეძახდნენ,  სტიქაროსანი იყო. მის სახლთან რომ ჩავივლიდით და გარეცხილ პატარა სტიქარს დავინახავდით, სულში სითბო გვეღვრებოდა.

18 წლისა ბერად აღიკვეცა. ეს სასწაული იყო, მაგრამ იმდენად მზად იყო ამისთვის, რომ პატრიარქმა კურთხევა მისცა.



სულ ანთებული თვალები ჰქონდა. შენთვის ყველაფერს გაიღებდა. დედა იხსენებდა, - ძალიან პატარა იყო, რომ მითხრა, დედა, მოდი, გიქადაგებო, კიბეზე ჩამოვჯექი და რომ ვუთხარი, აბა, იქადაგე-მეთქი, მიპასუხა, ასე კი არა, რაღაც თემა უნდა მითხრა, რომ იმ თემაზე ვისაუბროო. დიდი ბიჭივით იყო. ოჯახსაც არ გაჰკვირვებია, ბერობა  რომ აირჩია. როცა ბერად აღკვეცეს, იმ დღეს საოცრად გახარებული იყო, თითქოს ცაში დაფრინავდა.

27 წლის გახლდათ. საფარა უყვარდა უზომოდ. საფარაში დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი,

როცა განსაცდელი ჰქონდა, სულ საფარაში მიდიოდა, იქაურ მამებს ძალიან უყვარდათ, იქ პოვებდა სულიერ შვებას. ამბობდა, იმ მამებისგან ადამიანის განკითხვა არ გამიგიაო. იქ მისი აკვანი იყო, იქ დაინახა ბერობა.

ბევრი ახალგაზრდა დააყენა სწორ გზაზე. ამბობდა, რომ ჩავალ ზუგდიდში, დედაჩემი მეტყვის, იმას უშველეო, და ის ბიჭები მოჰყავდა მონასტერში, მათი ცხოვრება იცვლებოდა.


საოცარია, მაგრამ ჯვარიც გადაურჩა - თმაზე ჰქონდა შემოხვეული. წმინდა ნაწილებსაც სულ ჩანთით დაატარებდა, ეს ყველაფერი გადარჩა, ესეც სასწაულია.  ყველაზე ახალგაზრდა არქიმანდრიტი იყო, მან ეს თავისი წმინდა ცხოვრებით დაიმსახურა. მამა ილიას ლოცვამ გაგაძლიეროთ და დაგლოცოთ უფალმა."

მამა ილია წლების მანძილზე სვეტიცხოველში, მამათა მონასტერში ცხოვრობდა და იქ აღკვეცეს ბერად. მონაზვნებმა მირჩიეს, მამა ანტონი მენახა, ისინი ერთ დღეს აღკვეცეს ბერად და ტყუპს ეძახდნენო.


მამა ანტონი: - 2005 წელს მივედი სვეტიცხოვლის მონასტერში, მამა ილია იქ დამხვდა, ჩემამდე რამდენიმე თვით ადრე მისულიყო. ერთად აღგვკვეცა ბერად ჩვენმა მოძღვარმა მამა ისააკმა 2007 წლის 9 მარტს, მე, მამა ილია და ჩვენი კიდევ ერთი ტყუპისცალი, მამა მელქისედეკ სისაური. სამი ტყუპისცალი ვიყავით. მამა ილია ბავშვობიდან საკურთხეველში იზრდებოდა, ზუგდიდში მეუფის სტიქაროსანიც იყო.  მერე მედავითნეობაზე აკურთხეს და ისე სწრაფად შეისწავლა, რომ ჩვენ მისგან ვსწავლობდით.  მისი პატარა ასაკის გამო მე უფრო ადრე მაკურთხეს დიაკვნად, არადა, ჩემზე მეტი იცოდა, მეც მეხმარებოდა მღვდელმსახურებაში. მამა ილიას მეტის გაკეთება შეეძლო, ცოტა ადრე მოსწყვიტეს მონასტერს. საოცარი ნიჭის პატრონი იყო. არც მისი საქციელი გამკვირვებია, ეს მის სულში იყო - სხვას დაუთმო ადგილი. მის ძმასაც ვიცნობ, ისიც ხშირად მოდიოდა, მამა ისააკს აბარებდა აღსარებას. როცა ეს ამბავი გავიგე, გული ცუდს არ მიგრძნობდა, ალბათ, იმიტომ, რომ სწორად გავიდა სასუფეველში. ალბათ, ახლა მისი სული ზეიმობს. ყველასგან გამორჩეული იყო. რომ ცხონდა, გასაგებია.  სიწმინდეების თაყვანისცემა და სასოება ყოველთვის უყვარდა. წმინდა გიორგის ნაწილები სულ თან დაჰქონდა, წმინდა ნიკოლოზი უყვარდა, ხატებს დაატარებდა. ორჯერ იყო ბარიში და ახლაც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მოსალოცად მიდიოდა.

- წასვლამდე უთქვამს, ცოცხალი ვერ დავბრუნდებიო.

- ჩემთვის არ გაუმხელია, მაგრამ სხვებთან უთქვამს. მორწმუნეებს ეს არ გვიკვირს. ადამიანი გრძნობს რაღაცას წინასწარ. არ გამკვირვებია, რომ სხვას დაუთმო ადგილი და თვითონ დარჩა ცეცხლმოკიდებულ გემზე. ის ჩემი ტყუპისცალი იყო. ნათლისღებაზე მთელი ღამე ცივ წყალში ყველანი ერთად ვმდგარვართ. წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობაშიც დიდი წვლილი მიუძღვის.

შეძრწუნებულია მამა ილიას მრევლი, მათ სულიერი მოძღვარი დაკარგეს.

18 წლის თეიმურაზ ხვისტანი: "მამა ილია საოცრად კარგი პიროვნება იყო - პატარასთან პატარა, დიდთან დიდი. ადვილად ვანდობდით ყველაფერს, ალბათ იმიტომ, რომ ახალგაზრდა იყო. ისეთ რჩევებს გაძლევდა, რომ ჩაგაფიქრებდა ადამიანს. მამაჩემის მოძღვარიც იყო. ძალიან დაგვწყდა გული მისი ნაადრევად ამ ქვეყნიდან წასვლის გამო. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი!"

"ნორმან ატლანტიკს" ცეცხლი გაუჩნდა


ადრიატიკის ზღვაში მცურავ ბორან "ნორმან ატლანტიკს" საბერძნეთის კუნძულ კორფუს სანაპიროსთან ცეცხლი  გაუჩნდა. გემზე 422 მგზავრი, 56 ეკიპაჟის წევრი იყო. მათ შორის იყო რვა ქართველი, აქედან 5 მათგანის, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის ევაკუაცია ხანძრის გაჩენისთანავე მოხერხდა, კიდევ ორი ქართველი კი მოგვიანებით გადაარჩინეს. სამწუხაროდ, დაიღუპა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია, რომლის ცხედრის პოვნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ტაბატაძემ დაადასტურა.


თეა ხურცილავა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 13.10.2023
სულ რედაქტირებულია 3

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 01.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0