მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია დაიბადა 1944 წელს ქალაქ სოხუმში. მიიღო უმაღლესი სამედიცინო განათლება.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს ლეიტენანტი ზურაბ კონჯარია საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზებული ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო.
ზურაბ კონჯარია იყო შესანიშნავი სპეციალისტი. თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. ომის პერიოდში მწყობრში ჩააყენა არაერთი დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლი.
ზურაბ კონჯარია, აფხაზმა სეპარატისტებმა ქალაქ სოხუმში, დივიზიონის შტაბის ეზოში დახვრიტეს 1993 წლის 28 სექტემბერს.
სამედიცინო სამსახურის უფროსი ლეიტენანტი ზურაბ ნესტორის ძე კონჯარია,
დაბადებული 1944 წელს, ქართველი, უმაღლესი სამედიცინო განათლებით,
მცხოვრები ქ. სოხუმში, ცოლშვილიანი. ზურაბ კონჯარია 23-ე ბრიგადის ცალკეულ
ტანკსაწინააღმდეგო დივიზიონში მოვიდა სამედიცინო სამსახურის უფროსი
ლეიტენანტის ჩინით, როგორც სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული და
ჩაირიცხა სამედიცინო სამსახურის ოფიცრის თანამდებობაზე, დივიზიონის
სამედიცინო სამსახურის სტომატოლოგიური პუნქტის გამგედ.
ზ. ნ. კონჯარია იყო შესანიშნავი სპეციალისტი და ფლობდა სამედიცინო საქმის
ფართო სპექტრს. თანამებრძოლთა შორის სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და
პატივისცემით. ომის პერიოდში მწყობრში ჩააყენა არაერთი დაჭრილი და ავადმყოფი
მებრძოლი.
დაიღუპა 1993 წლის 28 სექტემბერს ქ. სოხუმში. ზურაბ კონჯარია დახვრიტეს
აფხაზმა სეპარატისტებმა, დივიზიონის შტაბის ეზოში. დაკრძალულია იქვე.