ისიდორე სამთავნელი, ეზდერიოს სამთავნელი — VI საუკუნის შუა წლებში მოღვაწე ერთ-ერთი ათცამეტი ასურელი მამათაგანი, წმინდანი (ხს. დღე — 12 (25) ივნისი). თავდაპირველად ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ ქართლში მდინარე ლეხურის აღმოსავლეთით, სამთავისის სანახებში, დააარსა მონასტერი. დასაფლავებულია სამთავისის ტაძრის ტერიტორიაზე.
ისიდორე სამთავნელის ცხოვრების ამსახველი ცალკე თხზულება არ შემორჩენილა. მის შესახებ ცნობები მოიპოვება სხვა ასურელ მამათა ცხოვრების ტექსტებში.