სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
წმინდა ზენონ იყალთოელი VI საუკუნე ათსამმეტი ასურელი მამათაგანი.  მოღვაწეობდა სოფ. იყალთო, თელავი. ხსენება 19(29) ოქტომბერი
ბმულის კოპირება

წმიდანები

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

472       ბეჭდვა

წმინდა ზენონ იყალთოელი VI საუკუნე ათსამმეტი ასურელი მამათაგანი. მოღვაწეობდა სოფ. იყალთო, თელავი. ხსენება 19(29) ოქტომბერი

    29 ოქტომბერს (ძვ. სტ. 16 ოქტომბერს) ქრისტეს ეკლესია იხსენიებს წმინდა ზენონ იყალთოელს. 


მეექვსე საუკუნეში, საქართველოში პირველი სამონასტრო კერები ჩნდება და იწყება ბერ-მონაზვნური ცხოვრების აღორძინება. ეს ფაქტი უკავშირდება ცამეტ ასურელ მამას, რომელიც წმინდა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით შემოვიდინენ საქართველოსი. (იხ. იოანე ზედაზნელის ცხოვრება). ასურელ მამათა შორის იყო ზენონ იყალთოელიც. წმინდა ზენონი, ცხოვრობდა ჯერ ზედაზნის, შემდეგ კი თავისსავე დაარსებულ იყალთოს მონასტერში. დასაფლავებულია იქვე. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო კახეთში ქრისტიანული ეკლესიის განმტკიცებას. მისი ცხოვრების აღმწერელი თხზულება შემონახული არ არის და წმინდა იოანე ზედაზნელის ცხოვრებიდან ვეცნობით, თუმცა ჩვენამდე მოღწეულია იყალთოს მონასტერი, რომელიც სწორედ წმინდა ზენონის სახელთან არის დაკავშირებული

ფოტო გადაიღო ქეთევან ფეიქრიშვილმა დაბადებული 2004 წელს თელავში

     თელავის დასავლეთით, 7-8 კმ-ზე, მდებარეობს იყალთოს მონასტერი, რომელიც, არქეოლოგიური თუ საისტორიო შესწავლის მიხედვით, დაარსებული უნდა იყოს VI საუკუნის მეორე ნახევარში, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში ასურელილ მამები შემოვიდნენ. მონასტერი მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა არა მარტო კახეთში, არამედ მთელ საქართველოში. აქ დაარსდა უმაღლესი სკოლა-აკადემია, სადაც მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი არსენ იყალთოელი.


     არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.

    იყალთოს აკადემიაში ეუფლებოდნენ ღვთისმეტყველებას, რიტორიკას, ასტრონომიას, ფილოსოფიას, გეოგრაფიას, გეომეტრიას, გალობას და სხვ. აღნიშნული თეორიული კურსების გარდა მოსწავლეები სწავლობდნენ ლითონის დამუშავებას, კერამიკულ წარმოებას, მევენახეობა-მეღვინეობას, ფარმაკოლოგიას და სხვ. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. მთავარ, ღვთაების ეკლესიას აქვს ბერძნული ჯვრის ფორმა. იგი აშენებულია უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე, სადაც დაკრძალულია მისი დამაარსებელი ზენონი. ზემოთ აღნიშნული ეკლესიები მრავალჯერაა რესტავრირებული და ამჯერად მათი თავდაპირველი სახე ძლიერ შეცვლილია. იყალთოს აკადეიამ დიხანს იარსება, მისი როლი დიდია საქართველოს განმანათლებლობის საქმეში. 1616 წელს შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ აკადემია ცეცხლს მისცეს და მან თავის არსებობა შეწყვიტა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.05.2021
ბოლო რედაქტირება 06.02.2022
სულ რედაქტირებულია 3





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0