სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12261

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ზურაბ  ბიგვავა 1956-05/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აგუბედია ოჩამჩირე ზურაბ  ბიგვავა 1956-05/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აგუბედია ოჩამჩირე ზურაბ  ბიგვავა 1956-05/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აგუბედია ოჩამჩირე ზურაბ  ბიგვავა 1956-05/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აგუბედია ოჩამჩირე

1956-1993 წწ. გარდ. 37 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ბიგვავა სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

ზურაბ ბიგვავა 1956-05/07/93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. სოფ. აგუბედია ოჩამჩირე

მე-2  საარმიო კორპუსი  24-ე  ბრიგადა 245-ე  ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ზურაბ  ბიგვავა  დაიბადა   1956  წლის  2  იანვარს,ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  აგუბედიაში.


უნივერსიტეტში  სწავლობდა ,დაოჯახებაც  მოასწრო.

        სოფელ  აგუბედიის  მოსახლეობის  უმრავლესობას  ქართველები  წარმოადგენდნენ, მიუხედავად  ამისა, ქართველი  ბავშვები  იძულებულნი იყვნენ  აფხაზურ  სკოლაში  ესწავლათ.



         1990 წელს  ზურაბის დიდი ძალისხმევით აფხაზურ სკოლაში  ქართული კლასი გაიხსნა. ზურაბის მიმართ ბევრი მუქარა იყო. ერთადერთი ვაჟიშვილის სიცოცხლის ხელყოფითაც  კი ემუქრებოდნენ. რადგან  ბავშვებ ი შიშის  და ზეწოლის  ქვეშ  სწავლობდნენ, გადაწყვიტა მებობრების  დახმარებით  ქართულენოვანი  საჯარო  სკოლა დაეარსებინა. ამ სკოლამ  მხოლოდ  სამი  წელი იარსება,1993  წელს  სეპარატისტებმა სკოლა დაწვეს.


       აფხაზეთში საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე , ზურაბი სამშობლოს სადარაჯოზე დადგა. ირიცხებოდა  საქართველოს რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს მე-2  საარმიო კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  245-ე  ბატალიონის  შემადგენლობაში. 1992 წლის 25  დეკემბრიდან  1993  წლის  5 ივლისამდე  მე-3  ასეულის  უფროსის  მოადგილე  იყო.


       5  ივლისს, ბრძოლის დროს სნაიპერის ტყვიამ  შეიწირა მისი  სიცოცხლე. იმ  დღეს ბიჭებისთვის უთქვამს: „დღეს  შეიძლება  ვინმეს სიცოცხლე  ბრძოლამ  შეიწიროს , ეს ომია  და ღმერთს  შევთხოვ , თუ  ვინმეს  ელის  სიკვდილი, მე  გამომარჩიოს  უფალმა...“ - ასეც  მოხდა!

      საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით  სამშობლოს  ტერიტორიული მთლიანობისთვის  ბრძოლაში  გამოჩენილი  გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის  ზურაბ ბიგვავა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის  III  ხარისხის ორდენით.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 30.05.2021
ბოლო რედაქტირება 06.01.2023
სულ რედაქტირებულია 3




ბიგვავა

1 0

ბიგვავა ლევან დაბ. 1994წ. დიაკონი ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარი დაბ. სოფ. ნარაზენი, ზუგდიდი

2 0

ტატო ბადრის ძე ბიგვავა 1995-2022 გარდ. 27 წლის მარიუპოლი (აზოვსტალი) უკრაინა დაბ. დნეპრი უკრაინა, წარმ. სოფ. ნარაზენი, ზუდგიდი

2 0