სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.16 დავით VIII (1273-1311) 1293 _ 1311 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

406       ბეჭდვა

3.16 დავით VIII (1273-1311) 1293 _ 1311 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

დავით VIII (დ. დაახლოებით 1273/1274 — გ. 1311) — საქართველოს მეფე 1293-1311 წლებში, დემეტრე II თავდადებულის ძე. 1284 წლიდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 წელს დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა. 1291 წელს ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის (დავით ნარინის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. 1291 (1292) მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის (მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში. ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა. დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოსი კი კონსტანტინე I, დავით VI ნარინის ძე განაგებდა. დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. 1295 წელს მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან. იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი 1295-1304) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა. 1297 წელს დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო. ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა. დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა. ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად. როდესაც ამ გზითაც ვერაფერს გახდა, 1299 წელს მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე). მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა. დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა. დავით VIII კვლავ მთიულეთში გამაგრდა და საქართველოს იმ მხარეებს არბევდა, რომლებიც ყაენის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ. მალე დავით VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა, ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა. 1302 წელს ყაენმა ვახტანგი საქართველოს მეფედ დაამტკიცა. დიდი სამხედრო ძალის მიუხედავად მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმოსავლეთ საქართველო ააოხრა. ბრძოლებს თან შიმშილი მოჰყვა, ქართლის მოსახლეობა სამცხეში გარბოდა. ვიკიპედია

საქართველოს მეფე 1293-310წწ., დემეტრე II თავდადებულის ძე; 1284 წლიდან იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. 1289 წელს დემეტრე II-მ ილხანთა ურდოში წაიყვანა; 1291 წელს ათაბაგი ხუტლუბუღა შეეცადა ვახტანგ II-ის(დავით ნარინის ძე) მაგიერ დავით უფლისწული გაემეფებინა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია; 1291 (1292) წელს მონაწილეობდა ქეღათუ-ყაენის მიერ რუმის(მცირე აზია) აჯანყების ჩასაქრობად მოწყობილ ლაშქრობაში; ამის შემდეგ ყაენმა დავით VIII მეფედ დაამტკიცა; დავით VIII ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს მეფე იყო, დასავლეთ საქართველოს კი კონსტანტინე I (დავით VI ნარინის ძე) განაგებდა; დავით VIII ცდილობდა ილხანსა და ნოინებს შორის ბრძოლა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა; 1295 წელს მან კავშირი შეკრა ქეღათუ-ყაენის მოწინააღმდეგე თუქალ-ნოინთან; იმავე წელს ბაიდუსა (ილხანი 1295) და ყაზანს (ილხანი 1295-1304) შორის ბრძოლაში თუქალი ბაიდუს მხარეზე იბრძოდა; 1297 წელს დავით VIII ყაზან-ყაენმა ურდოში იხმო; ვაზირთა რჩევის მიუხედავად, მეფე არ ეახლა მას, აჯანყდა და მომხრე ფეოდალებთან ერთად მთიულეთში გამაგრდა; დავით VIII-მ ყაზანის წინააღმდეგ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა ორქოს ურდოს ყაენს - მას თავისი უმცროსი ძმა ვახტანგი გაუგზავნა ელჩად და ირანში შესასევად უმოკლესი, დარიალის გზის მიცემას დაჰპირდა; ამ კავშირის ჩაშლის მიზნით ყაზან-ყაენი შეეცადა დაზავებოდა დავით VIII-ს, მაგრამ უშედეგოდ; მაშინ ყაზანმა ჯარები გამოგზავნა ურჩი ვასალის დასამორჩილებლად; როდესაც ამ გზითაც ვერაფერს გახდა, 1299 წელს მეფედ დაამტკიცა დავით VIII-ის უმცროსი ძმა (შემდეგში გიორგი V ბრწყინვალე); მონღოლთა განუწყვეტელი შემოსევები ქვეყანას ანადგურებდა; დავით VIII-ის მომხრე მსხვილ ფეოდალთა უმრავლესობა დარწმუნდა, რომ ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო და ყაენს დამორჩილდა; დავით VIII კვლავ მთიულეთში გამაგრდა და საქართველოს იმ მხარეებს არბევდა, რომლებიც ყაენის ხელისუფლებას ემორჩილებოდნენ; მალე დავით VIII თავის ძმას ვახტანგსაც გადაემტერა, ვახტანგი იძულებული გახდა ყაენს ხლებოდა; 1302 წელს ყაენმა ვახტანგი საქართველოს მეფედ დაამტკიცა; დიდი სამხედრო ძალის მიუხედავად მონღოლებმა ვერ შეძლეს მთიულეთში შესვლა, რამაც მათ ძლევამოსილებას სახელი გაუტეხა. მაგრამ მონღოლთა ლაშქრის ყოველწლიურმა თარეშმა აღმოსავლეთ საქართველო ააოხრა; ბრძოლებს თან შიმშილი მოჰყვა, ქართლის მოსახლეობა იძულებული გახდა სამცხეში გახიზნულიყო. ეროვნული ბიბლიოთეკა


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0