სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10643

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
გოდერძი დუნდუა 1958-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სამტრედია იმერეთი გოდერძი დუნდუა 1958-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სამტრედია იმერეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დუნდუა სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

გოდერძი დუნდუა 1958-93წწ. გარდ. ქ. სოხუმი აფხაზეთი დაბ. სამტრედია იმერეთი

მე-2 საარმიო კორპუსი 23-ე ბრიგადა მე-6 ბატალიონი წიგნიდან "საქართველოსთვის"

გოდერძი  ამირანის  ძე  დუნდუა  დაიბადა  1958  წლის  5 ივნისს  ქალაქ  სამტრედიაში.1975  წელს  დამთავრა  საშუალო   სკოლა  და  იმავე  წელს  ჩააბარა  საქართველოს  სუბტროპიკული  მეურნეობის  ინსტიტუტში-  მექანიზაციის  ფაკულტეტზე,რომელიც  1980  წელს  დაამთავრა.  1982  წელს  სამხედრო-სავალდებულო  სამსახურიდან  დემობილიზაციის  შემდეგ  გოდერძი  დაბრუნდა  სოხუმში  და  მუშაობა   დაიწყო  სსმი-ს  მექანიზაციის  ფაკულტეტის  მასალათმცოდნეობისა  და  მანქანათა  რემონტის  კათედრაზე  ლაბორანტად.შემდეგ  გადავიდა  ამავე  ინსტიტუტის  გამოთვლითი  ტექნიკის  კათედრის  უმცროს  მეცნიერ-თანამშრომლად, ხოლო  1989  წელს,  სამეცნიერო   ხარისხის  დაცვის  შემდეგ  უფროს  მეცნიერ-თანამშრომლად  დაინიშნა  და  მიენიჭა  დოცენტის  წოდება.  სამეცნიერო  მოღვაწეობის   დროს  გოდერძი  დუნდუას  აქვს   გამოქვეყნებული   30-ზე   მეტი  სამეცნიერო  ნაშრომი , სამთო  მიწათმოქმედების  დარგში  და  სასოფლო-სამეურნეო  აგრეგატების   მდგრადობაზე, არის   ათეულობით  რაციონალური  წინადადებების  და   17  გამოგონების  ავტორი.

     აფხაზეთში  საომარი  მოქმედებების  დაწყებისთანავე, გოდერძი  დუნდუა  აქტიურად  ჩაერთო  დაზიანებული  საბრძოლო  ტექნიკის  შეკეთება-აღდგენაში. 1992  წლის  სექტემბრიდან  ირიცხებოდა  საქართველოს  რესპუბლიკის  თავდაცვის  სამინისტროს  23-ე  ბრიგადის  მე-6  სატანკო  ბატალიონის  სარემონტო   ასეულის  ათმეთაურად.

   1993  წლის  18  იანვარს, საბრძოლო  მოქმედებების   დროს  სოფელ  აჩადარაში ,  მდინარე  გუმისთასთან, გოდერძი  დუნდუამ  მიიღო  სასიკვდილო  ჭრილობა.  20  იანვარს  სოხუმის  რესპუბლიკური  საავადმყოფოს  ნეიროქირურგიის  განყოფილებაში  გონზე  მოუსვლელად  გარდაიცვალა.

   გოდერძი  დუნდუას   დარჩა  მეუღლე  და  სამი  შვილი.

   საქართველოს  პრეზიდენტის  განკარგულებით   სამშობლოს   ტერიტორიული   მთლიანობისთვის   ბრძოლაში   გამოჩენილი  გმირობის, ვაჟკაცობისა    და  თავგანწირვისათვის  გოდერძი  დუნდუა, სიკვდილის  შემდეგ, დაჯილდოვდა  ვახტანგ  გორგასლის   III  ხარისხის  ორდენით.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 25.06.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 31.08.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0