სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე
3.21 გიორგი VII  1393 _ 1407 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე 3.21 გიორგი VII  1393 _ 1407 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე
ბმულის კოპირება

საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები 98 მეფე

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

539       ბეჭდვა

3.21 გიორგი VII 1393 _ 1407 წწ. ერთიანი საქართველოს მეფე

გიორგი VII — საქართველოს მეფე 1393-1407 წლებში, ბაგრატ V-ისა და ელენე კომნენას ძე. მამამისის სიცოცხლეშივე განაგებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და წყაროებშიც ამ დროიდან იხსენიება მეფედ. გიორგი VII-ის მეფობის დროს 1394-1403 წლებში თემურლენგი მრავალჯერ შემოესია საქართველოს. თემურლენგის საქართველოში ლაშქრობებისას მისმა ლაშქარმა სასტიკად ააოხრა ჰერეთ-კახეთი, თრიალეთი, ქვემო და შიდა ქართლი, იმერეთი. თემურლენგის მთავარი მიზანი ქვეყნის დაპყრობა და გამაჰმადიანება იყო. მიუხედავად დიდი სისასტიკისა, მან მაინც ვერ შეძლო ქართველი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა და გიორგი მეფის ხელში ჩაგდება. გიორგი VII-მ თემურლენგის წინააღმდეგ საბრძოლველად გააერთიანა ამიერკავკ. ხალხები (ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვ.), იყენებდა ოქროს ურდოსა და თოხთამიშის დაპირისპირებას თემურლენგთან. 1399 წელს იგი დაუკავშირდა თემურლენგის წინააღმდეგ მებრძოლ აჰმედ ჯალაირს, რ-ის შვილი, თაჰერი, ქართველებმა იხსნეს თემურლენგის მიერ გარშემორტყმული ალინჯის ციხიდან. 1400 წელს გიორგი VII-მ უარით უპასუხა თემურლენგის მოთხოვნას თაჰერის გადაცემის შესახებ. ამას მოჰყვა საქართველოს მორიგი აოხრება. გიორგი VII დას. საქართველოში გადავიდა, ხოლო თაჰერმა ოსმალეთს შეაფარა თავი. თემურლენგსა და გიორგი VII-ს შორის 1400 წელს დროებითი, ე. წ. შამქორის ზავი დაიდო: გიორგი VII-მ მსუბუქი ხარკი იკისრა, მაგრამ პირობა არ შეასრულა. 1401 წელს თემურლენგმა კვლავააოხრა საქართველო. გიორგი VII მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა. თემურლენგთან 1403 წელს დადებული ზავი უფრო მძიმე იყო და ხარკთან ერთად სამხ. სამსახურსაც ითვალისწინებდა. თემურლენგის სიკვდილის შემდეგ გიორგი VII აღმ. საქართველოში გადმოვიდა და ციხესიმაგრეებიდან განდევნა თემურლენგის მიერ ჩაყენებული მეციხოვნეები. გიორგი VII-ის მეთაურობით ქართველებმა დაამარცხეს თემურიანთა ლაშქარი, დაარბიეს ნახჭევანი, განჯა და თავრიზსაც მიაღწიეს. შემდეგ ქართველებმა ნახჭევანი და განჯა დატოვეს. ეს ქალაქები დაიკავა გიორგი VII-ის მოკავშირე შირვანშაჰმა. თემურლენგის შემდეგ საქართველოს სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებს შავბატკნიანი თურქმანთა ურდოები მოადგნენ. 1407 წელს, გიორგი VII დანგრეულ და დასუსტებულ ქვეყანაში ახალი მტრის შემოსვლის ასალაგმად სომხეთში დაუხვდა თურქმანებს და მათთან ბრძოლაში დალია სული. დაკრძალეს სვეტიცხოველში.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0