სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გურამ ცხვარაძე 1954-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი გურამ ცხვარაძე 1954-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ცხვარაძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

28       ბეჭდვა

გურამ ცხვარაძე 1954-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოფ. ახალშენი სოხუმი აფხაზეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-8 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

გურამ  მირონის ძე  ცხვარაძე  დაიბადა  1954  წლის  3  იანვარს  სოხუმის  რაიონის  სოფელ  ახალშენში.სამხედრო-სავალდებულო  სამსახურის  მოხდის  შემდეგ,დაამთავრა  სოხუმის  ინდუსტრიული  ტექნიკუმი.მუშაობა  დაიწყო  „სოხუმჰესში“-ჯერ  ელექტრიკოს-მექანიკოსად,შემდეგ  ინჟინრად,ხოლო  1991  წლიდან   დაინიშნა  „სოხუმჰესის“  დირექტორად. დაოჯახდა,ბედი  იამზე  ჯულაყიძეს  დაუკავშირა.ბედნიერი  ოჯახი  სამ  ვაჟკაცს   უზრდიდა  სამშობლოს.

   აფხაზეთში  მიმდინარე  საომარი  მოქმედებების  დროს, გურამ  ცხვარაძე  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  მე-2  საარმიო  კორპუსის  23-ე  მექანიზირებული  ბრიგადის  მე-8  ბატალიონის  მე-3  ასეულის  პირად  შემადგენლობაში.

გურამი  აქტიურად  მონაწილეობდა  ბატალიონის  მიერ  წარმოებულ  ყველა  საბრძოლო  ოპერაციაში-შრომა-კომანი-ახალშენის  მიმართულებით.  პირნათლად  ასრულებდა  მეთაურის საბრძოლო  დავალებებს. ღირსეულ  მამულიშვილს  ერთი  დღითაც  არ  მიუტოვებია  სოხუმისთვის  სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი  ობიექტი „სოხუმჰესი“,რომელიც   მთელი  ომოს   განმავლობაში  ქალაქის  უმეტეს  ობიექტებს   და  მოსახლეობას(პურის ქარხანას,სოხუმხელსაწყოს,რკინიგზას,წყალკანალს)  ამარაგებდა   ელექტროენერგიით. მისი  მეთაურობით  მოგერიებულ  იქნა   არაერთი  თავდასხმა  „სოხუმჰესზე“. ამ ორთაბრძოლებში  დაიღუპნენ  მისი  ბიძა  და  ბიძაშვილები-გურამ,საშა  და  ავთო  ცხვარაძეები. არაერთი  მკვიდრი  მისი   მშობლიური  სოფლიდან,ახალშენიდან.

   1993  წლის  ივლისში,როდესაც  რუსეთის  გენერალურ  შტაბში  დაიგეგმა  (15-16  მარტის   უშედეგო  მცედობის შემდეგ)  სოხუმის  აღების  ახალი  გეგმა,გურამ  ცხვარაძე  თავგანწირვით  ეკვეთა  რუსების,ჩეჩნების,სომხების  კბილებამდე  შეიარაღებულ  ბოევიკთა  ჯგუფებს. 6  ივლისს   კი  მტერს  არ  ჩაბარდა  და  გმირულად  დაიღუპა.  დაკრძალულია  ქალაქ  სოხუმში.

   გურამ  ცხვარაძე  წარდგენილია  ვახტანგ  გორგასლის II  ხარისხის  ორდენზე.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 22.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 27.08.2021
სულ რედაქტირებულია 1


ცხვარაძე ზურაბ დეკანოზი 1980-იანი წლები

2 0

ცხვარაძე - გვარის 2 ღვთისმსახური

1 0

ალექსანდრე (საშა) ცხვარაძე 1963-93წწ გარდ. აფხაზეთი წარმ. ვანი იმერეთი

3 0