სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11919

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჭიჭიკო დადვანი 1939-1992წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე  დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე  აფხაზეთი. ჭიჭიკო დადვანი 1939-1992წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე  დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე  აფხაზეთი.

1939-1992 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დადვანი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

514       ბეჭდვა

ჭიჭიკო დადვანი 1939-1992წწ. გარდ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე დაბ. სოფ. კოჩარა ოჩამჩირე აფხაზეთი.

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 242-ე ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"



ჭიჭიკო  დადვანი  დაიბადა  1993  წელს  ოჩამჩირის  რაიონის  სოფელ  კოჩარაში. აქვე დაამთავრა  საშუალო  სკოლა. კოჩარაში  დადვანების  ოჯახს  ყველა  იცნობდა  და  პატივს სცემდა. ფიზიკურად  ძლიერი,კეთილი,მეგობრული  ჭიჭიკო  ომის  დაწყებისთანავე გაწევრიანდა  ბატალიონში,რომელსაც ბუთხუზ  თოხაძე  მეთაურობდა. მოგვიანებით  კოჩარაში შეიქმნა  ბრიგადა,რომლის  ერთ-ერთი  ბატალიონის  უფროსად   ჭიჭიკო  დადვანი  აირჩიეს. აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის   სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  ბრიგადის  242-ე ბატალიონში.


 1992 წლის  26 ნოემბერს  დაიწყო  მოწინააღმდეგის   შემოტევა  კოჩარაზე. 29  ნოემბრის ღამეს  კოჩარა  მტერმა  აიღო. ჭიჭიკო  დადვანი  თავისი  29  მებრძოლით  აფხაზური  სოფლის - კვიტოულის  მხრიდან  იგერიებდა  მოწინააღმდეგის  შემოტევას,მათთან  ერთად  იბრძოდნენ სოფლის  ექიმები. ღამის  2  საათზე  მტერმა  კოჩარის  ცენტრში   შეაღწია, აფხაზებთან  ერთად იყვნენ  კაზაკები,ჩეჩნები,რუსები. ჭიჭიკო  დადვანი  შვიდკაციანი  რაზმით  კოჩარის  გზაზე ჩაუსაფრდა  მტერს  და  სამკვდრო- სასიცოცხლო  ბრძოლა  გაიმართა,მაგრამ  თვითონაც გმირულად  დაეცა.

 2016  წლის  სექტემბერში  ჭიჭიკო  დადვანის  ნეშტი  ქალააქ  თბილისში  გადმოასვენეს.



ჭიჭიკო დადვანი დაიბადა 1939 წლის 15 მაისს მესტიის რ-ნის სოფელ მულახში.

წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/98

1946-1954 წლებში სწავლობდა ქლუხორის რ-ნის საშუალო სკოლაში.

1962-1964 წლებში მსახურობდა მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში თურქმენეთში, ქალაქ ნებიტდაგში.

1957-1967 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის სავაჭრო ტექნიკუმში.

1968 წელს მუშაობა დაიწყო ოჩამჩირის რ-ნის სოფელ კოჩარის კოლმეურნეობის საზოგადოებრივი კვების ობიექტის გამგედ.

1972 -1992 წლებში  მუშაობდა გუდაუთის რ-ნის მიუსერაში სახელმწიფო აგარაკების მშენებლობაზე მძღოლად.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 29 ნოემბერს დაიკარგა უგზო-უკვლოდ სოფ. კვიტოულთან.

დარჩა მეუღლე,  ხუთი შვილი და ერთი შვილიშვილი.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.06.2021
ბოლო რედაქტირება 19.12.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 25.07.2023
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0