მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ვიტალი რუბენის ძე ბენდელიანი დაიბადა 1958 წლის 8 ოქტომბერს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ცაგერაში. დაამთავრა ცაგერას საშუალო სკოლა. მუშაობდა ოჩამჩირის რკინიგზის სადგურში,ვაგონების ტექნიკური შემოწმების პუნქტში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში 1992 წლის 11 დეკემბრიდან ჩაერთო. ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 24-ე მექანიზირებული ბრიგადის 242-ე ბატალიონის შემადგენლობაში - მეტყვიამფრქვევედ.
ვიტალი ბენდელიანი აქტიურად მონაწილეობდა ბატალიონის მიერ წარმოებულ არაერთ საბრძოლო ოპერაციაში. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
ვიტალი ბენდელიანი გმირულად დაიღუპა 1993 წლის 16 სექტემბერს,ცაგერაზე მტრის ვერაგული შემოტევის დროს.