დავით დიმიტრის ძე ჯიოშვილი დაიბადა 1972 წლის 9 ოქტომბერს.სწავლობდა ბორჯომის მე-2 საშუალო სკოლაში. 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო პროფტექნიკურ სასწავლებელში.
ახალგაზრდა ჭაბუკმა პირველი საბრძოლო ნათლობა სამაჩაბლოში მიიღო.მერე კი, როცა სამაჩაბლოს ღია იარას აფხაზეთის ტკივილი დაემატა, დათო თანამებრძოლებთან ერთად საქართველოს ძირძველი მიწის დასაცავად გაემგზავრა. გაბედულ მეომარს არაერთ საბრძოლო ოპერაციაში მიუღია მონაწილეობა. ახლაც სიამაყით იგონებენ თვითმხილველნი მის ვაჟკაცობას. ერთ-ერთ
სოფელში, რომელსაც მტერი აკონტროლებდა და ვერავინ ბედავდა შესვლას,პირველად დათომ შეიყვანა პურით დატვირთული მანქანა და იმავე მანქანით უკან ლტოლვილები გამოივვანა. მანამდე არ დამშვიდდა, სანამ ნათესავთა ოჯახებში საიმედოდ არ დააბინავა ისინი. საოცრად კეთილს, გულზვიადს სიკვდილზე არასოდეს უფიქრია. აკი იტყოდა ხოლმე სიცილით: „ჩემი მკვლელი, კარგა ხანია, აკვანში მოკვდა!.“ ყოველთვის უშიშრად, უყოყმანოდ ჩაებმებოდა მტერთან ბრძოლაში და თავისი გაბედულებით მაგალითს აძლევდა თანამებრძოლებს.
სოფელ შრომასთან ერთ-ერთი შეტაკების დროს ვაჟკაცურად დაეცა ბრძოლის ველზე... ჩაქრა კიდევ ერთი ლამაზი სიცოცხლე, საქართველოს თავისუფლებისათვის შეწირული სიცოცხლე... დავით ჯიოშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
გარდაიცვალა 06 ნოემბერი 1992 წელი სოფელი შრომა, თბილისის სატანკო პოლკი. როგითი დაკრძალულია ბორჯომში
ფოტოები გადაღებულია ბორჯომის ვეტერანთა დეპარტამენტში
ფოტოების გააღებაში მოგვეხმარა ბორჯომის მკვიდრი: გიორგი კუპრაძე, კობა გვარამაძე