აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრილი სია წიგნიდან საქართველოსათვის
დიმიტრი ცაგურია დაიბადა 1968 წელს. 1985 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა.
იმავე წელს ჩაირიცხა რიგის უმაღლეს სამხდრო სასწავლებელში. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.
დიმიტრი ცაგურია მუშაობდა გალის სამხედრო კომისარიატში მეოთხე განყოფილების უფროსად. როცა სოხუმში შინაგანი ჯარი ჩამოყალიბდა, დიმიტრი როგორც სპეციალისტი, მიიწვიეს ჯერ შტაბის უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ შტაბის უფროსად. (დიმიტრი მონაწილეობდა სამაჩაბლოს მოვლენებშიც).
დიმიტრი ცაგურია 1992 წლიდან იბრძოდა სოხუმის მისადგომებთან. 1992 წლის 4 ოქტომბერს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
ტექსტის აკრეფვაში მოგვეხმარა გვანცა ტალახაძე დაბადებილია 2002წ სოფელი კორბოული საჩხერე
მწუხარებასა და ტანჯვას ვერ უძლებს გული. უკვე სამი წელი შესრულდება 4 ოქტომბერს, რაც აფხაზების მიერ დაქირავებულმა სნაიპერის ტყვიამ შეწყვიტა შენი უკეთეს მომავალზე ფიქრებით სავსე სიცოცხლე. შენმა სიკვდილმა დედაშენს გაუჩინა მოურჩენელი სევდა. ჩემო ერთადერთო იმედო, როგორ მომენატრე, დედა, ხომ იცოდი შენს იქით დედას გზა არ ჰ)ონდა. დედა შენითხარობდა, შენით სულდგმულობდა. შენც კიდევ დედაზე უზომოდ იყავი შებული. დაიბადე 1968 წელს, საშუალო სკოლა დაამთავრე 1985 წელს. იმავე. წელს ჩაირიცხე რიგის სამხედრო უმაღლეს სასწავლებელში, დაამთავრე 1989 წელს, იყავი თსუ იურიდიული ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი. ჯერ კრასნოიარსკში სამხედრო ნაწილში მუშაობდი ბატალიონის უფროსის მოადგილედ. შემდეგ დედის თხოვნით გადმოგიყვანეს აფხაზეთში და მუშაობდი გალის სამხედრო კომისარიატში მეოთხე განყოფილების უფროსად. როცა სოხუმშა შინაგანი ჯარი ჩამოყალიბდა, როგორც სპეციალისტი, მიგიწვიეს ჯერ შტ.ბის უფროსის მოადგილედ, შემდეგ შტაბის უფროსად. სანამ აფხაზეთში ოლი დააწყებოდა, იყავი ოსეთში წასული საომრად. აფხაზეთში ომის დაწყების დღიღან
იბრძოდი - სოხუმის მისაღგომებთან. უკანასკნელად, შვილო, გნახე 1992 წლის 15 სექტემბერს. არაფერი მინდა, ოღონდ შენი ყურებით გამაძღეო, ასე მითხარი, რა ვიცოდი თუ 4 ოქტომბერს ტყვიით განგმირულ შვილს ჯერ კიდევ თბილს. მომისვენებდნენ სახლში. ვერ აიტანა ყოველივე ეს გამზრდელმა მამამ ტარიელ ბანძელაძემ, გული გაუსკდა და დროებით მივაბარე ვაკის სასაფლაოზე, შენი 65 წელს მიტანებული დედა კი შეიკედლა სამხედრო ნაწილმა, რომელსაც მეოაურობს პოლკოვნიკი შაქრო ხურციძე. ახალგაზრდა ოფიცრები ზრუნვას.
დედა ფოთოლა ცაგურია