სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11175

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ლაშა დუნდუა 1968-93წწ. გარდ. სოფ. ლესელიძე გაგრა აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. პირველი მაისი აბაშა სამეგრელო ლაშა დუნდუა 1968-93წწ. გარდ. სოფ. ლესელიძე გაგრა აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. პირველი მაისი აბაშა სამეგრელო ლაშა დუნდუა 1968-93წწ. გარდ. სოფ. ლესელიძე გაგრა აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. პირველი მაისი აბაშა სამეგრელო

1968-1993 წწ. გარდ. 25 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი დუნდუა სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

289       ბეჭდვა

ლაშა დუნდუა 1968-93წწ. გარდ. სოფ. ლესელიძე გაგრა აფხაზეთი შავნაბადა დაბ. სოფ. პირველი მაისი აბაშა სამეგრელო

ლაშა გრიგოლის ძე დუნდუა დაიბადა 1968 წლის 5 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ პირველ მაისში.



ერთ წლამდე ლაშა სოფელში, პირველ მაისში იზრდებოდა ბაბუასთან და ბებიასთან. ერთი წლის შესრულების შემდეგ იგი დედ-მამას ჩამოჰყავს ,თბილისში, პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის # 927-ე ბაგა-ბაღში.აქვე იგი გადაიღეს სადიპლომო ნაშრომში, საბავშვო ფილმ „ჯადოსნურ ეკრანში".

1975 წელს ექვსი წლის ლაშა მშობლებმა შეიყვანეს თბილისის # 2 ექსპერიმენტულ სკოლაში.

იგი წლების განმავლობაში ირიცხებოდა აგრეთვე თბილისის პიონერთა სასახლის ტექნიკურ წრეში „რადიოში“, საიდანაც მრავალი მადლობა და სიგელი ჰქონდა მიღებული.

1983 წლის ზაფხულში თბილისის II ექსპერიმენტული სკოლის მე-9 კლასში,შრომითი სემესტრის გასატარებლად წავიდა გურიაში, ნასაკირალში, სადაც აქტიურ საქმიანობას ეწეოდა. მიუხედავდ იმისა, რომ იგი ცალი თვალით მხედველობადაქვეითებულად ითვლებოდა და ამის გამო სამკურნალოდ თითქმის ყოველ ზაფხულში დედ-მამას ოდესაში დაჰყავდა,


1986 წელს ლაშამ დაამთავრა ზემოაღნიშნული საშუალო სკოლა, მაგრამ მაინც ვერ თმობდა მას და წლების განმავლობაში, როცა საშუალება ჰქონდა,

კვირაში ერთხელ მაინც მოინახულებდა თავის საყვარელ სკოლას, მასწავლებლებს. 

1986 წლის დეკემბერში იგი გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. როგორც. მხედველობადაქვეითებულს, შეეძლო არ წასულიყო სამხედრო ვალდებულების მოსახდელად, მაგრამ ეს სამსახური მან ყოველი ვაჟკაცის ვალდელებად მიიჩნია და წავიდა.

იგი ჯარში მსახურობდა ქ. მოსკოვის გარეუბანში, მიტიჩში, სადაც ყველასაგან გამოირჩეოდა, ამხანაგებს შორის იგი მომრიგებელ მოსამართლეობას ეწეოდა, ერთხელ სომეხი და იაკუტიელი ახალგაზრდები წაჩხუბებულივნენ. ლაშა მათ შუა ჩამდგარიყო და შეერიგებინა,

იგი იყო მეტად პრინციპული, სამხედრო სამსახურის დამთავრებამდე სამშობლოში შვებულებით ჩამოსვლაც არ უცდია, თუმცა მას დედა ხშირად ნახულობდა, ლაშას არაერთი მადლობა ჰქონდა მიღებული სამხედრო სარდლობიდან. 1988 წელს იგი დაბრუნდა თავის ოჯახში, თბილისში, სერჟანტის ჩინით,

1989 წლის მაისში მან მუშაობა დაიწყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეკვიზიტორად, სადაც მუშაობდა 1990 წლის დეკემბრამდე.

1990 წელს იგი შევიდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტთან არსებული ეკონომიკური განათლების მენეჯერთა და ბიზნესის სკოლაში,რომელიც წარჩინებით დაამთავრა და მაშინვე შევიდა იმავე აკადემიასთან არსებულ ინსტიტუტში, საგარეო ეკონომიური ურთიერთობის ფაკულტეტზე.

ინსტიტუტშიც იგი გამოირჩეოდა მაღალი მოქალაქეობრივი თვისებებით და სწავლით.

1991 წელს, როცა იგი ზემოაღნიშნული ინსტიტუტის I კურსზე იყო, ჩაება თავისი ქვეყნის ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში და სამშობლოს სამსახური გაიხადა თავისი ცხოვრების მთავარ საგნად.

მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა იყო და დედ-მამა ხანში შესულები ჰყავდა, ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა თავისი გადაწყვეტილებების სისწორეში და როცა სამაჩაბლოში ომი გაჩაღდა, აქტიურ მონაწილეობას იღებდა ამ ომებში. ბოლო დროს იგი სამაჩაბლოში დაიჭრა, რაც დედ-მამას დაუმალა,“

სამაჩაბლოში, როგორც იქნა, მიწყნარდა ომი და თითქოს მშვიდობა დამყარდა, მაგრამ რამდენიმე დღეში აფხაზეთში გაიხსნა ცეცხლის კერა. ლაშას ჯერ ჭრილობა არ ჰქონდა მოშუშებული, რომ აფხაზეთში წავიდა საბრძოლველად.

აფზაზეთში, კერძოდ, ლესელიძეში გასროლილმა ტყვიამ პირეელ ოთხეულთან ერთად შეიწირა იგი, დედისერთა.

მას შემდეგ მის კვალს ბევრი დედისერთა გაჰყვა, არამარტო დედისერთები,არამედ მთელი პლეადა მისი სკოლადამთავრებულებისა, სტუდენტი მეგობრებისა: „პაატა და ზვიადი, ლევან სუხიაშვილი, ალან ბიჭიკაშვილი, ალიკო ბიბილაშვილი, გია ყიფიანი, ლევან ეგოროვი, გელა გუჯეშაშვილი, ალეკო ალიხაჩაშვილი, ამდენი ღირსეული ახალგაზრდა ერთი სკოლიდან დიდი დამსახურებაა.

სამშობლოსათვის“ (გაზეთი ძლევაი 13,6 ნოემბერი,1992 წელი) ამიტომაც გადაუწყვეტია ამ სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს ქალბატონ ეთერ ჟვანიას ახალგაზრდების მედროშის-ლაშა დუნდუას სახელობის ოთახის გახსნა.

 ლაშა დასაფლავებულია მისი სკოლის უკან,საბურთალოს პანთეონში,სადაც პატარა ონავარი ბიჭი თავის ამხანაგებთან ერთად ხშირად თამაშობდა,გუნდაობდა.

ლაშა დუნდუა სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.

                                                      ნარგიზა გრიგოლია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.07.2021
ბოლო რედაქტირება 05.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0