კონჯარია გრიგოლ დაბ. 1993წ. დიაკონი ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარი დაბ. სოფ. ხიბულა, ხობი
დიაკონი გრიგოლ კონჯარია
დაიბადა 1993 წლის 7 ნოემბერს ხობის რაიონის სოფ. ძველ ხიბულაში.
2012 წელს დაამთავრა სოფ. ნარაზენის N1 საჯარო სკოლა.
2012-2013 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
2016-2020 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიაში, რომელიც დაამთავრა ღვთისმეტყველების თეოლოგის ხარისხით.
2020 წლიდან 2022 წლამდე მუშაობდა TEDEX _ ჯორჯიაში გაყიდვების მენეჯერად.
2009 წელს ნარაზენის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა ბესარიონ ცინდელიანმა სტიქარით შემოსა და მსახურობდა ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში.
2022 წლის 7 აპრილს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ხელი დაასხა დიაკვნად და დაადგინა ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში.
2022 წლის 7 აპრილს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) დიაკვნად აკურთხა გრიგოლ კონჯარია, რომელიც ნარაზენის ხარების სახელობის ტაძარში იმსახურებს.