ბესიკ გოგია დაიბადა 1968 წლის 27 ოქტომბერს დაბა გულრიფშში.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს , 1992 წლის 12 სექტემბრიდან, ირიცხებოდა მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე-6 ცალკეულ სატანკო ბატალიონში. შემდეგ გადმოვიდა მე-2 საარმიო კორპუსის ცალკეული მატერიალური უზრუნველყოფის ბატალიონში. მტერთან ბრძოლაში განსაკუთრებული თავდადება გამოიჩინა 5-6 იანვრისა და 16-17 მარტის შემოტევებისას.
ბესიკ გოგია 1993 წლის 16 სექტემბერის საბრძოლო შეტაკების დროს ჭეშმარიტი გმირობისა და ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა. ტყვიების წვიმაში გამოჰყავდა დაჭრილი თანამებრძოლები ფრონტის ხაზიდან, ტყვია-წამლითაც ამარაგებდა მათ.
ბესიკ გოგია დაიბადა 1968 წლის 27 ოქტომბერს გულრიფშის რაიონში.
აფხაზეთის ომის დროს ჩარიცხული იყო მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მე6 ცალკეულ სატანკო ბატალიონში, 1992 წლის 12 სექტემბრიდან.
მტერთან ბრძოლაში მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 5-6 იანვრისა და 16-17
მარტის შემოტევების დროს. 1993 წლის 16 სექტემბრის საბრძოლო შეტაკებისას
ჭეშმარიტი გმირობისა და ვაჟკაცობის მაგალითი აჩვენა. ტყვიების წვიმაში გამოჰყავდა
დაჭრილი თანამებრძოლები ფრონტის ხაზიდან, თანაც ტყვია-წამლით ამარაგებდა
მათ.
1993 წლის 21 სექტემბრის შეტაკებისას კი მტრის ულმობელმა ტყვიამ ბრძოლის
ველზე გამოასალმა სიცოცხლეს 25 წლის გმირი ვაჟკაცი. ბესიკის ცხედარი თანამებრძოლებმა – კახა გოგოხიამ და მურთაზ ქარდავამ გადმოასვენეს და დაკრძალეს გულრიფშის საძმო სასაფლაოზე.