იასონ იავანეს ძე ჭავჭავაძე (1804-18 ივნისი 1857) დიდგვაროვანი,
სამხედრო პირი დაიბადა წინანდალში სამხედრო სამსახური დაიწყო 1819 წელს პოდპრაპორშჩიკად შირვანის, შემდეგ პასკევიჩის ქვეითთა პოლკში; 1822 წელს მონაწილეობდა სამხედრო ლაშქრობაში ჭარ-ბელაქანში; 1823 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში; მონაწილეობდა რუსეთ-ირანის ომში (1826-1828);
განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1826 წლის 13 სექტემბერს ელიზავეტპოლთან (ახლანდელი განჯა, აზერბაიჯანი) ბრძოლაში, სადაც ხიშტით დაჭრეს ფეხში. 1828-1829წწ. რუსეთ-ოსმლეთის ომის დროს მონაწილეობდა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის, არზრუმის და ოსმალეთის სხვა ციხესიმაგრეთა აღებაში, შემდეგ კვლავ მონაწილეობდა ბრძოლებში კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ;
1849 წელს დაინიშნა პრინც ვიურტემბერგის დრაგუნთა პოლკის მეთაურად; 1853-1856წწ. ყირიმის ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, ბებუთოვის ალექსანდროპოლის რაზმის შემადგენლობაში; თავი ისახელა 1853 წლის 19 ნოემბერს ბაშკადიკლარისა და 1854 წლის 24 ივლისს ქურუქ-დარის ბრძოლებში, სადაც მძიმედ დაიჭრა; 1856 წელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამხედრო სამსახურიდან გადადგა. თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1852).