სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10646

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ნიკოლოზ გოგია 1963-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი ნიკოლოზ გოგია 1963-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი გოგია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

58       ბეჭდვა

ნიკოლოზ გოგია 1963-93წწ. გარდ. სოფ. კამანი სოხუმი დაბ. ქ. სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ნიკოლოზ  ვლადიმერის  ძე  გოგია  დაიბადა  1963  წლის  28  სექტემბერს  ქალაქ  სოხუმში.  დაამთავრა  სოხუმის  №13  საშუალო  სკოლა, შემდეგ  კი,  საქართველოს  სუბტროპიკული  მეურნეობის   ინსტიტუტის  ტექნოლოგიის  ფაკულტეტი.

    ნიკოლოზი  1992   წელს, აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყების  დღიდან  სამშობლოს  დამცველთა  რიგებში  ჩადგა. ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე   მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-2  („ბაგრატიონის“)  ასეულში. მონაწილეობდა  ყველა  მნიშვნელოვან  საბრძოლო  ოპერაციაში  -ტამიშში,კინდღში,ლაბრაში,ცუგუროვკაში,კომანში.  1993  წლის  14  იანვარს , სოფელ  კვიტოულში  „ბაგრატიონელები“  ალყაში  მოაქციეს. ასეული  მტერს, უთანასწორო  ბრძოლაში, რვა  საათის  განმავლობაში  იგერიებდა. „ბაგრატიონმა“  საგრძნობი  საგრძნობი  ზარალი  მიაყენა  მტერს  და  ალყის  გარღვევაც  შეძლო. ასეულმა  დიდი   წვლილი  შეიტანა, აგრეთვე  15-16  მარტს   სოხუმზე  განხორციელებული  შტურმის  დროს. ნიკოლოზ  გოგია  მონაწილეობდა  გუდაუთის  რაიონში  ჩატარებულ  სპეციალურ  სადესანტო-სადაზვერვო  ოპერაციაში.

   ნიკოლოზ  გოგიასთვის  საბედისწერო  აღმოჩნდა  1993  წლის  31  მარტი,როცა  სოფელ  კომანში  წარმატებით  განხორციელდა  მორიგი  საბრძოლო  ოპერაცია,თუმცა  ნიკოლოზი  სასიკვდილოდ  დაიჭრა  და  სოხუმის  ჰოსპიტალში  გარდაიცვალა.

      საქართველოს   პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული  მთლიანობისთვის   ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,  ვაჟკაცობისა   და  თავგანწირვისათვის  ნიკოლოზ  გოგია,სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 21.06.2021
ბოლო რედაქტირება 03.11.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0