დიაკონი ლევან ბიგვავა
დაიბადა 1994 წლის 13 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონის სოფ. ნარაზენში.
2012 წელს დაამთავრა სოფ. ნარაზენის N1 საჯარო სკოლა, 2014 წელს _ ზუგდიდის სსიპ სამხატვრო სკოლა,
გამოყენებითი ხელოვნების, გრაფიკის, ფერწერისა და ქანდაკების სრული კურსი.
2015-2016 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
2017-2020 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის ხატწერის სკოლაში.
2015 წლიდან 2021 წლამდე პერიოდულად მუშაობდა კერამიკის საამქროში.
2012 წელს ნარაზენის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ ცინდელიანმა სტიქარით შემოსა და
მსახურობდა ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში.
2020 წლიდან მუშაობს სოფ. ნარაზენის ხარების სახელობის ტაძრის საკვირაო სკოლაში ხატწერის მასწავლებლად.
2022 წლის 10 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად და მსახურობს
ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ზუგდიდი, სოფ. ნარაზენი, კ. ლომაიას ქ.N 22
2022 წლის 10 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად აკურთხა ლევან ბიგვავა, რომელიც ნარაზენის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში იმსახურებს.
<
>