მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"
თემურ ვლადიმერის ძე ბანძელაძე დაიბადა 1954 წლის 8 ივლისს ქალაქ ჭიათურაში.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, თემურ ბანძელაძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 23-ე მექანიზირებული ბრიგადის 239-ე საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის შემადგენლობაში. უშიშარი , თავდადებული ვაჟკაცი მონაწილეობდა არაერთ რთულ და საპასუხისმგებლო საბრძოლო ოპერაციაში. 1993 წლის 1 აპრილს, შუქურას რაიონში მიმდინარე უშეღავათო ბძოლაში თემურ ბანძელაძე გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის,ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის თემურ ბანძელაძე, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
თეიმურაზს ბანძელაძე 1954-1993 დაიბადა 1954 წლის 8 ივლისს საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯითში. 1979, წელს დაამთავრა. ქ. ჭიათურის მეოთხე საშუალო სკოლა. 1973 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. 1975 წელს დაუბრუნდა მშობლიურ რაიონს და მუშაობა დაიწყო მაღაროზე. ოცნებობდა სწავლა გაეგრძელებინა უმაღლეს სასწავლებელში. 1977. წელს კომკავშირული საგზურით გაემგზავრა ვოლგა-დონის მშენებლობაზე, სადაც იმყოფებოდა 1983 წლის თებერვლამდე. დაბრუნების შემდეგ სწავლის გაგრძელებაზე აღარ უფიქრია. სახლში დახვდა მძიმე სენით დაავადებული ძმა. ეკონომიური გაჭირვების გამო თეიმურაზი იძულებული გასდა კვლავ მუშაობა დაეწყო. მუშაობდა პატარიძის სასელობის მაღაროზე. 1992. წლის 27 დეკემბერს, როგორც რეზერვისტი გაიწვიეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. იბრძოდა აფხაზეთში, დაიღუპა 1993 წლის 1 აპრილს სოფელ შუქურასთან. დასაფლავებულია.
სოფ. ბაჯითში. სწრაფი რეაგირების კორპუსის სერჟანტი თეიმურაზ. ბანძელაძე დაჯილდოვდა მედლით “მსედრული მამაცობისათვის, და ვასტანგ. გორგასლის მესამე ხარისსის ორდენით სიკვდილის შემდეგ.