სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10711

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ვალერი კუბლაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ტყვარჩელი ოჩამჩირე აფხაზეთი ვალერი კუბლაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ტყვარჩელი ოჩამჩირე აფხაზეთი

1967-1993 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი კუბლაშვილი სია

ოჩამჩირე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

48       ბეჭდვა

ვალერი კუბლაშვილი 1967-93წწ. გარდ. აფხაზეთი დაბ. ქ. ტყვარჩელი ოჩამჩირე აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 24-ე ბრიგადა 241 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

ვალერი  ლეოს  ძე  კუბლაშვილი  დაიბადა  1967   წლის  3   მარტს  ქალაქ  ტყვარჩელში. 


თავმდაბალი ,  კეთილი  ბიჭი  მუდამ   სხვის   დამცველად  გვევლინებოდა.  სიმამაცით,გამბედაობითა  და  პრინციპულობით  ბავშვობიდანვე   გამოირჩოდა.  მისი  ცხოვრება  სიკეთისა  და  გულისხმიერების  სიმბოლო  იყო,  რასაც  დღესაც  სიამაყით  იხსენებენ   მეგობრები.


      პატრიოტი  ბიჭი  სამშობლოს  გასაჭირში  როგორ  მიატოვებდა,  1993  წლის  21  მაისიდან  ჩაირიცხა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  24-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  241-ე   ბატალიონში  რიგითად.  აქტიურად  მონაწილეობდა  საბრძოლო  ოპერაციებში.

    ვალერი   კუბლაშვილი  საქართველოს  ერთიანობისთვის  წარმოებულ  ბრძოლაში  გმირულად  დაიღუპა -  1993  წლის  27 ივნისს.

    აფხაზეთის  ღვიძლი  შვილი,სულით  ხორცამდე  ქართველი  ვაჟკაცი, მხოლოდ  26  წლისა  იყო...  დარჩა  აუსრულებელი ოცნებები, დამწუხრებული  დედა, რომელმაც  სასახელო  ვაჟკაცი  გაუზარდა  დედასამშობლოს...

    ვალერი   კუბლაშვილი  დაკრძალულია  ქალაქ  თბილისში.

ვალერი კუბლაშვილი ლეოს ძე დაიბადა 1967 წლის 3 მარტს ქ. ტყვარჩელში.



ვალერი ოჯახში იზრდებოდა პატრიოტული სულით, ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა გამბედაობითა და სიმამაცით. იყო ძალზე კეთილი და თავმდაბალი, ვერ იტანდა უსამართლობას, რის გამოც არაერთხელ გადაეყარა ფათერაკს, მაგრამ საკუთარი პრინციპულობისათვის არასდროს უღალატია, მისი სულისკვეთება , სიყვარული სამშობლოსადმი ნამდვილ საბრძოლო იარაღად იქცა.


მთელი მისი ცხოვრება სიკეთისა და გულისხმიერების სიმბოლო იყო, რასაც დღესაც სიამაყით იხსენებენ მისი მეგობრები. 

კუბლაშვილი ვალერი ლეოს ძე ჩარიცხული იყო 11 საარმიო კორპუსის 24-ე ბრიგადის 241-ე ბატალიონში რიგითად 1993 წლის 21 მაისიდან. ის აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში, კერძოდ - ბესლახუბაში.

საქართველოს ერთიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში, იგი გმირულად დაიღუპა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათის ბრძოლაში 1993 წლის 27 ივნისს. 


სულით ხორცამდე ქართველს, ჭეშმარიტ ქართველს, აფხაზეთის ღვიძლ შვილს, უმწიკველ ადამიანს, ჯერ კიდევ მხოლოდ 26 წლისას მთელი ცხოვრება წინ ჰქონდა . . . მტრის ტყვიამ შეწყვიტა მისი სიცოცხლე, ისე, რომ ოჯახის შექნაც ვერ მოასწრო. ვინც კი მას იცნობდა, მძიმედ განიცდის კუბლაშვილი ვალერის ტრაგიკულ დაღუპვას. 

დაილოცოს, ქალბატონო სულიკო, თქვენი ქართველობა, ვალერს მამულისათვის თავდადება რომ ასწავლეთ!

სწორედ თქვენისთანებზეა ნათქვამი ვაჟას სიტყვები: “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცნია ღმერთადა“. 

კუბლაშვილი ვალერი დაკრძალულია ქ. თბილისში, თბილისის ზღვაზე. 

იძინე მშვიდად, საქართველოსთვის თავგანწირულო, ერის ტკივილო ვალერ!

ნათელში ყოფილიყოს, გმირო ვაჟკაცო, საკუთარ მიწისთვის წამებული შენი სული. 



მარინა ნაჭყებია დ.1956წ. აფხაზეთის მებრძოლთა მკვლევარი დ. სოხუმი აფხაზეთი



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 10.06.2021
ბოლო რედაქტირება 15.08.2023
სულ რედაქტირებულია 1





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0